სამკურნალო წერილები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

სამკურნალო წერილები

სამკურნალო წერილები

აი, უკვე რამდენი წელია, შაკიკი მტანჯავს. სულ ახლახან წავიკითხე, რომ ეს დაავადება თურმე ისეთ ადამიანებს ემართებათ, რომლებსაც საკუთარი თავის შებრალება სჩვევიათ, რადგან ფიქრობენ, რომ ბევრად უკეთეს ხვედრს იმსახურებენ.

შესაძლოა, ეს მართალიც იყოს, ამიტომ გადავწყვიტე, მართლა შესაბრალისი რომ არ გავმხდარიყავი, საკუთარ თავზე ამთავითვე მეზრუნა. დავიწყე თვითმკურნალობა და დღეს მხოლოდ ისინი მებრალებიან, ვისაც კვლავ ტანჯავს შაკიკი.
ყველას მოგიწოდებთ, არ დანებდეთ. ცოტაოდენი მონდომება მალე გაგათავისუფლებთ თავის აუტანელი ტკივილებისგან.

ლენა ფაცურია, სენაკი

 

სისხლსაც სჭირდება გაწმენდა

რაც არ უნდა სწორად ვიკვებებოდეთ, გარესამყარო იმდენად უსუფთაოა, ჩვენი ორგანიზმი მაინცmkurnali.ge ბინძურდება ტოქსინებით, რომლებიც სისტემატურად უნდა გამოიდევნოს ორგანიზმიდან.
ორგანიზმის გაწმენდა სისხლის გაწმენდით უნდა დავიწყოთ, რაც არც ისე ძნელია, მით უმეტეს - წელიწადის თბილ პერიოდში. არ დაიზაროთ და ყოველ გაზაფხულზე დაკრიფეთ ბაბუაწვერას, ჭინჭრის, უკვდავას, მრავალძარღვასა და ისპანახის ფოთლები. სისხლის გამწმენდი საშუალების 1 ულუფის მოსამზადებლად თითოეული მცენარე 100 გრამი მაინც დაგჭირდებათ. შეგროვებული მცენარეები გარეცხეთ, ჩაყარეთ ჭურჭელში, დაასხით იმდენი წყალი, რომ ოდნავ დაიფაროს და მთელი ღამით დატოვეთ. დილით კარგად გამოწურეთ, მიღებულ წვენს დაამატეთ ცოტაოდენი ლიმონის წვენი და სტაფილო. მიიღებთ 1-1,5 ჭიქა სითხეს, რომელიც ცოტცოტაობით მთელი დღის განმავლობაში უნდა სვათ. მეორე დღეს მოამზადეთ იგივე ნაყენი. სვით 20 დღის განმავლობაში. წელიწადის ცივ პერიოდში, როცა ამ მცენარეთა ქორფა ფოთლების მოგროვება ძნელია, შეგიძლიათ, სისხლი ლიმონითა და თაფლით გაიწმინდოთ. აიღეთ 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი, დაამატეთ 1 ჩაის კოვზი თხელი თაფლი და 1 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი, კარგად აურიეთ ერთმანეთში და ყოველ დილით, უზმოზე მიირთვათ.
თუ მოახერხებთ, კარგია ძროხის რძის შრატის სმაც - ერთი თვის განმავლობაში ყოველდღე თითო ბოთლი უნდა სვათ, ოღონდ გახსოვდეთ, ამ ხნის მანძილზე აკრძალულია მეტისმეტად ცხიმიანი საკვების, ალკოჰოლის, ყავისა და შაქრის მიღება. სისხლს საფუძვლიანად წმენდს ნივრისა და რძის ნაზავიც. აიღეთ 1 ჭიქა რძე, წამოადუღეთ, ჩაყარეთ შიგ წვრილად დაკეპილი ნივრის ორი ლებანი, 1-2 წუთის შემდეგ გადმოდგით, 10-15 წუთს გააჩერეთ და დალიეთ.

