სამკურნალო წერილები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სამკურნალო წერილები

 

  • აურიეთ ერთმანეთში 2 ჩაის კოვზი კრაზანა, 2 ჩაის კოვზი მრავალძარღვას ფოთოლი და 1/2 ჩაის კოვზი გვირილა, 1 ჩაის კოვზ ნარევს დაასხით 1/2 ჩაის ჭიქა მდუღარე (ქაფქაფა) წყალი, დატოვეთ 10 წუთს, შემდეგ გაფილტრეთ და დღეში 3-ჯერ მიიღეთ თითო სუფრის კოვზი.

გარდა ამისა, როცა კუჭის წვა მეწყება, როგორც არ უნდა მინდოდეს დაწოლა, ვცდილობ, ვერტიკალურ მდგომარეობაში დავრჩე, რათა იმ მჟავე სითხეს, რომელიც კუჭს მტკენს, მაღლა ამოსვლის საშუალება არ მივცე.

 

თუ დიაბეტი გაქვთ

როდესაც შაქარი აღმომაჩნდა, საგონებელში ჩავვარდი - ალერგიული ვარ, წამლებს ვერ ვიტან, მაგრამ რამით ხომ უნდა მემკურნალა?! ერთმა მხცოვანმა ექიმმა მითხრა, შავი მოცვი მდიდარია სპეციფიკური ნივთიერებით - ბუნებრივი ინსულინით, რომლითაც შაქრიანი დიაბეტის არა მარტო პროფილაქტიკა, არამედ ზოგიერთი ფორმის მკურნალობაც კი შეიძლებაო.

  • მომზადების წესი ძალიან მარტივია: 1 სუფრის კოვზ მოცვის ფოთოლს უნდა დაასხათ 1 ჭიქა მდუღარე და დააყენოთ. მიიღეთ რეგულარულად, 1/3 ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

უკვე 75 წლის ვარ და მოცვის წყალობით თითქმის არაფერს ვუჩივი.

 

ნაღვლის ბუშტმა თუ შეგაწუხათ

კუჭ-ნაწლავი ყოველთვის მაწუხებდა, წვეულებების შემდეგ ხომ ვკვდებოდი - კარგა ხანს მტანჯავდა გულისრევა და პირღებინება. ვერანაირ კერძს ვერ ვიტანდი, თუ პომიდორი ან ბადრიჯანი ჰქონდა. წიწაკიანსა და ნივრიანზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო. ჩემმა ექიმმა ბალახეული პრეპარატები მირჩია, მივიღე და მდგომარეობა შემიმსუბუქდა. მინდა, თქვენც გასწავლოთ:

  • აიღეთ 0,5 კგ სტაფილო და ამდენივე ქიშმიში, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაუმატეთ 500 გ თაფლი და მიიღეთ დღეში 3-ჯერ თითო სუფრის კოვზი.
  • ნაღვლის ბუშტის გამოსარეცხად: 1 სუფრის კოვზ უკვდავას დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ 10 წუთს, გააცივეთ და გაწურეთ. მიიღეთ ერთ ულუფად. დააყოლეთ 100 გ ზეითუნის ზეთი. ამის შემდეგ დაწექით მარჯვენა გვერდზე, ფერდქვეშ დაიდეთ სათბური და ასე დარჩით საათნახევრის განმავლობაში.

 

თუ თვალებზე ბინდი გადაგეკრათ

ძვირფასო რედაქციავ, ალბათ თავი შეგაწყინეთ ჩვენი გამოცდილების გაზიარებით. ბევრი შესაძლოა არც კი ენდობოდეს მკითხველების მიერ გამოგზავნილ რეცეპტებს, მაგრამ, მერწმუნეთ, ჩემს ირგვლივ უამრავი ადამიანია, რომელიც მოუთმენლად ელის თქვენი ჟურნალის გამოსვლას, რათა იქ სასარგებლო რჩევები და ჩემისთანა უბრალო ხალხის მიერ გამოგზავნილი რეცეპტები ამოიკითხოს, იქნებ თავისთვის საგულისხმო რამ ნახოს. მოგიყვებით, როგორ მოვიცილე თვალზე გადაკრული ლიბრი. როცა თვალზე მღვრიე აპკი გადამეკრა, არასასიამოვნო შეგრძნება კი დამეუფლა, მაგრამ მხედველობა არ დამკლებია, ამიტომ ექიმთან მისვლა ზედმეტად მივიჩნიე, გადავწყვიტე, შინ, თავად მემკურნალა. გადავიკითხე უამრავი წიგნი ხალხური მედიცინის შესახებ, რეცეპტების უამრავი კრებული და მივაგენი კიდეც არაჩვეულებრივ საშუალებას, რომელმაც თვალი ძველებურად გამიკრიალა. აი ჩემი რეცეპტი:

  • 1 ჩაის კოვზ გახეხილ ხახვს დაასხით 100 გ ცხელი რძე, 6 საათით დატოვეთ მჭიროდ თავდახურულ ჭურჭელში, გაწურეთ და ჩაიწვეთეთ თბილ-თბილი, 1-2 წვეთი კვირაში 1-2-ჯერ იმ თვალში, რომელზეც ლიბრი გაქვთ გადაკრული.

 

ღვია - უებარი წამალი

თუ რევმატული დაავადებებისკენ გაქვთ მიდრეკილება, აუცილებლად უნდა მოიმარაგოთ ღვიის ნაყოფი, თანაც უხვად, რათა ტკივილის გამწვავებისას მისი აბაზანები მიიღოთ. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ აბაზანები ასე მომიხდებოდა, ასეთ შვებას მომგვრიდა, მაგრამ დავრწმუნდი: როდესაც მიზანმიმართულად მკურნალობ, დაავადება აუცილებლად უკან დაიხევს.

  • აიღეთ 100-200 გ მშრალი ღვია და წამოადუღეთ ერთ ლიტრ წყალში. ნახარში ჩაასხით აბაზანაში, სხეულისთვის სასიამოვნოდ თბილ წყალში. პროცედურის ხანგრძლივობაა 20 წუთი. კურსი 10-12 აბაზანას მოიცავს.

ასეთი აბაზანები კარგია პოლიართრიტისა და პოდაგრის დროსაც. სამკურნალო თვისებები აქვს ღვიის ზეთსაც. რომლის შეძენაც აფთიაქებშია შესაძლებელი.


 

ქიმიოთერაპიის შემდეგ

კიბოს დიაგნოზი უდიდესი ტრავმაა, მაგრამ ფარ-ხმალის დაყრით და დაავადების ნებაზე მიშვებით პრობლემა არ მოგვარდება. რასაკვირველია, ახლობლების თანადგომა და, მით უმეტეს, ექიმების გულისხმიერება ფასდაუდებელია, მაგრამ ონკოლოგიური ავადმყოფი პირველ რიგში თვითონ უნდა დაეხმაროს საკუთარ თავს, ყოველგვარი საშუალება გამოიყენოს ამ საშინელი დაავადების დასამარცხებლად. ალბათ მიხვდებოდით, რომ მეც ონკოლოგიური ავადმყოფი ვარ. როცა ექიმმა ქიმიოთერაპია და სხივები დამინიშნა, სასტიკი უარი ვუთხარი, რადგან გაგონილი მქონდა, რა გართულებები მოჰყვებოდა ასეთ მკურნალობას. ვიფიქრე, რაღა კიბოს მოვუკლავვარ და რაღა მისგან განკურნების მცდელობას-მეთქი. მაგრამ, საბედნიეროდ, აღმოჩნდა, რომ ვცდებოდი; ღვთის ნებით, ბოლოს მაინც დავთანხმდი, დავიწყე მკურნალობა და არც მინანია - არაჩვეულებრივი შედეგი მივიღე, იმედი მომეცა, რომ საბოლოოდ დავამარცხებ ამ სენს. ახლა კი მინდა, მათ მივმართო, ვინც უარს ამბობს ქიმიოთერაპიასა და სხივებზე იმ მოსაზრებით, რომ ისინი მრავალ გართულებას იწვევს, სისხლს "ანგრევს" და ასე შემდეგ. ჰემოგლობინის პრობლემა მოუგვარებელი არ არის. მე მისი მოსამატებელი საშუალება სხვა ავადმყოფმა მასწავლა:

  • აიღეთ 100 გ ლუდი და 50 გ არაჟანი, აურიეთ ერთმანეთში და დილით, უზმოზე, ჭამამდე 1/2 საათით ადრე, დალიეთ ოდნავ შემთბარი. შეიძლება უალკოჰოლო ლუდის გამოყენებაც.
  • წიწიბურა ოდნავ მოხალეთ (ბოლომდე მოხალვა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება) და ყავის საფქვავში დაფქვით. 3 სუფრის კოვზს დაასხით ერთი ჭიქა მაწონი და მთელი ღამით დატოვეთ. დალიეთ დილით, უზმოზე, ჭამამდე 30 წუთით ადრე. პარალელურად მიირთვით დღეში ერთი ფილა შოკოლადი.

