სამკურნალო წერილები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სამკურნალო წერილები

  • 1 აიღეთ მრავალძარღვას ფოთლები, დააქუცმაცეთ, 3 ჩაის კოვზს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ნახევარ საათს დააყენეთ, გადაწურეთ და გამოივლეთ პირის ღრუში ყოველ საღამოს 1 კვირის განმავლობაში, შემდეგ 1 კვირა შეისვენეთ და კურსი გაიმეორეთ.

მცენარეები ყივანახველის დროსაც დაგეხმარებათ

შარშან ჩემს შვილს ყივანახველა დაემართა. ალბათ იცით, რა მტანჯველია ეს დაავადება. ჩემმა დამ, რომელსაც ოთხი მოზრდილი შვილი ჰყავს, მირჩია, ბავშვისთვის ეს წამალი მომემზადებინა:

უნდა ავიღოთ ნივრის 5-6 კბილი, გავარჩიოთ და გავხეხოთ, დავასხათ 1 ჩაის ჭიქა რძე და ნელ ცეცხლზე ვადუღოთ 10 წუთის განმავლობაში. გადავწუროთ, გემოვნებისამებრ დავუმატოთ თაფლი და მივცეთ ბავშვს 1 სუფრის კოვზი დღეში რამდენიმეჯერ, უმჯობესია ჭამამდე 20 წუთით ადრე.

ლიმონი და ნიორი სტენოკარდიის შეტევების პროფილაქტიკისთვის

რამდენიმე წელია, გულის არეში ტკივილი მაწუხებს. ექიმმა სტენოკარდიის დიაგნოზი დამისვა. ბოლო ხანს შეტევები ისე გამიხშირდა, შინიდან ნიტროგლიცერინის გარეშე ვერ გავდიოდი. მეგობარმა, რომელიც ჩემსავით გულით ავადმყოფია, საკუთარ თავზე წარმატებით გამოცდილი საშუალება მირჩია. ვცადე და შევამჩნიე, რომ შეტევებმა იკლო. აი ეს წამალი:

  • აიღეთ 1 ლიტრი თაფლი, 10 ცალი ლიმონი, 10 თავი (და არა კბილი!) ნიორი. ლიმონი გამოწურეთ და კანიანად გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, ნიორი გაარჩიეთ და დასრისეთ. შემდეგ ყველაფერი აურიეთ ერთმანეთში და 1 კვირას გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში გრილ ადგილას. მიიღეთ დღეში 1-ხელ თითო ჩაის კოვზი. წამალს ერთბაშად ნუ გადაყლაპავთ, ნელ-ნელა, აუჩქარებლად მიირთვით. სასურველია, მიიღოთ ყოველდღიურად, ვიდრე არ გაგითავდებათ.

ჰემოროის დროს შვებას მოგგვრით...

ორსულობისა და მშობიარობის შემდეგ ჰემოროი დამემართა, რომელიც პერიოდულად მიმწვავდება და ძალიან მაწუხებს. დიეტასაც ვიცავ - არ ვჭამ მჟავე, ცხარე, ძნელად მოსანელებელ საკვებს, მაგრამ წელიწადში ერთხელ მაინც იჩენს ხოლმე თავს ჩემი სატკივარი. ასეთ შემთხვევაში ვიღებ ნაყენს, რომელიც ასე მზადდება:

  • 1 სუფრის კოვზ ბაბუაწვერას დაქუცმაცებულ ფოთოლს, ამდენივე ბარამბოს და 2 სუფრის კოვზ კალენდულას ყვავილს ვასხამთ 4 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, ჭურჭელს თავზე ვახურავთ და 40 წუთს ვაჩერებთ. გადავწურავთ და ვიღებთ თანაბარი რაოდენობით დღის განმავლობაში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

ფრჩხილის ჩაბრუნებას ასე უშველით...

ფეხის თითებზე ისეთი ფორმის ფრჩხილები მაქვს, რომ ჰიგიენური პროცედურის დროს სწორად ვერ ვიმუშავებ და ხშირად მიბრუნდება. მოგეხსენებათ, რა დისკომფორტთან არის დაკავშირებული ფრჩხილის ჩაბრუნება - გტკივა, გიჩირქდება, ვერ იცვამ ფეხსაცმელს, ვერ გადიხარ შინიდან, სამსახურსაც აცდენ. ერთხელ ქირურგიული ჩარევაც კი დამჭირდა... ყველას, ვისთანაც კი შემეძლო ამ თემაზე საუბარი, რჩევას ვეკითხებოდი. ერთხელ მეზობელმა ასეთი პროცედურის ჩატარება მირჩია:

  • ფრჩხილი უნდა დავილბოთ ცხელ, სოდიან წყალში (1 ლიტრ წყალზე 1 სუფრის კოვზი სოდა), შემდეგ ჩაზრდილ კუთხეში დავიდოთ ნაღების კარაქი, დავაფინოთ ქაღალდის ხელსახოცი, ზემოდან - პოლიეთილენის პარკი და შევიხვიოთ. ერთი დღე-ღამის შემდეგ ფრჩხილი ისევ დავილბოთ. ის ძალიან დარბილდება. ფრთხილად ავწიოთ ფრჩხილის ჩაზრდილი კუთხე და მის ქვეშ მოვათავსოთ ნაღების კარაქით გაჟღენთილი ბამბა, ისევ დავაფაროთ ხელსახოცი, პოლიეთილენი და ბინტით შევიხვიოთ.Eეს პროცედურა გავიმეოროთ ყოველდღე, ვიდრე ფრჩხილი არ წამოიზრდება (დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში).

ხახვი და თაფლი ათეროსკლეროზს უხდება

15-20 წლის წინ გულმა შემაწუხა, წნევამაც ამიწია. მივმართე ექიმს. გამოკვლევა ჩამიტარეს და ათეროსკლეროზული კარდიოსკლეროზისა და ჰიპერტონიული დაავადების დიაგნოზი დამისვეს. დამინიშნეს დიეტა, ამიკრძალეს ყველაფერი, რაც მიყვარდა... ბოლო ხანს ჩვენს ქვეყანაში ათეროსკლეროზის სამკურნალო მრავალი საშუალება შემოვიდა, მაგრამ მე მათი შეძენის საშუალება არ მაქვს, ამიტომ ისევ ბუნებას მივმართე.

  • ათეროსკლეროზის საწინააღმდეგო წამლისათვის საჭიროა 1 ჩაის ჭიქა ხახვის წვენი და ამდენივე თაფლი. აურიეთ ერთმანეთში და მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე ან ჭამიდან 2-3 საათის შემდეგ. მკურნალობის კურსი შეადგენს 3 თვეს. ორკვირიანი შესვენების შემდეგ შეგიძლიათ კიდევ 2 თვის განმავლობაში მიიღოთ.

ცვილი დამწვრობას აშუშებს

ძალიან პატარა გავთხოვდი. არაფრის გაკეთება არ ვიცოდი, თან ისეთი უგერგილო ვიყავი, რასაც ხელს მოვკიდებდი, ვამტვრევდი. ხელები სულ დაჩეხილი და დამწვარი მქონდა. ქმრის ბებიამ ეს რომ დაინახა, ჩემი ცოდვით დაიწვა და მომიტანა მალამო, რომელიც ჭრილობებსა და დამწვრობას თვალის დახამხამებაში აშუშებს. ის ასე მზადდება:

  • აიღეთ 1 ჩაის ჭიქა მცენარეული ზეთი (ნებისმიერი), 1 საშუალო ზომის ხახვის თავი და 15-20 გრამი ფუტკრის ცვილი. ზეთი წამოადუღეთ, ჩააგდეთ მასში დაჭრილი ხახვი, როგორც კი ოქროსფრად შეიფერება, ამოიღეთ და ზეთში ფუტკრის ცვილი ჩააგდეთ. როგორც კი ცვილი გადნება, მთელი მასა ჩაასხით ქილაში და გააგრილეთ. მალამო მზადაა.


ხელის კანის მომვლელები

ქალაქგარეთ პატარა აგარაკი გვაქვს. ძალიან მიყვარს მიწაზე მუშაობა, ამიტომ გამოზაფხულდება თუ არა, მეუღლესთან ერთად ყოველ უქმე დღეს იქ ვატარებ. ბაღ-ბოსტანს ვუვლით და სულიერად ვისვენებთ.

ყოველი ასეთი კათარზისის შემდეგ ორივე ერთსა და იმავე პრობლემას ვეჯახებოდით - მუშაობის შემდეგ გამუდმებით გვიწევდა ხელებზე გაუხეშებული და ფერშეცვლილი კანის გონზე მოყვანა. შარშან გადავწყვიტე, ერთხელ და სამუდამოდ მომეღო ბოლო ამ უსიამოვნებისთვის, ხელების მოვლის რამდენიმე ფიტოთერაპიულ საშუალებას ერთად მოვუყარე თავი და პრობლემაც მოვსპე.

გთავაზობთ ჩემ მიერ გამოცდილ საშუალებათა მომზადების წესებს.

