სამკურნალო წერილები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სამკურნალო წერილები

  • 75 გ დაქუცმაცებულ ოროვანდის ფესვს დაასხით 200 გ ზეითუნის ან მზესუმზირას ზეთი და ერთი დღით დადგით გრილ, ბნელ ადგილას. შემდეგ 15 წუთს ადუღეთ ნელ ცეცხლზე და გაფილტრეთ. მალამო ყოველდღიურად შეიზილეთ გამელოტებულ ადგილებზე. განაგრძეთ 1,5-2 თვეს.
  • 0,3 ლ წყალში გახსენით 0,5 ლ 6%-იანი ძმარი. ეს ნარევი დაასხით 100 გ ჭინჭრის ფოთოლს, გააჩერეთ 4 საათს. ამ ნაყენით ყოველდღიურად იბანეთ თავი ერთი თვის განმავლობაში.
  • 2 სუფრის კოვზი ფარსმანდუკი ჩაისავით დააყენეთ 0,5 ლ წყალზე და ყოველდღიურად შეიზილეთ თმაში. გამელოტების კერებზე შეგიძლიათ დაიდოთ ნიღაბი, რომელიც ასე მზადდება: აიღეთ თანაბარი რაოდენობით ახალგახეხილი ფარსმანდუკის ფოთლები და ყვავილები და შეურიეთ იმავე ოდენობის ზეითუნის ზეთში.
  • ღვიის წიწვები, ფოთლები და ნორჩი ყლორტები დააქუცმაცეთ, 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 0,4 ლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ გაცივებამდე. ყოველდღე შეიზილეთ თმაში.
  • ფიჭვის კვირტების, ქერქისა და წიწვების ნარევი ხარშეთ 5 ლ წყალში, შეიზილეთ ნახარში თმაში ან დაბანის შემდეგ გადაივლეთ.
  • არყის ხის ფოთლები და კვირტები დააქუცმაცეთ, 1 სუფრის კოვზს დაასხით 0,3 ლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 2 საათს, გაფილტრეთ. ყოველდღე შეიზილეთ თმაში.
  • ნედლი შოთხვის ბოლქვები კარგად გასრისეთ, დაიდეთ თმაზე, 30 წუთის შემდეგ ცხელი წყლით ჩამოიბანეთ. გაიმეორეთ კვირაში 2-3-ჯერ.

 

მცენარეებს იშიასის დამარცხებაც შეუძლიათ

საჯდომი ნერვის ანთება 10 წლის წინ დამეწყო. ისე მტკიოდა, ადგილს ვერ ვპოულობდი. სამსახურს ვიღა დაეძებდა - საწოლიდანაც კი ვერ ვდგებოდი. ექიმების უდიდესი ძალისხმევით ფეხზე წამოვდექი და შინიდან გასვლაც შევძელი. რამდენიმე წლის წინ კი ამ სატკივარმა ისევ შემახსენა თავი, თანაც სოფელში, სადაც ექიმის ჭაჭანებაც არ არის. იძულებული გავხდი, ხალხური მეთოდები მეძებნა და, თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენიმე ეფექტური საშუალებაც აღმოვაჩინე. მას შემდეგ საკუთარ თავს თავად ვმკურნალობ.