ეს ორი რეცეპტი ერთმანეთს შეუნაცვლეთ. პარალელურად, ცხადია, უნდა შეასრულოთ ექიმის რეკომენდაციებიც კვებისა და დასვენების შესახებ.

 

როგორ ვებრძვი პანკრეატიტს

1991 წელს მძიმედ გავხდი ავად, გავყვითლდი და ერთ კვირაში 13 კილოგრამი დავიკელი. დიაგნოზი მთელი 4 თვე ვერ დამისვეს, რადგან ანალიზებმა არაფერი აჩვენა. მხოლოდ ტომოგრაფიის შედეგად გაირკვა, რომ პანკრეასის თავში კისტა მქონია. იმ დროისთვის პრაქტიკულად აღარ მიმუშავებდა საჭმლის მომნელებელი სისტემა, ერთკილოგრამიანი ტვირთის დაჭერაც კი არ შემეძლო, მარჯვენა გვერდში აუტანელი ტკივილის შეტევა მეწყებოდა. გასტროენტეროლოგიური განყოფილებიდან გამოწერის შემდეგ მკურნალმა ექიმმა მითხრა, რომ მთელი სიცოცხლე მომიწევდა ფერმენტებისა და წამლების მიღება, თანაც 6 თვეში ერთხელ გამოკვლევა უნდა ჩამეტარებინა. წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩავვარდებოდი, მაგრამ ერთმა ახალგაზრდა ექიმმა მირჩია, ძირითადი მკურნალობის პარალელურად მიმეღო მცენარეული საშუალებები, ერთი ნაყენის მომზადებაც კი მასწავლა, თანაც მირჩია, საკუთარ თავს დავკვირვებოდი - მიხვდები, რა გწყენს და რა გიხდებაო. გადავყარე ტაბლეტები, დავიწყე მცენარეებით მკურნალობა და ეკლესიაში სიარული. ვაკვირდებოდი, ამა თუ იმ პროდუქტზე როგორ რეაგირებას მოახდენდა ჩემი ორგანიზმი. შევამჩნიე, რომ მარჯვენა ფერდის ქვეშ ტკივილის ხანგრძლივი შეტევები მაშინ მეწყებოდა, როცა საჭმელში წვეთი რძე მაინც ერია ან მძიმე ტვირთს (მაგალითად, სურსათის ჩანთას) ავწევდი. ვჭამდი მხოლოდ მოხარშულ ხორცს და ბოსტნეულს (თავდაპირველად ვაქუცმაცებდი კიდეც), რუხ პურს, უარი ვთქვი ტკბილეულზე. შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ძალიან მრგებდა წითელი მოცხარისა და ხურტკმლის მურაბა. თუ გულძმარვას ვგრძნობდი, ნაბეღლავს ან ბორჯომს ვსვამდი. ჯანმრთელობა თანდათან დამიბრუნდა. საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ ერთხელაც არ მიმიმართავს ექიმისთვის და არც გამოკვლევა ჩამიტარებია, ვენდობი ინტუიციასა და საკუთარ გამოცდილებას. ახლა 56 წლის ვარ, თავს მშვენივრად ვგრძნობ. ახლა კი იმ ნაყენის რეცეპტს გაგაცნობთ, რომელსაც დიეტის პარალელურად ვსვამდი:

  • ერთმანეთში აურიეთ თანაბარი რაოდენობის სიმინდის ულვაში, გულყვითელა, გვირილა, პიტნა, თუ მჟავიანობა დაქვეითებული გაქვთ, მრავალძარღვაც. 1 ჩაის კოვზ ნარევს დაასხით დახლოებით 800 მლ მდუღარე წყალი და 15 წუთით ჩადგით ცხელი წყლის აბაზანაში. შემდეგ 45 წუთის განმავლობაში დააყენეთ, ბოლოს გაფილტრეთ. ნაყენი შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში 5 დღის განმავლობაში. მიღების წესი: 1/4 ჭიქა უნდა გააზავოთ 3/4 ჭიქა წყალში და მიიღოთ თბილი, დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე.

