სამკურნალო წერილები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სამკურნალო წერილები

2. კარგი იქნება, თუ ამის პარალელურად ბავშვს 3-4 ოყნასაც გაუკეთებთ - ეს დააჩქარებს ასკარიდასგან გათავისუფლების პროცესს. ამისთვის იყიდეთ აფთიაქში ასფურცელას ფხვნილი, დაასხით 2 სუფრის კოვზი რძე, ჩააყარეთ რამდენიმე კბილი ნიორი, დაახურეთ თავზე და ხარშეთ ნელ ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ გაფილტრეთ და თბილი ნაყენით ბავშვს ოყნა გაუკეთეთ. დღეში საჭიროა ერთი პროცედურის ჩატარება.

3. მიეცით ბავშვს დღეში ერთი სუფრის კოვზი სტაფილოს წვენი სრულ განკურნებამდე. კარგი იქნება, თუ პატარა პარალელურად ახალ სტაფილოსაც შეჭამს. თუ მსხალს მისცემთ, ეცადეთ, კურკებიანად შეჭამოს.

4. თუ ბავშვის დაყოლიებას მოახერხებთ, ძალიან სასარგებლოა მჟავე კომბოსტოს მარილწყალიც - 0,5 ჭიქა ჭამამდე 30 წუთით ადრე უნდა დაალევინოთ. ასევე შეგიძლიათ, მისცეთ უზმოზე მჟაუნას რამდენიმე ფოთოლი.

 

წიწაკამ და ნიორმა თმის ცვენა შემიჩერა

შტატების შემცირებაში მოვყევი, რის გამოც ძალიან ვინერვიულე. ნერვიულობით საქმეს ვერ უშველიო, მეუბნებოდა მეუღლე, მაგრამ თავს ვერ ვერეოდი. გაჭირვებულს ქვა აღმართში დაეწიაო, ხომ გაგიგონიათ - ერთ დღეს გავიღვიძე, თმის ვარცხნა დავიწყე და კინაღამ გავგიჟდი, თავზე ორი პატარა გამელოტებული ადგილი რომ შევამჩნიე. ექიმმა მითხრა, ნერვიულობამ თმის ბუდობრივი ცვენა გამოიწვიაო, რაღაც დამინიშნა და მალე გაგივლისო, დამამშვიდა, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ თავზე ახალი გამელოტებული ბუდეები გამიჩნდა. აფთიაქში წამლის საყიდლად შესულმა ჩემი გასაჭირი აფთიაქარს შევჩივლე. მან წამლის დამზადება მასწავლა და მითხრა, უებარი საშუალებაა, ვისაც კი მივეცი რეცეპტი, ყველას მოუხდაო. მართლაც, მიშველა და ძალიან მინდა, თქვენც გასწავლოთ.

  • წვრილად დაჭერით ერთი ცალი წითელი წიწაკა, დაასხით 100 გ არაყი  და გააჩერეთ გრილ, ბნელ ადგილას თავდახურული მინის ჭურჭლით ერთი კვირა. შემდეგ საღამოობით (სამი დღე ზედიზედ) შეიზილეთ ნაყენი სუფთა და მშრალ თმაში. თავის შეხვევა არ არის საჭირო. სამი დღის შემდეგ თავი დაიბანეთ, გაიმშრალეთ და სამი დღე ზედიზედ კვლავ შეიზილეთ ეს ნაყენი. შემდეგ ისევ დაიბანეთ თავი, გაიშრეთ და ერთი კვირის განმავლობაში ყოველ საღამოს შეიზილეთ ნიორი. არ შეგეშინდეთ, კანს არ დაგიწვავთ. მე ვიღებდი ნივრის კბილს, ვჭრიდი შუაზე და გადანაჭერი მხრით ვიზელდი თავის კანს.

ორი კვირის შემდეგ შევამჩნიე, რომ გამელოტებულმა ბუდეებმა შევსება დაიწყეს, მაგრამ მკურნალობა კიდევ 3 თვე გავაგრძელე. ყველა გამელოტებული ბუდე შეივსო, აღარც თმის ცვენა მაწუხებს და მგონი ადრინდელზე ხშირი თმაც მაქვს.

 

თუ ბზიკმა გიკბინათ

თბილისის ახლოს, ოქროყანაში, აგარაკი მაქვს და ხშირად დავდივარ, ზაფხულს კი სულ იქ ვატარებ. ძალიან კარგი ადგილია, მაგრამ ზაფხულობით ბზიკები იცის და არაერთხელ დავუკბენივართ მეც და ჩემი შვილებიც. ვისთვისაც ბზიკს ერთხელ მაინც უკბენია, ეცოდინება, რა აუტანელი ტკივილი იცის, რომ არაფერი ვთქვათ სხვა, უფრო საშიშ გართულებებზე... მე ერთი უებარი საშუალება ვიცი, რომელიც, მინდა, თქვენც გასწავლოთ.

  • მოწყვიტეთ მრავალძარღვა, დასრისეთ ან დაღეჭეთ და ნაკბენ ადგილას შეიზილეთ. 10-15 წუთში წვა და სიწითლე გაგივლით და პატარა ლაქაღა დაგრჩებათ.

 

საოჯახო რეცეპტები

თქვენი ჟურნალის ერთგული მკითხველი ვარ და ბევრ სასარგებლო რჩევას ვიწერ სპეციალურ რვეულში, რომლის შედგენაც ბებიაჩემს ახალგაზრდობაში დაუწყია. აქ თითქმის ყველა დაავადების სამკურნალო რეცეპტებს ნახავთ. მინდა, რამდენიმე მათგანი თქვენს მკითხველსაც ვასწავლო.

  • ბრონქული ასთმისა და ხველის დროს: 1 კგ ახალ თაფლს შეურიეთ ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული 1 კგ ჟოლო და სამწლიანი ალოეს ფოთოლი. შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას. სამ დღეში წამალი მზად იქნება. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, დღეში 3-ჯერ.
  • ისევ ხველისთვის: აურიეთ ერთმანეთში გახეხილი ვაშლი, ხახვი და 1/2 ჭიქა თაფლი, წამოადუღეთ ნელ ცეცხლზე. მიიღეთ 2-2 სუფრის კოვზი დღეში 2-ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე.

ხველის დროს ძალიან კარგია წინდებში მშრალი მდოგვის ჩაყრაც - ფეხები მთელი დღე თბილად გექნებათ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვნია მოხუცებისა და ბავშვებისთვის.

  • თუ გული გაწუხებთ, გიშველით შემდეგი ნარევი: ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ლიმონის რბილობი, 15 გ მიხაკი, 300გ შაქარი (ან თაფლი) და 0,5 ლ ხორბლის არაყი აურიეთ ერთმანეთში, მოათავსეთ სამლიტრიან ქილაში, დაასხით  ანადუღარი, ცივი წყალი და სიბნელეში შეინახეთ. სამი კვირის შემდეგ წამალი მზად იქნება. უნდა დალიოთ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე, 30-30 გრამი. ამ ნარევის წყალობით აღარც ვალერიანი მჭირდება, აღარც კორვალოლი და ვალოკორდინი, ადრე კი ისე ხშირად ვხმარობდი, რომ სულ ამ წამლების სუნი მდიოდა.

 

ალოე სტომატიტს არჩენს

სტომატიტის სამკურნალოდ ერთი კარგი რეცეპტი ვიცი, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ბევრ დედას გამოადგება. ჩემი გოგონა პატარა რომ იყო, ყველაფერს პირში იდებდა (დამეთანხმებით, ასე იქცევა ბავშვების უმრავლესობა). ერთხელ სტომატიტი დაემართა და მეც გადმომდო. პირის ღრუ და ენა ისე სტკიოდა, საჭმელსაც ვეღარ ჭამდა, გამუდმებით ტიროდა. ტკივილი ღამითაც არ აძინებდა. ექიმმა სავლები და მალამო გამომიწერა, მაგრამ არ უშველა. მერე მეზობლის ქალმა, რომელსაც პატარა შვილიშვილები ჰყავს, არაჩვეულებრივი საშუალება მასწავლა, რომელმაც ბავშვიც მოარჩინა და მეც. უმარტივესი რეცეპტია, მთავარია, სახლში გქონდეთ ალოე (3 წლისა მაინც უნდა იყოს). ვაჭრიდი ფოთოლს, ვჭრიდი შუაზე და გადანაჭერი მხარით ბავშვს დღეში 3-ჯერ ვუსვამდი მტკივან ადგილებზე. ვისვამდი მეც. მეორე დღესვე ვიგრძენით შვება, ტკივილი დაგვიამდა, გამონაყარმაც იკლო. ბავშვმა ჭამაც კი დაიწყო, ხოლო რამდენიმე დღეში სტომატიტი ორივეს დაგვავიწყდა.


არყის აბაზანები მშვიდი ძილისთვის

ჩემს ცხოვრებაში იყო პერიოდი, როდესაც ნერვული სტრესის შემდეგ უძილობა დამჩემდა. ღამეებს თეთრად ვათენებდი. რა საშუალება არ ვცადე, მაგრამ ამაოდ. ექიმები საავადმყოფოში დაწოლას მირჩევდნენ, მაგრამ ოჯახში ისეთი სიტუაცია მქონდა, რომ საავადმყოფოს ვერც კი ვახსენებდი. ნერვები ისე დამაწყდა, ყველაფერი მივატოვე და ერთი კვირით მშობლებთან, სოფელში წავედი. მეგონა, იქაური ჰაერი მომიხდებოდა, მაგრამ არც ამან მიშველა. მაშინ ჩემი მკურნალობა ბებიაჩემმა ითავა: ღამით, ძილის წინ, მოჰქონდა თბილი წყლით სავსე ვედრო და მასში ერთ ჭიქა არაყს ასხამდა, მე ამ წყალში ფეხებს ვაწყობდი და ნახევარი საათი ასე ვიყავი. ერთი კვირის თავზე უძილობა დავამარცხე და არყიანი აბაზანები მეტად აღარ დამჭირვებია.

 

კოჟრებს ჭინჭრის ფესვების ნაყენი უხდება

წლების განმავლობაში ფეხები ჩემი ყველაზე სუსტი წერტილი იყო - ხან კორძები მიჩნდებოდა, ხან მიტყავდებოდა... მოკლედ, ნამდვილ აქილევსის ქუსლად მექცა. ჩემი გასაჭირი მეზობელმა გაიგო თუ არა, მაშინვე ბებიამისის რეცეპტი მომირბენინა. წამალი ძალიან მომიხდა და მინდა, თქვენც გასწავლოთ.

  • თუ კორძებმა შეგაწუხათ, აიღეთ 1 კგ ჭინჭრის მშრალი ფესვი, დააქუცმაცეთ, დაასხით 2 ლიტრი მდუღარე წყალი და მის ცხელ ორთქლზე ფეხები ნახევარი საათის განმავლობაში დაიორთქლეთ. ამის შემდეგ გაიკეთეთ ფეხების აბაზანა: დიდი ტაშტი აავსეთ ძალიან თბილი (და არა ცხელი) წყლით და დაამატეთ 2 ჭიქა ნაყენი. ფეხები მასში დაახლოებით 30 წუთს გააჩერეთ. არ გაიმშრალოთ, ასევე შეიხვიეთ თბილად, ჩაწექით საწოლში, ფეხები კარგად დაითბილეთ და დალიეთ ჭინჭრის ნაყენი.
  • ნაყენი ასე მზადდება: აიღეთ 200 გრამი ჭინჭარი, დაასხით 0,5 ლიტრი არაყი ან 70%-იანი სპირტი, თავი მოუკარით დოლბანდით ან ნაჭრით. პირველი დღე-ღამე ფანჯრის რაფაზე გააჩერეთ, დანარჩენი 8 დღე კი გრილ, ბნელ ადგილას. შემდეგ გადაწურეთ და მუქ მინის ჭურჭელში ჩაასხით. მიიღეთ თითო ჩაის კოვზი დღეში სამჯერ, 50 მლ ცივ ანადუღარ წყალთან ერთად. სვით 3 თვის განმავლობაში.