  • ბარძაყში ხანგრძლივი ტკივილების, იშიასის, რევმატიზმისა და სხვა დაავადებების დროს არაჩვეულებრივია კრაზანას ნაყენი. 2 სუფრის კოვზ ბალახს დაასხით 2 ჭიქა ადუღებული წალი, 1-2 საათით დააყენეთ და მიიღეთ თბილ-თბილი, 1/2 ჭიქა დღეში 2-4-ჯერ, ჭამამდე.
  • იშიასის, რევმატიზმის, რადიკულიტის დროს კარგია ვერხვის ფოთლის ნახარში: ნედლი ფოთოლი დააქუცმაცეთ, 1 სუფრის კოვზს დაასხით 1 ჭიქა წყალი და ადუღეთ 30 წუთის განმავლობაში. მიიღეთ 1-2 სუფრის კოვზი 3-4-ჯერ დღეში, შეიზილეთ მტკივან ადგილებში, დაიწყვეთ ცხელი (რომ არ დაგწვათ) საფენები.
  • მდუღარე აბაზანაში ჩადგით ფუტკრის ცვილი და გაალღვეთ. წინასწარ თხლად წაისვით მტკივან ადგილას და შეამოწმეთ, უძლებთ თუ არა მის ტემპერატურას. თუ არა, ოდნავ გააგრილეთ. შემდეგ შპატელით მოიცილეთ სასინჯი ფენა. წაისვით მტკივან ადგილას 10-15%-იანი დინდგელის ზეთი, ზემოდან ფართო ფუნჯით ფენებად გადაისვით ცხელი ცვილი, დაიდეთ შალის საფენი და გაცივებამდე გაიჩერეთ. შესაძლოა, ერთი პროცედურაც გეყოთ. უკიდურეს შემთხვევაში, გაიმეორეთ.
  • იასამნის გამხმარი კვირტები დაფხვენით, 1 ჩაის კოვზი ფხვნილი და 4 ჩაის კოვზი ცხელი ღორის ქონი ერთმანეთში აურიეთ, შეიზილეთ მტივან ადგილას ნევრალგიის დროს.

 

ათეროსკლეროზის მკურნალობის ხალხური მეთოდები

ჭარბ წონასთან ბრძოლა, ცხოვრების აქტიური წესი და დიეტა რომ საუკეთესო მეთოდებია ათეროსკლეროზის საწინააღმდეგოდ, დიდი ხანია ცნობილია. ექიმი წლების განმავლობაში მირჩევდა, შემეზღუდა შაქარი, ტკბილეული, მოვრიდებოდი ქოლესტერინით მდიდარ საკვებს - ტვინს, კვერცხის გულს, ხიზილალას, ცხიმიან ხორცსა და თევზს, მარილსა და ექსტრაქტულ ნივთიერებებს (ბულიონს). ამასთან ერთად, ხალხურ რეცეპტებსაც წარმატებით ვიყენებდი. აი რამდენიმე მათგანი:

  • საჭიროა წითელი სამყურას აყვავებული, დაფოთლილი ტოტები, შეგროვებული ყვავილობის დასაწყისში. 40 გრამ ნედლეულს დაასხით 500 გრამი არაყი, დააყენეთ 2 კვირის განმავლობაში, გადაწურეთ, მიიღეთ 20 გრამი სადილის ან ძილის წინ. მკურნალობის კურსია 3 თვე ათდღიანი შუალედით. 6-7 თვის შემდეგ კურსი შეიძლება გაიმეორეთ. მიიღება, როდესაც ათეროსკლეროზს თან სდევს თავის ტკივილი და ყურებში შუილი.
  • ყოველდღე მიიღეთ უზმოზე 200-300 მლ ცხელი ანადუღარი წყალი (ისეთი ტემპერატურისა, როგორსაც გაუძლებთ). ის წმენდს სისხლძარღვებს და ორგანიზმიდან გამოაქვს მავნე ნივთიერებები.
  • მოხუცებულთა სკლეროზის შესამსუბუქებლად კარგია კულმუხოს ფესვის ნაყენი: 40 გრამს დაასხით ნახევარი ლიტრი არაყი, 10 დღით დააყენეთ ბნელ, გრილ ადგილას, მიიღეთ დღეში 1 ჩაის კოვზი. კურსი თვენახევარს გრძელდება.
  • სკლეროზის დროს ეფექტურია ოხრახუშის ნაყენიც.
  • თავის ტვინის სკლეროზის დროს მიიღეთ ქრისტესისხლას ნაყენი - 3 ჭიქა (200 მლ) დღეში.
  • თავის ტვინის სისხლძარღვების სკლეროზის დროს ასევე რეკომენდებულია ასფურცელას ფესვის ნახარში: 200 გრამი ფესვი 2 საათს ადუღეთ 0,5 ლიტრ წყალში. მიიღეთ 1 ჩაის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე.