  • ხელის კანის სიმშრალის დროს კარგია უმი კვერცხის ცილისგან მომზადებული წამალი: თეფშზე უნდა გატეხოთ ერთი კვერცხი, ცილა და გული გააცალკევოთ, ცილა კარგად ათქვიფოთ, პირდაპირ წაისვათ ხელებზე და კარგად შეიზილოთ. როგორც კი პირველი ფენა გაშრება, წაისვათ მეორე და ასე შემდეგ, ვიდრე ცილა არ გათავდება. უკანასკნელი ფენის გაშრობიდან 15-20 წუთის შემდეგ ხელები დაიბანეთ თბილი წყლით, უმჯობესია, ბავშვის საპნით და წაისვით ხელის ნებისმიერი კრემი.
  • ხელების გაწითლებისა და კანის გამოშრობის დროს გიშველით კარტოფილის ნახარშის აბაზანებიც: ნახევარ ლიტრა წყალში მოხარშეთ 2-3 საშუალო ზომის კარტოფილი, ამოიღეთ, ნახარში 30 გრადუსამდე გააცივეთ, ჩაყავით ხელები, 20 წუთს გააჩერეთ, შემდეგ სუფთა წყალი გადაივლეთ და წაისვით ხელის კრემი.

შეგიძლიათ, კარტოფილის ნახარშის ნაცვლად კარტოფილის ნიღაბი სცადოთ: მოამზადეთ კარტოფილის სქელი პიურე და სქელ ფენად დაიდეთ ხელებზე, ზემოდან ცელოფანი დაიფარეთ და სქელი შალით შეიხვიეთ. 20-30 წუთის შემდეგ თბილი წყლით დაიბანეთ და კრემი წაისვით.

  • ხელების ძლიერი ოფლიანობის დროს დაგეხმარებათ მარილიანი წყლის აბაზანები. გახსენით 1 ჩაის კოვზი მარილი 1 ლიტრ ანადუღარ წყალში და ცხელშივე (როგორსაც გაუძლებთ) ჩაყავით ხელები.

კარგია ჩვეულებრივი შავი ჩაის აბაზანებიც: მოამზადეთ შავი ჩაის მაგარი ნაყენი და ხელებს 10-15-წუთიანი აბაზანები მიაღებინეთ. დაე, ამ საშუალებებმა თქვენს ხელებს დიდხანს შეუნარჩუნოს ახალგაზრდობა და სინაზე.

უწამლეთ გამონაყარს პომიდვრით

პრობლემა, რომლის შესახებაც გწერთ, უკვე წარსულს ჩაბარდა, მაგრამ მისი გახსენება ჩემში დღესაც უსიამოვნო ემოციებს აღძრავს, რადგან მის გამო პირად ცხოვრებაში საკმაოდ დიდხანს უიღბლობა მდევდა თან. ცხიმიანი კანი მაქვს, ახალგაზრდობაში კანზე გარდატეხის ასაკის მანიშნებელი გამონაყარი გამიჩნდა, რომელიც მოწიფულ ასაკშიც შემომრჩა. ყველა მეუბნებოდა, გაქრება, როცა სქესობრივ ცხოვრებას დაიწყებო, მაგრამ ნურას უკაცრავად, გამონაყარი მოცილებას არ აპირებდა. რა აღარ ვცადე. ექიმები ფიქრობდნენ, რომ ამის მიზეზი ნივთიერებათა ცვლის დარღვევა იყო, რით აღარ მმკურნალობდნენ, მაგრამ უშედეგოდ. მირჩევდნენ, ბევრი ვიტამინი მიმეღო და მეც სამი ადამიანის სამყოფს ვიღებდი. გარკვეული ხნის შემდეგ გავარკვიე, რომ "ვიტამინი", რომელიც ასე ძლიერ სჭირდებოდა ჩემს ორგანიზმს, წითელი პომიდორი იყო. რეცეპტი სანაპიროზე სეირნობის დროს ერთმა უცნობმა ქალბატონმა მასწავლა, რისთვისაც მისი დიდი მადლობელი ვარ.

  • აიღეთ ერთი მოზრდილი მწიფე პომიდორი, გაფცქვენით და კარგად დააქუცმაცეთ. დაამატეთ 1 სადილის კოვზი გლიცერინი (მისი ყიდვა აფთიაქშია შესაძლებელი). ეს ნიღაბი დაიდეთ წინასწარ ორთქლით კარგად დამუშავებულ სახეზე და 10-15 წუთს გაიჩერეთ. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ნიღაბი 1 თვის განმავლობაში ყოველდღე უნდა იკეთოთ. უმჯობესია, ბოსტანში დამწიფებული პომიდორი გამოიყენოთ, სათბურში გამოზრდილი საამისოდ არ გამოგადგებათ.