გურამ ფუტკარაძე, ხარაგაულის რაიონი

 

mkurnali.geროცა პროსტატა შველას ითხოვს

ტემპერატურის მომატება, შარდის გამოყოფის გაძნელება, წვა და დეფეკაციისას სწორი ნაწლავის ტკივილი პროსტატის ანთებას რომ ახასიათებს, ყველა მამაკაცმა იცის, მაგრამ როცა რომელიმეს ეს ნიშნები აღმოაჩნდება, არად აგდებს - ალბათ, იმედი აქვს, რომ თავისით გაუვლის. რამდენიმე წლის წინათ მეც ამ თვითდაჯერებულ მამაკაცთაგანი გახლდით და მჯეროდა, რომ თვითგანკურნება შესაძლებელი იყო. მკურნალობა დავაგვიანე და მწვავე პროსტატიტი ქრონიკულში გადამეზარდა. ახლა იძულებული ვარ, წელიწადში ორჯერ პროფილაქტიკური მკურნალობა ჩავიტარო. არადა, თავისთვის ადრე რომ მიმეხედა, ამდენი წამლის სმა და ამოდენა თანხის ხარჯვა აღარ დამჭირდებოდა.
მწვავე პროსტატიტის პირველივე ნიშნების გაჩენისას:

  • აიღეთ 30 გრამი მსხლის ყვავილი, დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი, შეფუთეთ და ნახევარ საათს გააჩერეთ, შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ დღეში 5 ჩაის ჭიქა წყლის მაგივრად.
  • მოამზადეთ დინდგელის ექსტრაქტი: 40 გრამ დინდგელს დაასხით 200 მლ 96%-იანი სპირტი, შემოდგით ცეცხლზე და დატოვეთ, ვიდრე სპირტი სულ მთლად არ აორთქლდება. აიღეთ 0,1 გრამი ექსტრაქტი და 2 გრამი კაკაო, აურიეთ ცოტაოდენ ზეითუნის ზეთში, ისე, რომ მიიღოთ პლასტელინის მაგვარი მასა, გააკეთეთ მისგან 2-3 სმ-იანი სანთლები და 1 თვის განმავლობაში ყოველღამე გაიკეთეთ სწორ ნაწლავში. შემდეგ 2 თვე შეისვენეთ და კურსი გაიმეორეთ. თუ მტკივნეული სიმპტომები გაქრა, მკურნალობის წელიწადში ორჯერ ჩატარებაც საკმარისია.
  • აიღეთ ოხრახუშის თესლი და დაფქვით. 4 ჩაის კოვზ ფხვნილს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე, 15 წუთს ადუღეთ, გააცივეთ და გადაწურეთ. უნდა მიიღოთ 1 სადილის კოვზი დღეში 5-6 ჯერ.

კობა ვარდოსანიძე, სამტრედია

 


მუნის მკურნალობის ხალხური მეთოდები

გასულ ზაფხულს მეგობრის ბებიას ვესტუმრეთ სოფელში. მარტოხელა მოხუცს ძალა აღარ შესწევდა, ყველა საქმეს გასძღოლოდა, ამიტომ მე და ჩემმა მეგობარმა სახლის დალაგება გადავწყვიტეთ. დასუფთა-ვება სარდაფიდან დავიწყეთ. ომის დროინდელ სკივრებში ბევრ საინტერესო რამეს გადავაწყდით. ბებოს ახალგაზრდობის დროინდელი კაბები და პაპას ის ფარაჯაც კი შეენახა, რომელიც ომიდან დაბრუნებისას ეცვა. მოკლედ, ძველმანებში ხელები გვარიანად ვაფათურეთ... რამდენიმე დღეში კანის ქავილი დაგვეწყო და გამოგვაყარა კიდეც. ბებო ძლიერ შეწუხდა - აკი გაფრთხილებდით, ყველაფერი დასაწვავია და ხელი არ ახლოთო, მერე მეზობლისგან ძველი, დამჟავებული ბურახი მოიტანა. წამალი მოამზადა და გვიმკურნალა. ბებოს რეცეპტი ასეთია:

  • როდესაც მუნით ჯერ მხოლოდ ხელის მტევანია დაზიანებული, აიღეთ დამჟავებული ბურახი, ჩაყარეთ მასში იმდენი მარილი, რომ სითხე ძლიერ დამლაშდეს. ბურახი გააცხელეთ, ჩაყავით მტევანი და გქონდეთ, ვიდრე გაუძლებთ.
  • სცადეთ ჭვავის ნაყენიც: ბოთლში ნახევრამდე ჩაყარეთ ჭვავი, აავსეთ წყლით, გაუკეთეთ საცობიmkurnali.ge და 9 დღით დადგით სითბოში. მეათე დღეს გადაწურეთ და შეინახეთ. ამ სითხით დღეში 2-3-ჯერ უნდა გაიწმინდოთ დაზიანებული ადგილები. სამი დღის შემდეგ გამონაყარი კლებას დაიწყებს და ბოლოს სულ მთლად გაქრება.

საქართველოს ზოგიერთ რეგიონში დაფნის ფოთოლს ფქვავენ, კარაქში ურევენ და მუნით დაზიანებულ ადგილებზე ისვამენ.
საუკეთესო საშუალებად გოგირდის მალამო ითვლება: აიღეთ 4 წილი ღორის ქონი, 2 წილი გოგირდი და 1 წილი მარილი, კარგად აურიეთ ერთმანეთში და ყოველდღე წაისვით მთელ ტანზე, ყელს ქვემოთ, ხუთი დღის განმავლობაში. მეექვსე დღეს ტანი კარგად დაიბანეთ, ხოლო თეთრეული და ტანსაცმელი გამოხარშეთ.

ლელა თეთრაძე, თბილისი

 


mkurnali.ge ძახველი მაღალი წნევის წამალია

ჯანმრთელობის პრობლემებით დღეს ვერავის გააკვირვებ. სანთლით საძებარია ადამიანი, ვინც თავს ჯანმრთელად მიიჩნევს. მეც შემაწუხა მაღალმა წნევამ. გამოკვლევისას აღმოჩნდა, რომ თირკმელებში კენჭებიც მქონია. დამინიშნეს მკურნალობა, მაგრამ, მოგეხსენებათ, ძვირად ღირებულ წამლებზე ხელი ყველას არ მიუწვდება. ნათესავმა მირჩია, ძახველის ნაყენი მესვა.

  • სამლიტრიან ქილაში მოათავსეთ 1 კგ გარჩეული ძახველი, დაასხით ნახევარი ლიტრი თაფლი (უმჯობესია ცაცხვის) და ნახევარი ლიტრი ხარისხიანი კონიაკი. ცალკე აადუღეთ წყალი, გააგრილეთ და ქილა ბოლომდე შეავსეთ ამ წყლით. აურიეთ და თავზე პლასტმასის ხუფი დაახურეთ. დადგით ბნელ, გრილ ადგილას 1 თვით. დროდადრო შეანჯღრიეთ, შემდეგ მაცივარში შეინახეთ. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი, დღეში 3-ჯერ, ჭამამდე.
    ამ ნაყენმა წნევაც დამიწია და თირკმელებიც გამიწმინდა კენჭებისა და სილისგან.

მაგდა კენჭაძე, გორი

 

კუნელი კლიმაქსურ სინდრომს შეგიმსუბუქებთ

რამდენიმე თვეა, დამეწყო თავბრუხვევა, უეცარი ოფლიანობა, წამოხურება, ამიწია წნევამ, გავხდი უფრო ემოციური და ნერვიული, ზოგჯერ არითმიაც მაწუხებს. იმ ასაკში ვარ, ასეთი ამბები არ უნდა მიკვირდეს... ჰორმონული თერაპიისგან თავის შეკავება ვამჯობინე და მეგობრის რჩევით დავიწყე წითელი კუნელის ნაყენის სმა, რომელმაც ნამდვილად მომგვარა შვება.

  • აიღეთ წითელი კუნელის თანაბარი რაოდენობის ყვავილი და ნაყოფი, კარგად აურიეთ, 3 სუფრის კოვზს დაასხით 3 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და წამოადუღეთ. 2 საათით დადგით სითბოში და გადაწურეთ. მიიღეთ 1 ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ან ჭამიდან 1 საათის შემდეგ.

ნათელა გუჯაბიძე, ლანჩხუთი

 


ფიჭვის ნახარში აბაზანისთვის

მეტისმეტად დაძაბული სამუშაო მაქვს. ერთხანს ვუძლებდი, მაგრამ ჩემს შესაძლებლობებსაც ჰქონია mkurnali.geსაზღვარი: ხელი დამრია უძილობამ, ქრონიკულმა დაღლილობამ, ნერვულმა დაძაბულობამ, სისუსტემ. დღის ბოლოს ლიმონივით ვარ გამოწურული, მაგრამ ძალ-ღონის აღდგენაში მეხმარება ფიჭვის აბაზანა, რომელსაც დედაჩემი ასე  მიმზადებს:

  • ფიჭვის წიწვები, ნორჩი ყლორტები, გირჩები მჭიდროდ ჩააწყვეთ ათლიტრიან ქვაბში, ქვაბი ბოლომდე შეავსეთ ცივი წყლით და ნახევარ საათს ადუღეთ. გადმოდგით ქურიდან და კარგად შეფუთეთ. 10-12 საათს გააჩერეთ, შემდეგ გადაწურეთ და ჩაამატეთ მომზადებულ აბაზანაში. ნახარში უნდა იყოს ყავისფერი და ჰქონდეს სასიამოვნო სურნელი. ასეთი აბაზანის შემდეგ დაღლილობა, ნერვული დაძაბულობა და გაღიზიანება გაგიქრებათ და მშვიდად დაგეძინებათ.

მაკა კელენჯერიძე, თბილისი

 

სვიას მრავალი სასარგებლო თვისება აქვს

ათასი რამე მაწუხებს - უძილობა, ნერვული მოშლილობა, გასტრიტი, კოლიტი, მაღალი წნევა, ტკივილები გულის არეში... ამდენ რამეს როგორ ვუმკურნალო? ან რა ფული მეყოფა, ან რა ორგანიზმი გაუძლებს? ჰოდა, მივაგენი არაჩვეულებრივ მცენარეს - სვიას, რომელიც ყველა ჩემს სატკივარს შველის.
ვიღებ სვიის გირჩებს, ვაქუცმაცებ იმდენს, რომ 1 სუფრის კოვზი გამოვიდეს, ვამატებ ამდენივე მინდვრის შვიტას და ტირიფის კვირტს. საღამოს ვასხამ ნახევარ ლიტრ წყალს, ვდგამ ნელ ცეცხლზე და მიმყავს ადუღებამდე. შემდეგ ცეცხლს ვუქრობ და დილამდე ვტოვებ. დილით გადავწურავ და ვსვამ მთელი დღის განმავლობაში, ყლუპობით. ცალკე ვამზადებ სვიის გირჩების მაგარ ნაყენს, რომლითაც 3 დღეში ერთხელ ვიბან თავს. მისი წყალობით თმის ცვენაც შემიჩერდა.