 

ტირიფის სამკურნალო თვისებების შესახებ

მინდა, ტირიფის სამკურნალო თვისებებზე გესაუბროთ. ეს ხე ყველგან ხარობს. სამკურნალოდ გამოსადეგია მისი ქერქი. ქერქს ადრე გაზაფხულზე აგროვებენ. ის იოლად სძვრება 6-7 წლის ხეებს. ვენების ვარიკოზული გაგანიერებისას კარგია ფეხის აბაზანა: თანაბარი რაოდენობით იღებენ ტირიფისა და მუხის ქერქს, ასხამენ მდუღარე წყალს, 15 წუთს ხარშავენ ნელ ცეცხლზე და თბილი წყლით სავსე ღრმა თასში (უმჯობესია ვედრო, რომ წყალი მუხლამდე მოგწვდეთ) ასხამენ. ტირიფის ქერქის აბაზანები ძალიან ეფექტურია რევმატიზმისა და ართრიტის დროსაც.

  • აიღეთ 2 სუფრის კოვზი ტირიფის ქერქი, დაასხით 200 მლ ანადუღარი წყალი, 20 წუთს ხარშეთ სუსტ ცეცხლზე ან 8 საათით დააყენეთ. დალიეთ 50 მლ დღეში 3-4 ჯერ. შეგიძლიათ დაატკბოთ თაფლით.

ტირიფის ქერქის ნახარში კარგია ცხელების დროს, აგრეთვე - როგორც ჭიების საწინააღმდეგო საშუალება.

ამ საშუალებას აქვს უკუჩვენებაც, კერძოდ, არ შეიძლება მისი მიღება კუჭის წყლულის დროს, ასევე - ასპირინთან ერთად.

 

როგორ მოვერიოთ კბილის ტკივილს

კბილები ბავშვობიდან მაწუხებს. ჯერ დედას დავყავდი სტომატოლოგთან, შემდეგ კი თავად ვისწავლე მათი მოვლა. გამოუვალ შემთხვევებში კი ხალხური მეთოდები მშველის:

  • 1. აიღეთ სალბი, დაასხით მდუღარე წყალი და დააყენეთ. ხშირად ივლეთ პირის ღრუში თბილ-თბილი. გაიჩერეთ დიდხანს.
  • 2. აიღეთ ჟოლოსა და პიტნის ფოთლები, წვრილად დაკეპეთ და დაასხით 30 გრამი ღვინის ძმარი. დააყენეთ მინის ჭურჭელში სამი დღით. გაწურეთ და გამოივლეთ პირის ღრუში.

 

ნაღვლის ბუშტი აღარ შეგაწუხებთ

ქოლეცისტიტს ჩემს ოჯახურ დაავადებას ვუწოდებ. მე და დედაჩემს ის წლების განმავლობაში გვტანჯავდა. ვიმკურნალეთ, მაგრამ ამაოდ. უამრავი მცენარეც ვცადე. ზოგი მიმსუბუქებდა მდგომარეობას, ზოგი - არა. ჩემდა გასაკვირად, მიშველა ყველაზე უბრალო საშუალებამ: თურმე საკმარისი ყოფილა შემოდგომაზე და ზამთარში საპროფილაქტიკოდ მცენარეული ჩაის მიღება.

  • აურიეთ ერთმანეთში 2 კოვზი პიტნა, თითო კოვზი ნეგო და გვირილა. 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი, 30 წუთს გააჩერეთ ნელ ცეცხლზე და გადაწურეთ. მიიღეთ თითო ჭიქა ყოველი ჭამის წინ, 1/2 საათით ადრე. მკურნალობის დროს უნდა ჭამოთ ხშირად და ცოტ-ცოტა.

