დიაბეტურ წყლულს სტაფილოს ზეთი შველის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დიაბეტურ წყლულს სტაფილოს ზეთი შველის

სოფლად მცხოვრები ადამიანისთვის ეს განსაკუთრებით მწვავე პრობლემაა. ყანასა და ბაღ-ბოსტანში ყოფნისას ადვილად შეიძლება ხელის გაჭრა, კანის დაზიანება. სხვათაგან განსხვავებით, შეხორცებისთვის მე კვირა, ზოგჯერ კი თვეები მჭირდება, თუ ჭრილობა დაჩირქდა, მაშინ საერთოდ ვწყდები სამუშაოს.

რამდენიმე ხნის წინ მირჩიეს, სტაფილოს ზეთი მეცადა, რომელიც ასე უნდა მოამზადოთ:

  • გახეხეთ სტაფილო, 1 ჭიქა გახეხილი ბოსტნეული რომ მიიღოთ, მოათავსეთ ქვაბში, დაასხით ზეთი, ისე, რომ სტაფილო დაიფაროს და მჭიდროდ დაახურეთ თავსაფარი. შემოდგით ცეცხლზე, ოღონდ მდუღარე წყლის აბაზანაზე უნდა ხარშოთ 15 წუთი, არ მიიყვანოთ ადუღებამდე. გადმოდგით და გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე, შემდეგ კი გადაწურეთ ორპირ დოლბანდში. გაწურვის შემდეგ ზეთი მზად არის.

მისი გამოყენების წესი კი ასეთია:

  • რაიმე ჭრილობის დროს ის უნდა წაისვათ კანის დაზიანებულ ადგილებზე და ამასთან უნდა დალიოთ კიდეც 1 ჩაის კოვზი 4-ჯერ დღეში. ოღონდ ჩაყლაპვამდე, ზეთი პირის ღრუში 3-4 წუთით უნდა გაიჩეროთ. სტაფილოს ზეთი მაცივარში კარგად ინახება დიდი ხნით. მას საკმაოდ დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია, მისი დახმარებით ჭრილობები და წყლულები დაჩირქებისა და ყოველგვარი გართულებების გარეშე ადვილად და სწრაფად ხორცდება. იმდენად სწრაფად, რომ თავადაც გაკვირვებული დარჩებით.

ეკა ლაშხი, ონი