სამკურნალო წერილები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სამკურნალო წერილები

  • აიღეთ 100 გრამი ნატურალური თაფლი, 100 გრამი კამის თესლი და 3 სადილის კოვზი ხმელი, დაფქული კატაბალახას ფესვი. ეს ყველაფერი მოათავსეთ ერთ ჭურჭელში, დაასხით 2 ლიტრი ცივი წყალი, შემოდგით ცეცხლზე და წამოადუღეთ. 5-წუთიანი დუღილის შემდეგ გადმოდგით და მთელი ღამე ასე დატოვეთ. დილით გადაწურეთ და მინის ჭურჭელში ჩაასხით. უნდა მიიღოთ 2 სადილის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. სვით 2 კვირა, შემდეგ 10 დღე შეისვენეთ და ორკვირიანი კურსი გაიმეორეთ.

სასურველი შედეგის მისაღწევად აუცილებელია, ამგვარი მკურნალობა ჩაიტაროთ წელიწადში ერთხელ, ერთსა და იმავე დროს, უმჯობესია, შემოდგომაზე ან გაზაფხულზე.

 

კუჭ-ნაწლავის პრობლემებს ნივრის ქერქი მოგიგვარებთ

ხალხური მედიცინის თითქმის ყველა კრებულში უხვად არის ნივრისგან დამზადებული წამლების რეცეპტები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბევრს არ ეცოდინება, რომ ნიორზე არანაკლებ სასარგებლოა მისი ნაფცქვენი, ზოგი რამით კი აღემატება კიდეც ნიორს, კერძოდ, შეიცავს გაცილებით მეტ პექტინს, რომელსაც ორგანიზმიდან მძიმე ლითონთა მარილების, რადიაქტიური ნივთიერებებისა და ქოლესტერინის ნარჩენების გამოძევება შეუძლია.

ნივრის ქერქს ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს.

დაფხვნილი ნაფცქვენი სასარგებლოა, თუ მარილივით მოაყრით სხვადასხვა კერძს ისეთი დაავადებების დროს, როგორიც არის ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, მძიმე ლითონთა მარილებით ინტოქსიკაცია. ასევე კარგია გრიპისა და სხვა რესპირაციული დაავადებების პროფილაქტიკისთვის, გაზაფხულზე დასუსტებული იმუნიტეტის მოსაძლიერებლად და სხვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ნივრის ქერქის დადებითი ეფექტი დიარეისა და კვებითი მოწამვლის დროს. საკმარისია, მიიღოთ დღეში სამჯერ, თითო სადილის კოვზის ოდენობით და პრობლემაც ორიოდე დღეში გაივლის.

  • ნივრის ქერქის ნაფხვენის დამზადება ადვილია: მოაცალეთ ნიორს ჭუჭყიანი გარეთა ფენა, მომდევნო ფენა კი მოაგროვეთ, გააშრეთ, გაახმეთ და ჩვეულებრივ ყავის საფქვავში დაფქვით.

გახსოვდეთ: დიდი ოდენობით მისი მიღება ყაბზობას იწვევს. მიღება უნდა დაიწყოთ ფრთხილად, თანდათანობთ, მაქსიმუმი დღეში 1 ჩაის კოვზია.

 

წამალი - დესერტი

თავი ვერ შევიკავე და პროსტატიტის წამლის შესახებ მაინც მოგწერეთ. ამ წამლით მეუღლეს ვმკურნალობდი და თამამად ვთავაზობ ყველას, ვისაც წინამდებარე ჯირკვალთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს.