მე და დედას ნაღვლის ბუშტი კარგა ხანია აღარ გვაწუხებს, მაგრამ პროფილაქტიკის მიზნით თითო კურსს ყოველ წელიწადს ვიტარებთ.


 

როგორ მოვიშორე ლიბრი

რამდენიმე წლის წინ თვალზე მღვრიე აპკი გადამეკრა. უსიამოვნო შეგრძნება კი დამეუფლა, მაგრამ მხედველობა არ დამკლებია, ამიტომ არც ექიმს მივმართე, თუმცა ყოველი შემთხვევისთვის მცენარეული საშუალებების მიღება მაინც გადავწყვიტე. გადავიკითხე უამრავი წიგნი და მივაგენი არაჩვეულებრივ საშუალებას, რომელმაც თვალი გამიკრიალა. აი ჩემი რეცეპტი:

  • 1 ჩაის კოვზ გახეხილ ხახვს დაასხით 100 მლ ცხელი რძე, 6 საათს გააჩერეთ მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში, გაწურეთ და კვირაში 1-2-ჯერ თბილ-თბილი ჩაიწვეთეთ თვალში.

 

გაიძლიერეთ გულის კუნთი

რა ხანია, თქვენი ჟურნალის ერთგული მკითხველი ვარ. ყოველ ნომერს მოუთმენლად ველი. განსაკუთრებით მომწონს რუბრიკა "დავეხმაროთ ერთმანეთს". მინდა, ჩემი გამოცდილებაც გაგიზიაროთ. გულის კუნთის სისუსტე - ასეთი დიაგნოზი დამისვეს რამდენიმე წლის წინ. უამრავი წამალი დამინიშნეს და დამემუქრნენ, თუ არ იმკურნალებ, ინფარქტს ვერ გადაურჩებიო. მე კი ქიმიური საშუალებების წინააღმდეგი ვარ, შესაძლოა, ვცდები, მაგრამ... ერთი სიტყვით, წამლებზე უარი ვთქვი და მცენარეული საშუალებების მოძიება დავიწყე. უამრავი წიგნი წავიკითხე და მივაგენი კიდეც რეცეპტს, რომელმაც მიშველა. დღეს თავს შესანიშნავად ვგრძნობ  და შეიძლება ითქვას, რომ აღარც კი მახსოვს, გული რომელ მხარეს მაქვს. აი ეს რეცეპტი:

  • 2 სუფრის კოვზ კუნელს დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი და 20 წუთს ადუღეთ. დაამატეთ 1 ჭიქა ასკილის ნაყოფი, 10 წუთს კიდევ ხარშეთ, გადმოდგით და მთელი ღამით დატოვეთ სიგრილეში. დილით გაწურეთ. მიიღეთ 2 სუფრის კოვზი შემთბარი ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 1/2 საათით ადრე, 14 დღის განმავლობაში. შემდეგ 10 დღით შეისვენეთ და კვლავ 14 დღე სვით.

 

მტკივან კუჭს აბზინდა უშველის

ცოტა ხნის წინ მეგობრებთან საუბრისას გავიხსენე ერთი არაჩვეულებრივი ხალხური საშუალება, რომელმაც თავის დროზე კუჭის ნორმალური მუშაობა აღმიდგინა. ახალგაზრდა, გამოუცდელი დიასახლისი ვიყავი. ერთ დღესაც ძლიერად მოვიწამლე. მე მგონი, რომელიღაც შინაურმა კონსერვმა მომწამლა... კუჭი ამომირეცხეს და რამდენიმე დღეში ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდი, მაგრამ მადა დავკარგე. ნებისმიერი, სულ ცოტა საკვებიც კი საშინელ დისკომფორტს მიქმნიდა. ვცდილობდი, ყურადღება არ მიმექცია, მაგრამ რაც დრო გადიოდა, კუჭი უფრო და უფრო მაწუხებდა. დედა გატაცებული იყო მცენარეების შეგროვებით და ბევრი ხალხური რეცეპტი იცოდა. მისი რჩევით დავიწყე აბზინდის ნაყენით მკურნალობა.

