თმის ცვენას წიწმატურა შეგიჩერებთ
უიმედობა დამეუფლა და სწორედ ამ დროს მომევლინა მხსნელად მეგობარი, რომელმაც წიწმატურასგან დამზადებული წამლის გამოყენება მირჩია.
დღემდე ამ წამალს აქტიურად ვიყენებ და ვურჩევ ყველას, ვისაც თმის ცვენა ცხოვრების დრამატულ მოვლენად ექცა:
- 25 გრამი ხმელი, დაქუცმაცებული წიწმატურას ბალახი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 0,5 მდუღარე, გააცხელეთ წყლის აბაზანაზე 20 წუთის განმავლობაში, გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე 45 წუთის განმავლობაში, გაწურეთ, მოათავსეთ საცობიან მინის ჭურჭელში. შეინახეთ არა უმეტეს ორი დღისა. შეიზილეთ თმის ძირებში არანაკლებ ორჯერ კვირაში. მკურნალობის კურსი გრძელდება 2 თვე.
ზაზა ლ. თბილისი