1. ჩემი მეუღლე თანამედროვე ფარმაკოლოგიურ საშუალებებს სათოფეზე არ ეკარება, ამიტომ, როდესაც პროსტატის ჯირკვლის ანთების დიაგნოზი დაუსვეს, საგონებელში ჩავვარდი. ბოლოს, როგორც იქნა, თავი მოვუყარე ხალხურ მედიცინაში არსებულ საშუალებებს და მათი გამოცდა დავიწყე. ერთ-ერთი მათგანი წამალი კი არა, ნამდვილი დესერტია, მასზე გემრიელი არაფერი მოიძებნება. მის მოსამზადებლად უნდა აიღოთ 1 ცალი გულაბი მსხალი და 500 გრამი ხენდრო, გამოწუროთ წვენი, ჩაასხათ ჯამში, დაუმატოთ 1 მწიფე ბანანი და 1 სადილის კოვზი ლუდის საფუარი. ყველაფერი ეს კარგად უნდა ათქვიფოთ მიქსერით ან ბლენდერით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მიღებული მასა უნდა გაყოთ 3 ნაწილად და მიირთვათ დღეში სამჯერ, ჭამამდე, 2 კვირის განმავლობაში.

მერწმუნეთ, მართლაც გასაოცარი წამალია, თუმცა ყველაფერი ამით არ მთავრდება. მისი მიღების პარალელურად მეუღლეს ყოველდღიურად კიდევ ორნაირ სალათს ვაჭმევდი.

2. პირველის მოსამზადებლად უნდა აიღოთ კომბოსტო, ისპანახი, რამდენიმე ცალი პომიდორი და თალგამის პატარა თავი, ეს ყველაფერი დაჭრათ და კარგად აურიოთ. შეგიძლიათ, ცოტაოდენი მარილი და ზეთი დაუმატოთ. სხვა სანელებლებისგან თავის შეკავებას გირჩევთ.

3. მეორე სალათისთვის საჭიროა 4-6 ცალი სტაფილო და 1 მოზრდილი კონა ოხრახუში - წვრილად უნდა დაჭრათ და პირველი სალათის მსგავსად შეაზავოთ.

რა თქმა უნდა, ამგვარი სალათებით ჩვენს კაცებს ვერ გააოცებ, მაგრამ ასეთი მენიუს წყალობით ერთ თვეში ჩემი ქმარი საგრძნობლად მომჯობინდა.

 

ზარმაცი ნაწლავების გამოსაცოცხლებლად

ქართველებს ჭამა-სმა რომ გვიყვარს, არახალია. აი, რა დღე ადგება ჩვენს ნაწლავებს გემრიელი ტრაპეზის შემდეგ, ამაზე ცოტა თუ ფიქრობს. არადა, არარაციონალური კვების შედეგად შესაძლოა ნაწლავებმა საერთოდ აიღონ ხელი საჭმლის მონელებაზე და ფუნქციონირება შეწყვიტონ. ასეთი რამ დამემართა მე. რას აღარ ვაკეთებდი ქრონიკული ყაბზობის დასამარცხებლად. ნაწლავები ისე გამიზარმაცდა, რომ ბოლოს სპეციალური ვარჯიში, ნაწლავების პერისტალტიკის გამაძლიერებელი საკვები და პრეპარატებიც კი აღარ მშველოდა. ბოლოს ერთ-ერთ კრებულში ამოვიკითხე რეცეპტი, რომელმაც ერთხელ და სამუდამოდ მომიგვარა ეს პრობლემა და ნორმალური ცხოვრების რიტმში დამაბრუნა.

  • აიღეთ 1 სადილის კოვზი მწარე აბზინდა, დაასხით 1  ჭიქა ადუღებული წყალი და 20-30 წუთი გააჩერეთ, შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ ჭამამდე 30 წუთით ადრე.

მკურნალობა უნდა გააგრძელოთ 3-4 კვირა, ვიდრე თავად არ შეამჩნევთ, რომ გაზარმაცებულმა ნაწლავებმა ნელ-ნელა მუშაობას მიჰყვეს ხელი.