 

ინდიელების კბილის პასტა

O დიდი ხანია ვაგროვებ ღრძილების სამკურნალო და კბილების გასამაგრებელ ხალხურ რეცეპტებს. ჩემი კოლექციის მარგალიტია ნაზავი, რომელსაც ინდიელების კბილის პასტას ვუწოდებ. ის ასე მზადდება: 3 სუფრის კოვზი ზღვის მარილი წმინდად დაფქვით ყავის საფქვავში. ბანანის ქერქი გაახმეთ და ისიც პუდრივით დაფქვით. 2 ჩაის კოვზი ბანანის ქერქის ფხვნილი და 3 სუფრის კოვზი დაფქული მარილი ერთმანეთში აურიეთ და დაამატეთ იმდენი ზეითუნის ზეთი, რომ ბლანტი (სქელი არაჟნის კონსისტენციის) მასა მიიღოთ.

მიღებული მასა საჩვენებელი თითით შეიზილეთ ღრძილებში. ნერწყვი მაშინვე არ გადააფურთხოთ, ათიოდე წუთს გაიჩერეთ პირში. გადმოფურთხების შემდეგ პირში წყალი არ გამოივლოთ. პროცედურა ჩაატარეთ დღეში ორჯერ - დილა-საღამოს. ახლა ჩემს რეცეპტსაც გასწავლით: კბილებს ვიხეხავ "ტყის ბალზამით" ან "კედრის ბალზამით", თანაც პასტას ზედაპირზე თხლად ვაყრი ზღვის მარილს. შემდეგ საჩვენებელი თითით ვიკეთებ ღრძილების მასაჟს. ეს პროცედურაც დილა-საღამოს  უნდა ჩაიტაროთ. ზაფხულში ამ პროცედურების პარალელურად შეგიძლიათ ღეჭოთ მრავალძარღვა, დაღეჭილი მასა რამდენიმე წუთს გაიჩეროთ პირში და ენით წაისვათ ღრძილებზე.

 

არყის ხის ფოთლებმა მიშველა

შარშან, ზაფხულში, სოფელში სხვენის დალაგება გადავწყვიტე. ვიცოდი, რომ იქ კრაზანებს ჰქონდათ ბუდე, ამიტომ თავიდან ფეხებამდე ისე შევიფუთნე, რომ თვალებიღა მიჩანდა და დავიწყე კრაზანების ბუდის განადგურება. მაშინვე ათი ნაკბენი მაინც მივიღე ერთადერთ დაუცველ ადგილას - ქუთუთოებზე. წივილ-კივილით გავვარდი გარეთ. მეზობლის ქალმა თვალებზე მაშინვე არყის ფოთლები დამაწყო. 15-20 წუთში ტკივილმა გამიარა, 2-3 საათის შემდეგ კი ნაკბენის კვალიც აღარ მეტყობოდა. მეზობელმა მითხრა, რომ არყი სპეციალურად დარგო ეზოში, რადგან მისი ეს თვისება იცოდა.

 

ფრჩხილი აღარ ჩაგეზრდებათ

ფეხის დიდ თითზე ფრჩხილის ჩაზრდას მრავალი უსიამოვნების მიყენება შეუძლია, ზოგჯერ ოპერაციაც კი ხდება საჭირო. როცა ერთი ქუთაისელი ქალბატონისგან ფრჩხილის ჩაზრდის სამკურნალო ერთ-ერთი მეთოდის შესახებ შევიტყვე, მახსოვს, აღმაშფოთა კიდეც ამ ბარბაროსობამ, მაგრამ გავიდა ხანი და ფრჩხილი თავად ჩამეზარდა. გამახსენდა ოდესღაც გაგონილი რეცეპტი და წყალწაღებულივით ჩავებღაუჭე, რადგან თითი აუტანლად მტკიოდა:

  • გავიკეთე ფეხის ცხელი წყლის აბაზანა, დავიჭერი ფრჩხილები, ნაწილობრივ მოვიჭერი ჩაზრდილი ფრჩხილიც, დავიმუშავე სპირტით და ფრჩხილის შუა ნაწილში გავიკეთე 3 მმ-იანი ღარი. ერთ კვირაში ტკივილი გამიქრა, ანთებაც ჩაცხრა.

რამდენიმე ხანში ღარი შეხორცდა, ფრჩხილი კი მის შემდეგ აღარ ჩამზრდია. აუცილებლად უნდა გითხრათ, რომ ფეხის დიდ თითზე ფრჩხილს ვიჭრი სწორად (და არა რკალისებურად), რათა ხელმეორე ჩაზრდა თავიდან ავიცილო. მინდა, მადლობა გადავუხადო იმ ქუთაისელ ქალბატონს, რომელმაც  მკურნალობის ეს "ბარბაროსული" მეთოდი მასწავლა.

