დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

პროპოლისის სანთლებმა ყნოსვა დამიბრუნა

ახალგაზრდობაში ხშირად მემართებოდა ალერგიული რინიტი, მუდმივმა სურდოებმა და ცხვირის წვეთების ხშირმა, ზოგჯერ კი უმართებულო გამოყენებამ დამიზიანა ყნოსვის ფუნქცია და მეც ცხოვრების სურნელის შეგრძნება დავკარგე. ვერ წარმოიდგენთ, ეს რამხელა დისკომფორტია, სიცოცხლის ხარისხის გაუარესების ტოლფასია. ხანგრძლივი ძიების შემდეგ მივაგენი საშუალებებს, რომელთაც ყნოსვა გამიძლიერეს:

  • უნდა აიღოთ 10 გრამი პროპოლისი და 50 გრამი ნაღების კარაქი, შემოდგით წყლის აბაზანაზე 2 საათით, გაწურეთ, გააცივეთ, დაამზადეთ მისგან პატარა ოვალური ფორმის ფიგურები და დილას და საღამოს ნახევარი საათის განმავლობაში ჩაიდეთ ცხვირში ტამპონების სახით.
  • სასარგებლოა დღეში 5-6-ჯერ, 5 წუთის განმავლობაში, მიხაკ-დარიჩინის ღეჭვაც. გაფრთხილებთ, ის საგულდაგულოდ უნდა ღეჭოთ, მაგრამ არ ჩაყლაპოთ.
ლელა ნიჟარაძე, მცხეთა

mkurnali.ge

დაბინძურებულ ორგანიზმს ასკილი გაგიწმენდთ

ასაკთან ერთად ყველას იპყრობს სიბერის შიში, ამიტომ თავისებურად ცდილობენ მის გადავადებას. 40 წელს გადავცილდი თუ არა, მეც დავიწყე ისეთი საშუალებების ძიება, რომლებიც ორგანიზმს გაწმენდდა, რადგან გაგონილი მქონდა, სიბერე ორგანიზმის დაბინძურების შედეგი ყოფილა.

როგორც ხდება ხოლმე, თავი დავანებე სასწაულმოქმედ აბებს და ხალხური მედიცინის რჩევით ასეთი ღონისძიებების გატარება დავიწყე - ორი წლის განმავლობაში ყოველ 3 თვეში ერთხელ ვიტარებდი სისხლის გამწმენდ კურსს:

  • 1 ჭიქა ასკილი უნდა ხარშოთ 10 წუთი 1 ლიტრ წყალში, ცეცხლიდან გადმოდგმის შემდეგ ამ ნახარშს უნდა დაუმატოთ 1 ჩაის კოვზი ქრისტესისხლას გამხმარი ბალახი და 4 სადილის კოვზი სალბი, შეფუთეთ და დადგით სითბოში 10-12 საათი. გაწურეთ და მიიღეთ ეს ნახარში სამჯერ დღეში, ჭამამდე 1 საათით ადრე. ასე იმეორებთ 20 დღე, შემდგომ ისვენებთ ორი კვირა და იმავეს კიდევ ერთხელ იმეორებთ. სისხლი იწმინდება მავნე მინარევებისგან და წლებთან ერთად შემოპარული სიბერეც ვერაფერს გაკლებთ.
ნინო აბესაძე, თბილისი