 

პროპოლისის ზეთი ფილტვების წამალია

როდესაც სიტყვა ხალხურ მედიცინაზე ჩამოვარდება, ვგრძნობ, როგორ მევსება გული მადლიერებით - საოცარია, მაგრამ ჩვენი ბრძენი წინაპრები მცენარეებით ისეთ დაავადებებსაც კი მკურნალობდნენ, რომელთაც დღესაც გაჭირვებით შველიან. არცთუ ისე დიდი ხნის წინათ ფილტვების ანთება დამემართა. მმკურნალობდნენ, მმკურნალობდნენ, მაგრამ შედეგი აგვიანებდა. უკვე ასაკში ვარ და სპეციალისტები გამოჯანმრთელების პროცესის გახანგრძლივებას ჩემს ასაკს აბრალებდნენ. ვინ იცის, ასე რამდენ ხანს გაგრძელდებოდა, რომ არა ხალხური საშუალება, რომელმაც თვალის დახამხამებაში მიშველა.

ფილტვების უებარი წამალი ასე მზადდება:

  • აიღეთ 100 გრამი ნაღების კარაქი, შეათბეთ 50-60 გრადუსამდე, გადმოდგით და დაუმატეთ 10 გრამი დაქუცმაცებული პროპოლისი. კვლავ შედგით ცეცხლზე და 70 გრადუსზე გააჩერეთ დაახლოებით 8-10 წუთს. ამ ხნის განმავლობაში განუწყვეტლივ უნდა ურიოთ. ქურიდან რომ გადმოდგამთ, გაწურეთ და გაფილტრეთ ორფა დოლბანდში. გაცივდება თუ არა, მისი მიღება უკვე შეგიძლიათ. უნდა სვათ 1 სადილის კოვზი დღეში 2-3-ჯერ, თბილ რძესთან ერთად, ჭამამდე საათ-ნახევრით ადრე. მკურნალობა 2 თვე გრძელდება.

ყველაფერი წესისამებრ გავაკეთე და მოვიხედე კიდეც. ასაკის მიუხედავად, ყმაწვილი კაცივით ვსუნთქავ და სამსახურშიც უწინდელივით აღარ ვიღლები.

 

ეფექტური საშუალება ტონუსის ასაწევად

ოჯახური პრობლემების გამო ძლიერი სტრესი გადავიტანე. ამას ავადმყოფობაც დაერთო. ვსვი წამლები, მაგრამ ოპერაციას მაინც ვერ გადავურჩი. ამდენმა მკურნალობამ და ნერვიულობამ თავი იმით იჩინა, რომOოპერაციის შემდეგ ძალიან დავსუსტდი და კარგა ხანს ვერ წამოვდექი ფეხზე. დაბალი მქონდა ჰემოგლობინი. ჩემმა მეგობარმა, რომლის ქმარსაც კუჭის ოპერაციის შემდეგ ანალოგიური პრობლემა გაუჩნდა, ეს საშუალება მირჩია და მისი მომზადებაც მასწავლა:

  • ვიღებთ 200-200 გრამ კურაგას, ქიშმიშს და შავი ქლიავის ჩირს, ნახევარ ჩაის ჭიქა ნიგოზს, ვურევთ ერთმანეთში და ვატარებთ ხორცსაკეპ მანქანაში. ვამატებთ 5 სუფრის კოვზ თაფლს და კარგად ვურევთ. ამ ნაზავს ვათავსებთ მინის ქილაში, თავზე ვახურავთ და ვდგამთ მაცივარში. ვიღებთ 1 სუფრის კოვზს დღეში 1-ხელ, ერთ თვეს მაინც, შეიძლება მეტხანსაც. ეფექტი თანდათანობით მიიღწევა და დიდხანს ნარჩუნდება.

ცხენისწაბლა ვარიკოზის საუკეთესო წამალია

ძალიან მაწუხებს ვენები, განსაკუთრებით ზაფხულობით. სიცხეში ფეხები მისივდება და მტკივა. სამსახურიც ისეთი მაქვს, რომ სულ ფეხზე ტრიალი მიწევს. ვერც სახლში ვისვენებ - ოჯახს მიხედვა ხომ უნდა?! ერთხელ მეგობარი მეწვია, რომელიც ძალიან შეწუხდა ჩემი მდგომარეობით და ამ საშუალების მიღება მირჩია:

  • უნდა აიღოთ 1 სუფრის კოვზი ცხენისწაბლის ნაყოფი და ყვავილი, დააქუცმაცოთ და დაასხათ 2 სუფრის კოვზი არაყი. დადგათ სიბნელეში 1 კვირით და პერიოდულად შეაჯანჯღაროთ. მიიღეთ 30 წვეთი ცოტაოდენ წყალთან ერთად დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ.