ორთქლის აბაზანის შემდეგ დარჩენილი ნაყენი არ გადაღვაროთ, მეორე დღეს მტკივან ადგილებზე კომპრესები გაიკეთეთ: აიღეთ სქელი პირსახოცი, მისი ნახევარი დაასველეთ ნაყენში, შემოიხვიეთ მტკივან ადგილას, ზევიდან კი თბილი პლედი ან შალი დაიხურეთ. ასე დარჩით დაახლოებით 3 საათს. ამის შემდეგ კომპრესი ფრთხილად მოხსენით, ღამით კვლავ გაიკეთეთ ძალიან თბილი აბაზანა. ჭინჭარი კარგია სკლეროზის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, დაძაბუნების დროსაც. ამ შემთხვევაში უნდა მიიღოთ თითო ჩაის კოვზი ნაყენი - უზმოზე, ჭამამდე 30 წუთით ადრე, და ღამით, ძილის წინ, ვიდრე არ გათავდება. დაინახავთ, რა მხნედ იგრძნობთ თავს - მოგიწესრიგდებათ გულის ფუნქცია, სისხლის შემცველობა, მეხსიერება, დაგიბრუნდებათ მოქნილობა.

 

ენტერიტისგან განკურნება ბალახებითაც შესაძლებელია

ნაწლავების მძიმე დაავადება რომ მქონდა, შემთხვევით შევიტყვე. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ წამდაუწუმ მეშლებოდა კუჭი, ზოგჯერ კი შეკრულობა მტანჯავდა. მოგვიანებით შევამჩნიე, რომ ჩემი ორგანიზმი ვერ იტანდა რძეს, ცხარე და ცხიმიან საკვებს. შევამჩნიე, რომ ჭამიდან 2-4 საათის შემდეგ მუცელი მტკივდებოდა და მებერებოდა, თითქოს შიგნიდან რაღაც მჭრიდა. მივედი ექიმთან, ჩავაბარე ანალიზები, ჩავიტარე გამოკვლევები და აღმოჩნდა, რომ ქრონიკული ენტერიტი მქონია. დავიწყე მკურნალობა, მაგრამ არა ჩვეულებრივი წამლებით, არამედ ბალახებით და უკვე რამდენიმე წელია, მათი წყალობით ვუმკლავდები ავადმყოფობას.

  • 3 სუფრის კოვზ კრაზანას დაასხით 1/2 ჭიქა ანადუღარი წყალი და ერთი საათით დააყენეთ. მიიღეთ 1/3 ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. თუUგანავლოვანი მასა თხელია, კრაზანას ნაყენი შედეგს 3-4 კვირის შემდეგ გამოიღებს.

ყაბზობისა და ბუასილის დროს ნაყენს ჩაამატეთ 1,5 ჭიქა მინდვრის წალიკას (მატიტელას) არყიანი ექსტრაქტი: აიღეთ 2 სუფრის კოვზი ბალახი და დააყენეთ 100 გრამ არაყზე 12 დღის განმავლობაში. მზა ნაყენში ჩაამატეთ 1 ჩაის კოვზი კრაზანას ნაყენი. სვით 4 კვირის განმავლობაში, შემდეგ ერთი-ორი კვირა დაისვენეთ და კვლავ ოთხკვირიანი კურსი ჩაიტარეთ.


