კიტრი და კარტოფილი ნაოჭებს გაგიქრობთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კიტრი და კარტოფილი ნაოჭებს გაგიქრობთ

უკვე რამდენიმე წელია, ნაოჭებს კიტრის, კარტოფილისა და ლიმონის დახმარებით წარმატებით ვუმკლავდები:

  • ამისთვის საკმარისია აიღოთ ერთი ცალი ახალმოკრეფილი კიტრი და გახეხოთ წვრილ სახეხზე. გახეხილ კიტრს უნდა დაუმატოთ ლიმონის რამდენიმე წვეთი და მიღებული ფაფისებური მასა წაისვათ სახესა და კისერზე. ნიღაბი უნდა გაიჩეროთ 20 წუთი და შემდეგ მოიცილოთ პირსახოცით ან მშრალი ნატურალური ქსოვილის ნაჭრით, წყლით ნუ ჩამოიბანთ 10-12 საათი. ნიღაბი განსაკუთრებით უხდება და შედეგიანია მშრალი კანისას.

კისერზე გაჩენილი ნაოჭების შესანიღბად კი კარტოფილი დაგჭირდებათ:

  • მოხარშეთ 2 მცირე ზომის კარტოფილი და დაამზადეთ მისგან საშუალო კონსისტენციის პიურე, შემდეგ 2 სადილის კოვზ რბილ პიურეს სწრაფად შეაზილეთ 1 ჩაის კოვზი ცხელი თაფლი. ყოველივე წაუსვით თხელ ფენად ქსოვილზე და შემოიხვიეთ კისერზე. კომპრესს ზემოდან თავსაფარი შემოახვიეთ. ასეთი კომპრესი 30-40 წუთი გაიჩერეთ, შემდეგ ჩამოიბანეთ ოთახის ტემპერატურის წყლით. პროცედურა კვირაში 2-3-ჯერ უნდა ჩაიტაროთ.

თათული ზაალიშვილი, თბილისი