 

მრავალძარღვას სიკეთე

მართალია, დღეს ბევრი ეფექტური ქიმიური პრეპარატი არსებობს, მაგრამ საყოველთაოდ ცნობილია, რომ ისინი ერთი მხრივ თუ კურნავს დაავადებულ ორგანიზმს, მეორე მხრივ შესაძლოა ჯანმრთელ უჯრედებს ავნოს, ამიტომ მივესალმები, თქვენი ჟურნალი ყურადღებას რომ უთმობს ძირძველ ხალხურ მედიცინას და მკითხველებს საშუალებას აძლევს, ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ. მეც მინდა, გასწავლოთ წამალი, რომელსაც მრავალძარღვასგან ვამზადებ და მეტად ეფექტურია ბრონქიტის სამკურნალოდ.

  • გარეცხეთ მრავალძარღვას ქორფა ფოთლები, დაჭერით წვრილად და მოსრისეთ, გადაწურეთ და მიღებულ წვენს დაუმატეთ იმავე ოდენობის თაფლი. ჭურჭელს თავზე დაახურეთ და ადუღეთ ნელ ცეცხლზე 20 წუთის განმავლობაში. გააცივეთ და მიიღეთ დღეში 3-ჯერ სუფრის კოვზით.

 

წიწიბურა - მარილების წამალი

ჩემს ირგვლივ არ მოიძებნება ადამიანი, მარილების დაგროვებას რომ არ უჩიოდეს, რაც, როგორც ჩანს, ჩვენი პასიური ცხოვრების შედეგია. გარდა ამისა, პრობლემა ძალიან გაახალგაზრდავდა, რასაც ალბათ იმას უნდა ვუმადლოდეთ, რომ მოზარდებმა და ახალგაზრდებმა მასობრივად აიღეს ხელი სპორტზე.

ხსენებული პრობლემა მეც მაწუხებდა. ექიმებთანაც ვიყავი და ექიმბაშებთანაც, მაგრამ ვერც ერთმა და ვერც მეორემ ბევრი ვერაფერი მიშველეს. ბოლოს ჩემი ამბავი მეზობლის ბიძაშვილმა შეიტყო და მასწავლა მარტივი, იაფი და ნაცადი საშუალება, რომელმაც ტკივილები შემიმსუბუქა და ჩემი ყოფა უფრო ასატანი გახადა.

  • ჩაის ჭიქაში ჩავყაროთ 1 სუფრის კოვზი წიწიბურა და ნახევრამდე შევავსოთ მაწვნით. ეს უნდა გაკეთდეს საღამოს. დაწოლამდე რამდენჯერმე მოვურევთ, დილით, უზმოზე, მაწვნით ბოლომდე ავავსებთ, მოვურევთ და დავლევთ. ასე ვიქცევით 10 დღის განმავლობაში. ათ-ათდღიანი შესვენების შემდეგ შეიძლება ჩავიტაროთ მეორე და მესამე კურსი.

 

ვარიკოზულ ვენებს ახალი პომიდორი უხდება

ჩამოცხება თუ არა, ფეხები მისივდება და მოლურჯო ლაქები მიჩნდება. ვიყენებ რეცეპტს, რომლითაც უამრავი ხალხი მოვიმადლიერე:

  • აიღეთ ახალი პომიდორი, დაჭერით რგოლებად და დაიწყვეთ ვენებზე. გაიჩერეთ, ვიდრე წიწკნას არ დაგიწყებთ. შემდეგ მოიშორეთ და ფეხები გრილი წყლით დაიბანეთ. რამდენიმე პროცედურის შემდეგ ტკივილი დაცხრება და ლურჯი ლაქები გაქრება.

