სამკურნალო წერილები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

სამკურნალო წერილები

სამკურნალო წერილები

 წლობით მტკიოდა კუჭი. ბოლოს გასტროფიბროსკოპი გადამაყლაპეს და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დიაგნოზი დამისვეს.
სად არ მივედი, რით არ ვიმკურნალე... გამუდმებით დიეტაზე ვიყავი, მაგრამ შედეგი ყოველთვის ხანმოკლე გახლდათ. გამოგიტყდებით, ეს ნაწილობრივ ჩემი ბრალიც იყო - დროდადრო დიეტასაც ვარღვევდი და არც მკურნალობა მიმყავდა ბოლომდე.

ჩემს წამებას მეზობლის სოფლიდან ჩამოსული დეიდა შეესწრო, ჩაიღიმა და მითხრა, წყლულის ისეთ წამალს გასწავლი, თავის დღეში აღარ შეგაწუხებსო. ვისაც ვასწავლე, ყველა კმაყოფილია, სცადე, ეგებ შენც მოგიხდესო.
ვცადე და მოხდა სასწაული - ტკივილი უკვალოდ გაქრა. იმ კეთილშობილ ქალბატონს მას შემდეგ აღარ შევხვედრივარ, მინდა,

ასე მაინც გამოვხატო მისდამი მადლიერება და ჩემი ცოდნა "ოჯახის მკურნალის" მკითხველსაც გავუზიარო. დარწმუნებული ვარ, ჩემი კეთილისმყოფელი ამ საქციელს მომიწონებდა.

                                                                                                         ქ. კეთილაძე

ხალხური მედიცინა სკლეროზსაც შველის

 ჩემი მეზობელი ათეულობით წლის განმავლობაში ხალხური საშუალებებით მკურნალობდა მეზობლებსა და ნათესავებს. სწორედ მან მასწავლა სკლეროზის სამკურნალო არაჩვეულებრივი საშუალებები, რომლებმაც დედაჩემს ძალიან არგო. სიამოვნებით გთავაზობთ ამ რეცეპტებს:

ნივრის ზეთი
ერთი თავი საშუალო ზომის ნიორი გაარჩიეთ, გახეხეთ, ჩაასხით მინის ქილაში და დაასხით ერთი ჭიქა არარაფინირებული მზესუმზირას ზეთი. შედგით მაცივრის ქვედა თაროზე. მეორე დღეს აიღეთ ლიმონი, ყუნწის ადგილი მოაჭერით და გახეხეთ. ერთი ჩაის კოვზი ფაფა გადადეთ სუფრის კოვზზე, დაამატეთ 1 ჩაის კოვზი ნივრის წვენი და კარგად აურიეთ. მიიღეთ დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. კურსი გრძელდება 1-3 თვეს. ამის შემდეგ ერთ თვე შეისვენეთ და კურსი გაიმეორეთ.
ნივრის ზეთი აფართოებს და წმენდს სისხლძარღვებს, ხსნის თავის ტვინისა და გულის მკვებავი სისხლძარღვების სპაზმებს და ქოშინს.

ნიორი
ბოთლის მესამედი აავსეთ დაჭრილი ნივრით. დაასხით არაყი ან 50-60-გრადუსიანი სპირტი. 14 დღით დადგით სიბნელეში. დღეში ერთხელ მაინც შეანჯღრიეთ. მიიღეთ დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ, ერთ ჩაის კოვზ ცივ წყალში გახსნილი 5 წვეთი.
წმენდს სისხლძარღვთა სისტემას, აქვეითებს არტერიულ წნევას, ასუფთავებს კუჭს, ხსნის თავის ტვინის სისხლძარღვთა სპაზმს.
თაფლი და ხახვი
ხახვი წვრილად გახეხეთ და გამოწურეთ. 1 ჭიქა წვენს შეურიეთ 1 ჭიქა თაფლი. თუ თაფლი ჩაშაქრდა, შეათბეთ წყლის აბაზანაში. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე ან ჭამიდან 2-3 საათის შემდეგ.
კარგია ათეროსკლეროზის, განსაკუთრებით - ტვინის სკლეროზის დროს.

                                                                                               ეკატერინე ვაშაკიძე

ვაშლის ძმარი - უებარი წამალი

 რამდენიმე ხნის წინ სახსრებმა შემაწუხა. თითქმის ყველა სახსარი მტკიოდა. არ მქონდა საშუალება, ექიმებთან და გამოკვლევებზე მევლო. დედაჩემმა ვაშლის ძმრის მიღება მირჩია. დავაყენე და დავიწყე მკურნალობა. ყოველი ჭამის დროს ვიღებდი ერთ ჭიქა წყალში გახსნილ ათ ჩაის კოვზ ძმარს. თანდათან შვება ვიგრძენი, ტკივილი შემისუსტდა და ბოლოს სულმთლად დამიცხრა.
აქვე მინდა გაგაცნოთ სხვადასხვა დაავადების სამკურნალო რამდენიმე რეცეპტი:

  • ვენების ვარიკოზული დაავადების დროს
    ვაშლის ძმარს დილა-საღამოს ისხამენ ვარიკოზულ ვენებზე და იზელენ. დაახლოებით ერთ თვეში ვენები შესამჩნევად შევიწროვდება. ამასთან ერთად დღეში 2-ჯერ სვამენ ერთ ჭიქა წყალში გახსნილ 2 ჩ/კ ვაშლის ძმარს.
  • ანგინის (ტონზილიტის) დროს
    1 ჩაის კოვზი ძმარი ერთ ჭიქა წყალში გახსენით და საათში ერთხელ ყელში გამოივლეთ. ძმრიანი წყალი არ გადმოღვაროთ, ჩაყლაპეთ. ყლაპვის დროს ნარევი რეცხავს ყელის უკანა მხარეს, სადაც გამოვლებისას ვერ აღწევს. ტკივილი რომ შესუსტდება, ინტერვალი შეიძლება ორ საათამდე გავზარდოთ. ნუშისებრ ჯირკვალზე ნალექი 12 საათში ქრება.

