დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

ნაწოლებისას კიტრის თესლის ნაყენი სცადეთ

ოჯახის ხანდაზმულ წევრს ფეხის მოტეხილობის გამო დიდხანს წოლა მოუხდა, ამიტომ ზოგიერთ ადგილას კანი დაუზიანდა, ნაწოლიც გაჩნდა. მეზობელმა კიტრის თესლის ნაყენის გამოყენება გვირჩია:

  • 50 გ კიტრის თესლს დაასხით 100 მლ 960 სპირტი ან 200 მლ არაყი. გააჩერეთ 15 დღე თბილ ადგილას, შემდეგ გადაწურეთ და რაც შეიძლება ხშირად დანამეთ ამ ნაყენით მტკივნეული ადგილები. შესაძლებელია კომპრესის და საფენების გაკეთება ამავე ხსნარში დასველებული მიტკლის ნაჭრით.
თამუნა რიჟვაძე, ბათუმი

როცა პანარიციუმი შეგაწუხებთ

თუ თითზე პანარიციუმი გაგიჩნდათ, მის მოსარჩენად:

  • ჯამში მოათავსეთ კვერცხის ცილა, დაუმატეთ 30-40 მლ 960 სპირტი და თქვიფეთ მანამ, ვიდრე თეთრი ბურბუშელა წარმოიქმნება. გადაწურეთ ნარევი საწურში, ცილის ბურბუშელა თანაბრად წაუსვით 4 ფენა დოლბანდს და შეიხვიეთ მტკივანი ფეხი, ზემოდან ცელოფანი შემოიკარით და ბანდით დააფიქსირეთ. ყოველ 7 დღეში შეცვალეთ ნახვევი. 3-4 დღეში ჭრილობა ხორცდება.
ნატუკა გოზალიშვილი, გორი

ელენთის გაჯანსაღებას ამ ნაყენით შეძლებთ

  • ელენთის გასაჯანსაღებლად თანაბარი რაოდენობით შეურიეთ გულყვითელას ყვავილი და ფარსმანდუკი, ამ ნარევის 20 გრამს დაასხით 0,5ლ მდუღარე, გააჩერეთ 40 წუთი თბილ ადგილას, გადაწურეთ და მიიღეთ ნაყენი 2-ჯერ დღეში.
ხათუნა კვირკველია, ზუგდიდი

ათეროსკლეროზს პროპოლისისა და ნივრის ნარევი შეაჩერებს

ათეროსკლეროზის განვითარების შეჩერებაში პროპოლის-ნივრის ბალზამი დაგეხმარებათ:

  • მინის მუქ ჭურჭელში მოათავსეთ 200გ ფაფისებურ მასამდე დაჭყლეტილი ნიორი, დაასხით 250 მლ არაყი, გააჩერეთ 12-14 დღე ოთახის ტემპერატურაზე ბნელ ადგილას. გადაწურეთ, დაუმატეთ 30მლ პროპოლისის ნაყენი, 50გ ნატურალური თაფლი, ყველაფერი კარგად აურიეთ ყველა კომპონენტის სრულად გახსნამდე და კიდევ 7 დღე გააჩერეთ. მიიღეთ 10 წვეთი 50გ თბილ რძეში გახსნილი, 3-ჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
ლატავრა კოვალენკო, თელავი

ღვიძლის ციროზის დროს ბაყაყურა მიიღეთ

ღვიძლის ციროზის შეჩერება მოვახერხე ბაყაყურას საშუალებით:

  • ყავის საფქვავში ორჯერ დაფქვით ბაყაყურას თესლი და მიიღეთ დღეში 3-ჯერ 1 ჩაის კოვზი, წყალთან ერთად.
ზურაბ ყვავილაშვილი, თელავი

როცა დამშვიდება მოგინდებათ

საღამოს, დაწოლის წინ დასამშვიდებლად და სრულფასოვანი ძილისთვის ვიღებ ამ საშუალებას, რომელიც ჩემ შემთხვევაში ეფექტური აღმოჩნდა.

  • 50 გრამ კამის თესლს დაასხით 0,5ლ ღვინო და ადუღეთ 15-20 წუთის განმავლობაში. მიიღეთ 50-60 მლ ძილის წინ. გართულება და გვერდითი მოვლენები არ ახასიათებს.
ნატუკა ჩეჩელაშვილი, სამტრედია