 

დახეთქილ ქუსლებს შვრიის ფაფა მოგირჩენთ

ძალიან მიყვარდა (ახლაც მიყვარს) მოდურად ჩაცმა, მაგრამ ქუსლები დამისკდა და კარგა ხანს მაშიებზე ფიქრსაც ვერ ვბედავდი. უამრავი საშუალება ვსინჯე და ყველაზე მეტად ამით დავრჩი კმაყოფილი:

ტ მოადუღეთ შვრიის ფაფა, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი სელის ზეთი და ეს მასა ცელოფანის 2 პაკეტში გაანაწილეთ. ფაფიანი პაკეტები ამოიცვით ტერფებზე, ზემოდან თბილი ნაჭერი შემოიხვიეთ და 2-2,5 საათს გაიჩერეთ. შემდეგ ფეხები თბილი წყლით დაიბანეთ და კარგად გაიმშრალეთ რბილი პირსახოცით. 2-3 პროცედურის შემდეგ ქუსლები მოგიშუშდებათ.

 

ალოეს  წვენი ფურუნკულს არჩენს

რამდენიმე წელიწადია, ფურუნკულებმა დამტანჯა. მეზობელმა ქირურგთან მისვლაც მირჩია, მაგრამ დედაჩემმა მითხრა, გაჭრას ყოველთვის მოასწრებო და მომიტანა რეცეპტი, რომელიც თანამშრომლისთვის გამოერთმია:

  • ვიღებთ 1/2 ჩაის ჭიქა ახალგამოწურულ ალოეს წვენს და ვურევთ ამდენივე მცენარეულ ზეთს (უმჯობესია, ზეითუნისა იყოს). ამ ნარევში ვასველებთ რამდენიმეკეც დოლბანდს და ვიდებთ ფურუნკულზე. საფენს ვიდებთ დღეში ერთხელ, ძილის წინ. მკურნალობა 1 კვირას მაინც უნდა გაგრძელდეს. მარტივია, მაგრამ ძალიან ეფექტური.

 

დაბალ წნევას მაყვლის ფოთლები შველის

მაქვს დაბალი წნევა, გამუდმებით თავბრუ მეხვევა და თავი მტკივა, მუშაობა მიჭირს და საათობით, ზოგჯერ დილიდან საღამომდეც კი ვწევარ. ერთხელ მეზობელი სოფლიდან დაბრუნდა, მაყვლის ფოთლები ჩამომიტანა და დაბალი წნევის სამკურნალო წამალი მასწავლა, რომლის წყალობითაც რამდენიმე დღეში მოვიხედე:

  • ვიღებთ 1 სუფრის კოვზ მაყვლის ფოთოლს, ვკუწავთ, ვასხამთ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს და ვადუღებთ ნელ ცეცხლზე 15 წუთის განმავლობაში. ვიღებთ 1-2 სუფრის კოვზს დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

 

გვირილის ყვავილი გამონაყარს აქრობს

რამდენიმე წლის წინ სახეზე გამონაყარი გამიჩნდა, რომელიც ზოგჯერ ისე მიხშირდებოდა, რომ შინიდან გასვლისაც კი მრცხვენოდა. მეგონა, ყველა მე მიყურებდა. დედაჩემმა, რომელიც ჩემმა უგუნებობამ ჩემზე მეტად დატანჯა, იპოვა ძალიან ეფექტური წამალი, რომლის წყალობითაც ორიოდე დღეში შემეტყო უკეთესობა:

  • 1 ჩაის კოვზ გვირილის ყვავილს ვასხამთ ნახევარ ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, ნახევარი საათით ვაყენებთ, ვწურავთ და ვურევთ ნახევარ ჩაის ჭიქა რძის შრატს. ამ ხსნარით ვიწმენდთ სახეს მთელი დღის განმავლობაში.