  • ვიღებთ 6 სუფრის კოვზ ხმელ, დაქუცმაცებულ აბზინდას, 2 ჩაის კოვზ მიხაკს, 1 ჩაის კოვზ შაქრის ფხვნილს, ვურევთ ერთმანეთში და ვასხამთ 1 ჭიქა არაყს, ვდგამთ სიბნელეში 15 დღით, თან დროდადრო ვანჯღრევთ. ვიღებთ დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე, თითო ჩაის კოვზს. ვაყოლებთ წყალს.

სამი კვირის შემდეგ ყველა პრობლემა დამავიწყდა. ეს რეცეპტი გავიხსენე, როცა მეგობარმა საჭმლის მონელების გაძნელებაზე დაიწყო წუწუნი. მაინცდამაინც არ ენდო ჩემს რეცეპტს, მაგრამ ჩემი დაჟინებული თხოვნით მაინც ჩაიტარა ერთი კურსი და სამიოდე კვირაში არაჩვეულებრივი ეფექტი მიიღო.

 

რძიანი სასმელი ქალებისთვის

გთავაზობთ რეცეპტს, რომელიც მენსტრუაციის დროს ტკივილს დაგაძლევინებთ. მე ის დიდი ხნის წინ მასწავლა დიდმა ბებიამ, მაგრამ ვფიქრობ, დღესაც გამოადგებათ გოგონებს.

  • ერთმანეთში აურიეთ 3 ჩაის კოვზი მარწყვაბალახა, ორი ჩაის კოვზი გულყვითელა და ამდენივე მარმუჭის ბალახი. 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჭიქა ცივი რძე და 2-3 წუთს ადუღეთ წყლის აბაზანაში, შემდეგ გადმოდგით, დაახურეთ თავსახური და 15 წუთს გააჩერეთ. გაფილტრეთ, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ნაღების კარაქი, 2 ჩაის კოვზი შაქარი და ცოტაოდენი დარიჩინი. წამალი მზადაა. მას არაჩვეულებრივი არომატი და სასიამოვნო გემო აქვს. შეგიძლიათ მიიღოთ დღეში 3-4-ჯერ, თბილ-თბილი.

 

რჩევა ჰიპერტონიკებს

შვიდი წელია, მაწუხებს მაღალი წნევა. რა წამალი არ ვცადე... წნევის დამწევ ხალხურ რეცეპტებში ხშირად მეორდება ერთი და იგივე მცენარეები: კუნელი, კატაბალახა (ვალერიანი), შავბალახა და ძახველი, მაგრამ მე დავასკვენი, რომ არსებობს სხვა, არანაკლებ ეფექტური სამკურნალო ბალახებიც. ამ ხნის განმავლობაში შევარჩიე რამდენიმე საუკეთესო რეცეპტი, რომლებიც წნევას დაბლა სწევს და არეგულირებს.

  • ერთმანეთში აურიეთ თანაბარი რაოდენობის შავბალახა, ბერულა, კუნელის ყვავილი, ფითრი, 4 სუფრის კოვზი ნარევი ჩაყარეთ თერმოსში, დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი, დატოვეთ დილამდე. დილით გაწურეთ და მიიღეთ ნახევარი ჭიქა ჭამიდან 1 საათის შემდეგ.
  • აიღეთ თანაბარი რაოდენობის კატაბალახას ფესვი, შავბალახა და ორჯერ მეტი სიმინდის ულვაში. 3 სუფრის კოვზი ნარევი ჩაყარეთ თერმოსში, დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი, მთელი ღამე გააჩერეთ, დილით გაწურეთ და მიიღეთ დღეში 4-ჯერ, ნახევარ-ნახევარი ჭიქა. მიაყოლეთ თაფლი.

ეს საშუალებები 6 თვის განმავლობაში მაინც უნდა მიიღოთ, უმჯობესია მონაცვლეობით: ერთ კვირას - ერთი, მეორე კვირას - მეორე.