წყლულს თაფლიანი წყლით ვუმკურნალე
ერთ დღესაც ჩემმა ცოლმა საკმაოდ მარტივი და სასიამოვნოდ დასალევი წამლის რეცეპტი მოიპოვა:
- ყოველ დილას, საუზმემდე საათნახევრით ადრე უნდა დალიოთ 1 ჭიქა თბილი წყალი, რომელშიც 3 სადილის კოვზ თაფლს გახსნით. წამლის მიღების შემდეგ შეგიძლიათ ძილი კვლავ გააგრძელოთ. იგივე უნდა დალიოთ საღამოს, ძილის წინაც. მკურნალობა 3 თვე გრძელდება. შემდეგ უნდა შეისვენოთ 1 თვე და კვლავ 3 თვე იმკურნალოთ. მერწმუნეთ, შვებით ამოისუნთქავთ. ტკივილები ჯერ მცირდება, შემდეგ კი საერთოდ ქრება. აღარ შეგაწუხებთ მტანჯველი გულძმარვაც. მკურნალობის დამთავრების შემდეგ, მოსალოდნელია, წყლული სრულად შეხორცდეს.
უჩა გასვიანი, ლენტეხი