როგორ მოვერიოთ ქოლეცისტიტს

ქოლეცისტიტს ჩემს ოჯახურ დაავადებას ვუწოდებ - მე და დედაჩემს ის წლების განმავლობაში გვტანჯავდა. ვიმკურნალეთ კიდეც, მაგრამ ამაოდ. ერთხელ სოფლიდან ნათესავი გვესტუმრა და მოგვიყვა, როგორ დაამარცხა ქოლეცისტიტი: თურმე საკმარისი ყოფილა შემოდგომაზე და ზამთარში პროფილაქტიკისთვის მცენარეული ჩაის მიღება. გთავაზობთ რეცეპტს:

  • ერთმანეთში აურიეთ 2 კოვზი პიტნა და თითო კოვზი ნეგო და გვირილა. 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 0,5 ლ მდუღარე, 30 წუთს დაბალ ცეცხლზე გააჩერეთ და გაწურეთ. უნდა მიიღოთ თითო ჭიქა ნაყენი ყოველი ჭამის წინ, უფრო სწორად, ჭამამდე 1/2 საათით ადრე. მკურნალობის დროს უნდა ჭამოთ ხშირად და ცოტ-ცოტა.

მე და დედას ქოლეცისტიტი უკვე აღარ გვაწუხებს, მაგრამ პროფილაქტიკისთვის "ჩაის სეანსებს" ყოველ წელიწადს ვიტარებთ.

 

ნაღრძობი

ძალიან მოძრავი სახსრები მაქვს და ფეხი წამდაუწუმ მიბრუნდებოდა. რამდენიმეჯერ ვიღრძე კიდეც. ხან რა საშუალებას მივმართე, ხან რას და ბოლოს რამდენიმეზე შევჩერდი. მინდა, ჩემი გამოცდილება თქვენც გაგიზიაროთ, იქნებ გამოგადგეთ. ოღონდ ვიდრე ამ მეთოდით იმკურნალებთ, აუცილებლად უნდა დარწმუნდეთ, რომ კიდური ნაღრძობია და არა მოტეხილი. ამის შემდეგ:

  • ნაღრძობი ადგილი შეიხვიეთ და დაასვენეთ. შემდეგ მოამზადეთ წიწვების, კაკლის ფოთლების, თივის ნაფშვენის ნახარში და გაიკეთეთ მტკივანი ადგილის თბილი აბაზანა ან დაიდეთ სველი საფენი. ამის შემდეგ დაიდეთ, რაც ხელთ გექნებათ - მრავალძარღვას, კაკლის ან კომბოსტოს ფოთლები - და ისევ მჭიდროდ გადაიხვიეთ. დილისთვის შესივება ჩაცხრება, ტკივილიც დაცხრება.

 

როგორ ავიცილოთ თავიდან მაღალი წნევა და ჭარბი წონა

პირადად მე წნევა ზაფხულობით უფრო მაწუხებს, ვიდრე ზამთრობით, მაგრამ ვიცი, როგორ გავუმკლავდე. ის კი არა, პარალელურად გახდომაც მოვახერხე. ჭარბი წონა კი, როგორც ამბობენ, ჰიპერტონიის დროს ჯანმრთელობის პირველი მტერია. საქმე ის არის, რომ ხალხურ მედიცინაში აღმოვაჩინე რეცეპტი, რომელიც ერთდროულად ორივე პრობლემას შველის, ოღონდ მინდა გავაფრთხილო ყველა, ვისაც ამ რეცეპტით გახდომა სურს - ის მხოლოდ ჰიპერტონიით დაავადებულებისთვის არის განკუთვნილი. საჭიროა რამდენიმე სამკურნალო მცენარის ნაყენი. ამ მცენარეების დამზადება თავადაც შეგიძლიათ და აფთიაქშიც იყიდება.

აიღეთ:

დააქუცმაცეთ, ერთმანეთში აურიეთ, 2 ჩაის კოვზს დაასხით 0,5 ლიტრი ადუღებული  წყალი და თბილად შეფუთეთ. დააყენეთ 30 წუთით, მერე კი გაწურეთ. მიიღეთ ჰიპერტონიის პირველ და მეორე სტადიაში, 1/3 ჭიქა ჭამის შემდეგ, დღეში სამჯერ.