თუ ქუსლებზე კანი დაგისკდათ

47 წლის ქალი ვარ. რამდენიმე წელია, ფეხის ქუსლებზე კანი დამისკდა. მივიკითხ-მოვიკითხე, სამედიცინო ლიტერატურაც მოვიძიე, რეცეპტები შევკრიბე, გამოვცადე და შედეგით მართლაც კმაყოფილი დავრჩი. ვიცი, გაზაფხულობით ღია ფეხსაცმლის ჩაცმას ბევრი სწორედ იმის გამო არიდებს თავს, რომ ქუსლებზე ნახეთქების გამოჩენისა ერიდება. გადავწყვიტე, მომეწერა და თქვენი მკითხველისთვისაც გამეცნო ის მარტივი საშუალებები, რომელთა დახმარებითაც სულ რამდენიმე კვირაში მოვიწესრიგე ქუსლების კანი. როგორც კი შეამჩნევთ, რომ ქუსლებზე კანი გაგისქელდათ და გაგიუხეშდათ, მაშინვე მიიღეთ თბილი წყლის აბაზანები, რომელშიც ჩაამატებთ 1 სადილის კოვზ საჭმელ სოდას. ფეხები წყალში მანამდე უნდა გააჩეროთ, ვიდრე წყალი სასიამოვნო ტემპერატურისაა. შემშრალების შემდეგ გაუხეშებულ ადგილებსა და ნახეთქებზე უნდა დაიდოთ გახეხილი კომბოსტო და მწვანე ხახვი, შეიხვიოთ ფეხები პოლიეთილენით და ასე დაიძინოთ. დილით კომპრესი შეიხსენით, დაიბანეთ ფეხები თბილი წყლით და წაისვით ფეხის ნებისმიერი კრემი. იგივე პროცედურა გაიმეორეთ მეორე დღესაც. კანი დარბილდება და სპეციალური ფეხის სახეხით ან პემზის ქვით მისი მოცილება გაცილებით გაადვილდება.

  • თუ რამდენიმე ხნის შემდეგ პრობლემამ ისევ იჩინა თავი, ტუხტის ფესვების ნაყენი უნდა მოამზადოთ: აიღეთ 2 სადილის კოვზი დაქუცმაცებული ტუხტის ფესვი, მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 0,5 ლიტრი ოთახის ტემპერატურის წყალი, კარგად დაახურეთ თავსახური და ხშირი მორევით გაათბეთ წყლის ორთქლზე 30 წუთის განმავლობაში. ნაყენი ოთახის ტემპერატურამდე რომ გაცივდება, დაასველეთ მასში დოლბანდის ხელსახოცები და ნახევარი საათით დაიწყვეთ ქუსლებზე. ეს პროცედურა დღეში ორჯერ - დილა-საღამოს უნდა ჩაიტაროთ.
  • არანაკლებ ეფექტიანია ეს მეთოდი: აურიეთ ერთმანეთში კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი, ნახევარი ჩაის კოვზი კარტოფილის სახამებელი. მიღებული მასა დაიდეთ ცხელ წყალში დარბილებულ ქუსლებზე და გაიჩერეთ, ვიდრე არ გაშრება და მყარ ქერქად არ გადაიქცევა. დაიბანეთ ფეხები თბილი წყლით და დამარბილებელი ემულსია ან რომელიმე მალამო წაისვით.

და კიდევ: ქუსლების კანი გაცილებით ნაზი და გლუვი გახდება, თუ ყოველ საღამოს, დაბანის შემდეგ, ცოტაოდენ ზეითუნის ზეთს შეიზელთ.

სისხლძარღვების ხსნა თქვენსავე ხელთაა

ძნელია იმაზე ფიქრი, რომ ადამიანთა სიკვდილიანობის უმთავრესი მიზეზი გულ-სისხლძარღვთა დაავადებებია. იღუპებიან ძირითადად მამაკაცები, თანაც იმ ასაკში, როცა სიცოცხლე ჯერ კიდევ ტკბილი და სანატრელია. ძნელია, მთელი ცხოვრება ჯანსაღი წესის მიხედვით განლიო და თავი არიდო სტრესულ სიტუაციებს, რომლებიც ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა, ამიტომ გადავწყვიტე, მომეწერა თქვენთვის და მომეწოდებინა იმ საშუალების რეცეპტი, რომლის ჩატარებაც სისხლძარღვების პროფილაქტიკისთვის აუცილებელია წელიწადში ერთხელ მაინც:

  • აურიეთ ერთმანეთში 100 გრამი ნატურალური თაფლი, 100 გრამი კამის თესლი და 3 სადილის კოვზი კატაბალახას დაფხვნილი, დაქუცმაცებული თესლი. დაასხით ამ ყველაფერს 2 ლიტრი ადუღებული წყალი და დადგით მთელი ღამის განმავლობაში. დილით გადაწურეთ და მიიღეთ 2 სადილის კოვზი, დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. მკურნალობის კურსი 2 კვირაა. ამის შემდეგ 10 დღე შეისვენეთ და მკურნალობის კურსი გაიმეორეთ.