საკვებით მოწამვლისას
ერთ ჭიქა წყალში გახსენით 1 ჩ/კ ვაშლის ძმარი და 5 წუთში ერთხელ თითო ყლუპი სვით. მთელი ჭიქის გამოსაცლელად დაახლოებით 4 საათი დაგჭირდებათ. შემდეგ მეორე ჭიქა მოამზადეთ და ამჯერად ყოველ 5 წუთში 2 ყლუპი მიიღეთ, მესამე ჭიქა კი სვით 15-წუთიანი შუალედებით.
თუ ფაღარათი და გულისრევა გაგიგრძელდათ, სვით წყალში გაზავებული ვაშლის ძმარი მთელი დღის განმავლობაში, ვახშმად კი ცოტაოდენი მსუბუქი საკვები მიირთვით. საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობის მოსაწესრიგებლად ორი ან სამი დღე ყოველი ჭამის დროს სვით თითო ჭიქა ნარევი.

ვაშლის ძმრის მომზადების წესი
ვაშლი გარეცხეთ, დამპალი და ჭიანი ნაწილები ამოაჭერით, დაწნეხეთ ან გახეხეთ მსხვილად.



გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 03-10-2015
ამიხსენით
საჩაროზე კოვზით რომელ კოვზეა საუბარი?
თარიღი : 25-05-2015
deda
@თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული ამოქსიცილინი და მეტრონიდაზოლი გიწერიათ გაურკვევლად ყოველი ჭამის შემდეგ კი - (2 და 3) ამოქსიცილინი და მეტრონიდაზოლი!
თარიღი : 17-05-2015
ooo
ქტხოვტ დაწვრილებიტ ამიხსნატ დინგულიანი ტაფლი დგესჰი რამდენჯერ მივიგო და როგორი კოვზიტ,გმადლობბ
თარიღი : 12-04-2015
operacia
მართალია...კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წლულს,შინაური საშუალებები,ვერას აკლებს. სჭირდება,მედიკამენტოზური მკურნალობა..... მაგრამ გადის ერთი წელი,ან 6 თვე,და ისევ იჩენს თავს,ამიტომ....მისი ამოკვეთაა ჩემი აზრით,ყველაზე მიზანშეწონილი.....
თარიღი : 11-04-2015
თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული
ბავშვობიდან მაწუხებდა ტკივილები კუჭის არეში. ათასი შინაურული წამალი ვცადე: მრავალძარღვით, დინდგელით, კვაწარახით, თხის ქონზე, არყის კვირტეზე და მრავალი... მაგრამ ყველაფერი ამაოდ. გასტროფიბროსკოპით გასინჯვვების შემდეგ პროფესორ იოსელიანის მიერ დამიდგინდა თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული. დამინიშნა მედიკამენტოზური მკურნალობა დიეტით, ასევე გავიარე ექიმ კილაძის მიერ დანიშნული მედიკამენტოზური მკურნალობა ისიც დიეტით, მაგრამ ყველაფერი ისევ ამაოდ. ტკივილით, წელში მოხრილი დავდიოდი, ვერ ვიმართებოდი. კიდევ ერთხელ მივაკითხე იქვე ჩვენს მეზობლად არსებულ კლინიკას. ისევ გასტროფიბროსკოპით გასინჯვის შემდეგ ექიმმა დამისვა თორმეტგოჯა ნაწლავის უკვე "მკოცნავი" (10/8-ზე და 8/6 ზომები) წყლულის დიაგნოზი. გამომიწერა წამლები და მიღების სქემა. მხოლოდ დიაგნოზის წაკითხვის შემდეგ გავიგე, რომ თურმე საქართველოს მთავარ ენდოკრინოლოგ ვანო შენგელიძესთან ვყოფილვარ მისული. მაშინ თანხაც არ მეყო გადასახდელად და დღემდე 20 ლარი მაქვს ვალად. (ამჟამად სად მივაკითხო არ ვიცი) აღდგომოს მადლი შეეწიოს ვანო შენგელიძეს და მის ოჯახს! მინდა თქვენი ჟურნალის მეშვეობით დიდი მადლობა გადავუხადო მას, რადგან მისი მხოლოდ 2 კვირიანი, დიეტის გარეშე (ხაზს ვუსმევ დიეტის გარეშეე) მკურნალობის შედეგად სრულიად გამოჯანვმრთელდი! ეხლა წამლების დასახელება და მიღების სქემა 2 კვირის (მე მეყო! პროფილაქტიკისთვის 6 თვის შემდეგ ჩემით ისევ გავიმეორე) განმავლობაში: 1) ომეპრაზოლი 2) ამოქსიცილინი 3) მეტრონიდაზოლი დილით უზმოზე და საღამოს, ჭამის წინ - (1) ომეპრაზოლი! ყოველი ჭამის შემდეგ კი - (2 და 3) ამოქსიცილინი და მეტრონიდაზოლი! ჭამა დღეში 4-ჯერ, 4 საათიანი ინტერვალებით. ანუ თუ საუზმე 8 საათზეა, მაშინ სადილი 12 საათზე, სამხარი 4 საათზე და ვახშამიც 8 საათზე. ჰო, ერთიც... -პომიდორს კანი გადააცალე და ისე მიირთვიო :) დღემდე ასე ვაკეთებ :)
რეკომენდებული პროდუქტები
მხედველობის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 44.9
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად