შემოდგომის დეპრესია ვეღარაფერს დაგაკლებთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შემოდგომის დეპრესია ვეღარაფერს დაგაკლებთ

რომ თქვენთვის შემოდგომის დეპრესია უცხო არ არის, ეს სამკურნალო საშუალებები სწორედ თქვენთვისაა.

  • აიღეთ 2 წილი მოცვის ნაყოფი, 3 წილი ჭინჭრის ფოთოლი და 3 წილი ასკილის ნაყოფი. დააქუცმაცეთ და შემდეგ ერთმანეთში აურიეთ. მცენარეთა ნაკრების 4 ჩაის კოვზს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 3-4 საათი და შემდეგ გაფილტრეთ. მიღებული ნაყენი უნდა დალიოთ ერთ დალევაზე. სასურველია, თუ მას დღეში 3-ჯერ მაინც დალევთ.

მოცვი, ჭინჭარი და ასკილი მდიდარია იმ ნაერთებით, რომლებიც ორგანიზმს ძველ ენერგიასა და ამტანობას ისე უბრუნებს, რომ მას დეპრესია ვეღარაფერს აკლებს.

შეგიძლიათ შემოდგომისეულ უგუნებობას ასეც გაუმკლავდეთ:

  • 2 ჩაის კოვზ პილპილის მარცვალს დაასხით 2 სადილის კოვზი ნატურალური თაფლი და კარგად აურიეთ, შემდეგ დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი და ნახევარი საათი ხარშეთ ნელ ცეცხლზე.

გადმოდგმის შემდეგ ისევ ნახევარი საათი დააყენეთ თავდახურულ მომინანქრებულ ჭურჭელში, შემდეგ გადაწურეთ.

მიღებული ნახარში დალიეთ დღეში ორჯერ. მკურნალობის კურსი 10 დღეა.

ე.წ., თბილისი