 

ბაბუაჩემმა ასთმას აჯობა

საოცარი ბაბუა მყავს, რომელიც უკვე 6 წელია ფოთში ცხოვრობს (გურიიდან გადავიდა იქ საცხოვრებლად). სწორედ იქ დაავადდა ბრონქული ასთმით, ძალიან გახდა და ძლიერ ახველებდა. წელს, აპრილში, ბაბუა თბილისში გვესტუმრა შვილიშვილებს. ისე იყო შეცვლილი, თავიდან ვერც კი ვიცანით. შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ სუნთქვის დროს აღარ ხრიალებდა, აღარც ახველებდა, არც ექიმის მიერ დანიშნულ წამლებს სვამდა.

  • ბაბუა მოგვიყვა, როგორ მოერია ასთმას. თურმე დღეში ერთხელ, უზმოზე, სვამს 1/2 ჭიქა წყალში ჩაწვეთებულ 30 წვეთ ჟანგბადს (ჟანგბადის წვეთები ბაბუას აფთიაქში შეუძენია), ხოლო 30 წუთის შემდეგ საუზმობს. საღამოობით ჭამს 1 ჩაის კოვზი მაჩვის ქონისა და 1 ჩაის კოვზი თაფლის ნარევს. ბაბუას ასეთი მკურნალობა ძალიან მოუხდა.

ბაბუამ ისიც გვითხრა, ბებოს წნევა აღარ აწუხებს, რადგან ისიც ჟანგბადის წვეთებს სვამსო.

შესაძლოა, ეს ვინმეს დაუჯერებლად მოეჩვენოს, მაგრამ ფაქტია, რომ ბაბუა გამოჯანმრთელდა.

 

ქრისტესისხლასა და რძის ბურახი შეკრულობის დროს გამოგადგებათ

ხშირად მაწუხებდა შეკრულობა. კოლიტიაო, მითხრეს ექიმებმა, თანაც ნაწლავებში რაღაც ბაქტერიები გაკლიაო. დამინიშნეს წამლები - არ მიშველა, თუმცა, უნდა ვაღიარო, ჩემი ბრალიც არის, რადგან ბოლომდე არ შევასრულე ექიმის დარიგება. შეკრულობამ ძალიან რომ შემაწუხა, - დღეში 6 ტაბლეტი სენადეც კი აღარ მშველოდა, - ისევ მივაკითხე ექიმს. მან ხელახლა დამინიშნა წამლები და თან საოცარი ბურახის მომზადება მასწავლა, შეკრულობას შველისო. წამლები არ დამილევია, სამაგიეროდ ბურახს გეახლებოდით ხშირ-ხშირად და კუჭ-ნაწლავის პრობლემა გამიქრა.

  • სიამოვნებით გასწავლით მისი მომზადების წესს: 3 ლ რძის შრატში შეურიეთ 1 ჭიქა შაქარი. 1 ჭიქა დაჭრილი ქრისტესისხლა (ნედლიც შეიძლება და გამხმარიც) შეახვიეთ დოლბანდში, სიმძიმისთვის მიამაგრეთ მომცრო ტვირთი და ჩაუშვით შრატიან ქილაში. ქილას დააფარეთ მარლა და სიბნელეში დადგით. ორი კვირის შემდეგ ნაყენი გაფილტრეთ (მიიღებთ მომჟავო სასმელს), ჩაასხით ისევ მინის ქილაში, დაახურეთ პოლიეთილენის სახურავი და მაცივარში შედგით.

უნდა სვათ 0,5-0,5 ლიტრი დღეში 2-ჯერ, დილა-საღამოს, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. მკურნალობის კურსი 2 კვირას შეადგენს. შემდეგ 10 დღე უნდ დაისვენოთ და დარჩენილი ნაყენიც იმავე წესით დალიოთ. დილით, გაღვიძებისთანავე, ვიხეხავ კბილებს ზღვის მარილით, ენიდან ჩაის კოვზით ვიშორებ ნადებს, რამდენიმე წუთის განმავლობაში ვწუწნი მცენარეულ ზეთს (კანფეტივით), შემდეგ ვაფურთხებ და პირში თბილ წყალს ვივლებ. ამის შემდეგ ვსვამ ქრისტესისხლას ბურახს, ხოლო ნახევარი საათის შემდეგ ვსაუზმობ. გარდა ამისა, ვჭამ ბევრ ხილსა და ბოსტნეულს, მეტწილად - გახეხილს და მცენარეული ზეთით შეზავებულს. წლობით მაწუხებდა შეკრულობა და აირების დაგროვება, ზოგჯერ მეგონა, მუცელი გამისკდებოდა. ახლა ჩემი კუჭ-ნაწლავი საათივით მუშაობს.