დავეხმაროთ ერთმანეთს
წელის ტკივილი ნუ შეგაშინებთ
- 50 გრამი ძმარი, 1 ქათმის კვერცხი კანიანად, 1-1 სადილის კოვზი შავი ხორბლის ფქვილი, კარაქი და ნატურალური თაფლი მოათავსეთ მინის ქილაში, თავზე მჭიდროდ დააფარეთ და შედგით ბნელ კარადაში. კვერცხის ნაჭუჭი გალღვება და გაიხსნება ძმარში. შემდეგ აიღეთ პოლიეთილენის პარკი ზომით 10X10-ზე, არც ისე სქელ ფენად წაუსვით ეს წამალი და დაიდეთ ხერხემალზე, მტკივნეულ ადგილას. შემდეგ შემოიხვიეთ პირსახოცი. შეგიძლიათ ფეხზე იყოთ, წოლა აუცილებელი არ არის. ნახვევი ერთ საათამდე მაინც უნდა გაიჩეროთ. გაიმეორეთ იგივე 2-3 ჯერ, ვიდრე ტკივილი გაგივლით და შვებას იგრძნობთ.