მეგი ასლამაზიშვილი, ყვარელი

 



კოწახურის წვენი ავიტამინოზსა და დაღლილობას შველის

აიღეთ მწიფე კოწახური, გაარჩიეთ, გარეცხეთ და გააშრეთ. გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და გაწურეთ. წვენს დაუმატეთ შაქარი ან თაფლი პროპორციით 1:1, სამედიცინო სპირტი (100 გრამი 1 ლიტრზე) ან არაყი (250 გრამი 750 მილილიტრზე) და დააკონსერვეთ. ამ ნაყენის ბავშვებისთვის მიცემა რეკომენდებული არ არის. შეინახეთ ბნელ, გრილ ადგილას. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-4-ჯერ, იანვრიდან მაისამდე, 1 თვის განმავლობაში. 2-3 კვირის შემდეგ შეგიძლიათ, კურსი გაიმეოროთ.

ნათია მანჯავიძე, ფოთი

 

mkurnali.geვუმკურნალოთ ხველებას სწრაფად და გემრიელად

4 წლის შვილიშვილი მყავს, რომელიც საბავშვო ბაღში დადის. საერთოდ, ჯანმრთელი ბავშვია, მაგრამ გვიან შემოდგომაზე ცივდება და დიდხანს ახველებს. ბავშვის მშობლები საზღვარგარეთ არიან, ამიტომ შვილიშვილს მე ვუვლი. ქიმიური საშუალებების მიღებას ვერიდები. შვილებიც ისე დავზარდე, რომ წამალს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ვაძლევდი. შვილიშვილსაც ბუნებრივი საშუალებით ვმკურნალობ, სასარგებლოც არის და გემრიელიც. - აიღეთ 2 ცალი ძალიან მწიფე ბანანი, გახეხეთ საწურზე და გახსენით 1 ჩაის ჭიქა ცხელ რძეში. მიეცით ცხელი, როგორსაც გაუძლებს.

ნუნუკა დარჩიაშვილი, ხაშური

 


ქრისტესისხლას წვენი უებარი წამალია

რამდენიმე წლის წინ ჩემს მეუღლეს ცხვირში პოლიპები გაუჩნდა. ოპერაცია გაუკეთეს. ერთხანს მოსვე-ნებული იყო, მაგრამ ახლა პოლიპები ისევ გაეზარდა. უკვე საკმაოდ ხანდაზმულია, ამიტომ ქირურგიული ჩარევისგან თავი შევიკავეთ, ქრისტესისხლას წვენით დავუწყეთ მკურნალობა და პოლიპები 10-12 დღეში გავუქრეთ.
ქრისტესისხლას წვენი ასე უნდა მომზადდეს: ბუჩქი ფესვიანად ამოიღეთ მიწიდან, კარგად გაასუფთავეთ, გარეცხეთ და მთლიანად გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. გაწურეთ ორმაგ დოლბანდში და წვენი საცობიან ფლაკონში ჩაასხით. 5 დღე-ღამის შემდეგ ის დუღილს დაიწყებს. ამ დროს ფლაკონიდან აირი აუცილებლად უნდა გამოუშვათ (ასე მომზადებული ნაყენი ცივ, უშუქო ადგილას წლობით ინახება). ჩაიწვეთეთ დღეში 3-ჯერ 2-3 წვეთი ორივე ნესტოში და დაიცადეთ 2-3 წუთს, ვიდრე წვენი ცხვირ-ხახის ქსოვილში არ შეიწოვება. სჯობს, ეს პროცედურა დაწოლილმა ჩაიტაროთ. სასურველია, წვენი გადაყლაპოთ.
ქრისტესისხლას ნაყენი კურნავს ადენოიდებს, პოლიპებს, ჰაიმორიტს, ტონზილიტს. მოგიხდებათ ღრძილების დაავადებების დროსაც. წვენი მოამზადეთ მაისში და აუცილებლად დააცადეთ დადუღება.

მაყვალა გოგნიაშვილი, სიღნაღი

 

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
ნერვული სისტემის გაძლიერებისთვის -60აბი
ფასი: 22.9
საშარდე სისტემის ჯანმრთელობისთვის-60 აბი
ფასი: 42.9
მხედველობის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 44.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის-30აბი
ფასი: 44.9
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად