სამკურნალო წერილები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სამკურნალო წერილები

ინდოელი ქალები 1-2 ჩაის კოვზ ალოეს წვენს ცოტაოდენ შავ პილპილს ამატებენ და ციკლის დაგვიანების შემთხვევაში დღეში 2-ჯერ სვამენ.

ეს საშუალება ასევე ხსნის მენსტრუაციისთვის დამახასიათებელ ტკივილებსა და სპაზმებს.

  • თავშავა. 1 სუფრის კოვზ მშრალ ბალახს დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ შეფუთული 40 წუთის განმავლობაში და მიიღეთ 1 ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ.
  • გულყვითელა. გულყვითელას ყვავილებს დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 საათს და მიიღე 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ.

ეს საშუალება კარგია როგორც ციკლის დარღვევის, ასევე შარდის ბუშტის დაავადებების, სიყვითლის, რაქიტის, ხველის, კუჭის წყლულისა და ბრონქების სპაზმების დროსაც, დროებით აფერხებს და წინ ეღობება კიბოს განვითარების პროცესსაც.

  • ოხრახუში. აიღეთ 1/2 ჩაის კოვზი ოხრახუშის დანაყილი თესლი, დაასხით 2 ჩაის ჭიქა ცივი წყალი და გააჩერეთ 8 საათს. მიიღეთ 1/2 ჭიქა დღეში 4-ჯერ.

 

თირკმელების გაწმენდის მარტივი ხერხი

თირკმელები ორგანიზმიდან ყველაზე მომწამვლელ და უვარგის ნარჩენებს გამოდევნიან, ამიტომ ორგანიზმის ამ უდიდეს ფილტრს დროდადრო თვითონვე სჭირდება გაწმენდა.

  • საზამთროთი თირკმელების გაწმენდას იწყებენ ზაფხულში, როცა საზამთრო უკვე კარგა ხნის შემოსულია. ამისთვის საჭიროა, მთელი კვირის განმავლობაში მიირთვათ მხოლოდ საზამთრო და შავი პური. უნდა გვახსოვდეს, რომ ამ მეთოდით თირკმელების გაწმენდა ეკრძალებათ გულ-სისხლძარღვთა სისტემის ქრონიკული დაავადებების მქონეთ.

თუ საზამთროთი და შავი პურით თირკმელების წმენდისას წელის არეში ტკივილი შეიგრძენით, თბილ აბაზანაში უნდა ჩაწვეთ. ასე თირკმელებში დაგროვილი ნალექი და ქვიშა ორგანიზმიდან უმტკივნეულოდ გამოიდევნებიან შარდთან ერთად.

  • ასკილის ფესვების ნაყენი ეფექტური საშუალებაა ნებისმიერი ქვების დასაშლელად და გამოსადევნად. აიღეთ 2 სუფრის კოვზი ასკილის დაქუცმაცებული ფესვი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი, ადუღეთ 15 წუთი და გააცივეთ. მიიღეთ 1/3 ჭიქა დღეში 3-ჯერ 1-2 კვირის განმავლობაში.
  • თირკმელებიდან ქვების გამოდევნა ლიმონის დახმარებითაც შესაძლებელია. ამისთვის საშუალო ზომის ლიმონი გაჭერით სამად, ერთი მესამედი გაწურეთ, გამონაწურს დაამატეთ 200 გრამი ცივი ანადუღარი წყალი და მიიღეთ სამ ჯერზე, აუცილებლად ჭამის შემდეგ. სვით 10 დღის განმავლობაში. მომდევნო 10 დღე სვით ნახევარი ლიმონის წვენის ნაზავი. ამასთან ერთად, კვირაში 2-ჯერ (სამშაბათს და პარასკევს) დალიეთ 60 გრამ ზეითუნის ზეთში ჩაწურული 1/2 ლიმონის წვენი.

მე-20 დღეს დაშლილი ქვები ორგანიზმიდან შარდთან ერთად უმტკივნეულოდ გამოვა.

 

ფსორიაზი აღარ გაგიმწვავდებათ

ოჯახი გვიან შევქმენი. საბედნიეროდ, არ გამართლდა ჩემი შიში და ერთი წლის თავზე, ღვთის შეწევნით, ხელში უკვე შვილი მეჭირა... ბავშვს თავს ვევლებოდით, ცივ ნიავს არ ვაკარებდით, მაგრამ 13 წლისას ხელზე უცნობი მიზეზით გამონაყარი გაუჩნდა. ექიმებში დიდი ხნის სიარულის შემდეგ დავასკვენით, რომ ეს ფსორიაზული გამონაყარი იყო. რაც კი ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ამ პროფილის კურორტი იყო, ყველა მოვიარეთ. მშვენივრად მესმოდა, რომ ფსორიაზისგან განკურნება შეუძლებელი იყო და იმითაც კმაყოფილი ვიყავი, გამონაყარი მხოლოდ 3-4 წელიწადში ერთხელ თუ იჩენდა თავს. დრო შეიცვალა, საზღვარგარეთ კურორტებზე სიარული ვეღარ შევძელით. ვშიშობდი, მკურნალობის გარეშე გამონაყარი კვლავ გაჩნდებოდა, გულისტკივილს ვეღარ ვმალავდი და ახლობლებთანაც მეტზე არაფერზე ვლაპარაკობდი. ბევრმა ჩემი გასაჭირი გულთან მიიტანა და მალე ფსორიაზის სამკურნალო უამრავი რეცეპტი მომიგროვდა. ზოგიერთი ჩემს შვილს მართლაც მოუხდა. კურსის გავლა საჭიროა წელიწადში ორჯერ, შემოდგომასა და გაზაფხულზე, თუმცა ამ საშუალებების გამოყენება შეიძლება წელიწადის ნებისმიერ დროს, თუ დაავადება გაგიმწვავდათ.

  • ნივრის ცოცხალი წვენი ან ფაფა თაფლით შეაზავეთ და მიიღეთ.
  • 20 გრამ ხმელ დაფნის ფოთოლს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე, ადუღეთ 10 წუთს, გადაწურეთ და მიიღეთ მთელი დღის განმავლობაში სამ ულუფად. სვით 5-7 დღე.
  • ყოველდღე დალიეთ 2 მლ უშაქრო ქაცვის ზეთი.
  • აიღეთ 60 გრამი ჭინჭრის ყვავილი და ფოთოლი, დაასხით 1 ლიტრი მდუღარე და დააყენეთ. მიიღეთ დღეში 3-ჯერ 100 მლ.
  • 10 გრამ ორკბილას დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე. ჩადგით 30 წუთით მდუღარე წყლის აბაზანაში, შემდეგ შეაგრილეთ, გადაწურეთ, შეავსეთ მდუღარე წყლით 200 მლ-მდე. მიიღეთ 2-3 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ.

 

თმის მოვლა ჭინჭრითა და კვერცხით

ცხიმიანი თმისთვის

  • შეათქვიფეთ 1 კვერცხის გულს 1 სუფრის კოვზი აბუსალათინის ზეთი, შეიზილეთ ახალდაბანილი თმის ძირებში, გაიჩერეთ 1 საათს და ჩამოიბანეთ. ამ საშუალებას იყენებენ ქერტლის, კანის სიმშრალისა და ბოლოჭამიების დროსაც.
  • კარგად აურიეთ ერთმანეთში 1 სადილის კოვზი თაფლი, 1 საშუალო ზომის გახეხილი ხახვი და 1 სადილის კოვზი მცენარეული ზეთი, შეიზილეთ თმის ძირებში. დაიხურეთ რეზინის ქუდი და 1 საათის შემდეგ ჩამოიბანეთ. შველის თმის ცვენასაც.
  • 1 სუფრის კოვზ ჭინჭრის ფოთოლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, 2 საათით მოათავსეთ თერმოსში, შემდეგ გადაწურეთ და შეიზილეთ თმის ძირებში.
  • თმის ძირებში შეიზილეთ ზეითუნის ზეთში შერეული ნივრის წვენი. 1 საათის შემდეგ ჩამოიბანეთ. შველის თმის ცვენასაც.

თმის ცვენისთვის

  • 50 გრამ გამომშრალ ჭინჭრის ფოთოლს დაასხით 1 ლ ღვინის ძმარი, 7-10 დღე გააჩერეთ სიბნელეში, შემდეგ გადაწურეთ და წაისვით გამელოტებულ ადგილებზე.
  • საჭიროა 1 სუფრის კოვზი აბუსალათინის ზეთი, 1 ამპულა D2 ვიტამინი, 2 კვერცხის გული. D ვიტამინი აურიეთ აბუსალათინის ზეთში და შეიზილეთ თმის ძირებში კანის გაწითლებამდე. გაიმეორეთ ზედიზედ 3 დღის განმავლობაში. მე-4 დღეს დაიბანეთ თავი კვერცხის გულით (2 კვერცხის გული საკმარისია). ერთი დღის შემდეგ ეს ციკლი კიდევ ერთხელ გაიმეორეთ. ხშირად სამი კურსის შემდეგ გამელოტებულ ადგილზე იწყება თმის ზრდა, თმის ძირები მაგრდება, თმა ხშირდება.
  • 2 კვერცხის გული გაქენით 50 მლ წყალში, დაუმატეთ 100 მლ არაყი და 5-8 მლ ნიშადურის სპირტი. ეს ნარევი უნდა შეიზილოთ თმის ძირებში, შემდეგ კი ცხელი წყლით დაიბანოთ. რამდენიმე კვირაში წყდება თმის ცვენა და ახალი ამოდის.
  • თმის ცვენას აჩერებს კრაზანას სპირტიანი ნაყენი. აიღეთ 10 გრამი ხმელი კრაზანას ყვავილი, დაასხით 90 მლ არაყი (მშრალი თმისთვის) ან სპირტი (ცხიმიანი თმისთვის). 1 კვირა გააჩერეთ, გადაწურეთ და შეინახეთ მინის დახურულ ჭურჭელში.

ამ ნაყენით უნდა გაიწმინდოთ თავის კანი კვირაში 2-ჯერ.

 

ხველებისგან ეს მარტივი და უვნებელი საშუალება გაგათავისუფლებთ

ხველა პერიოდულად ყველას ახსენებს თავს. იგი სხვადასხვა დაავადების შედეგად შეიძლება განვითარდეს და სასურველია, მისი მიზეზი რაც შეიძლება სწრაფად დავადგინოთ, რათა დროულად განვიკურნოთ და თავი უკეთ ვიგრძნოთ, მაგრამ ხველება თავისთავადაც უსიამოვნოა. ხელი გეშლება საუბარში, ჭამაში და შესაძლოა, ოჯახის წევრებიც დავასნებოვნოთ. რომ არ შევწუხდეთ მტანჯველი ხველით და სხვებსაც გული არ გავუწყალოთ, აუცილებელია შესაბამისი პრეპარატების მიღება. მინდა, თქვენი ჟურნალის საშუალებით მკითხველს შევთავაზო რეცეპტი ხალხური მედიცინიდან. ის იოლი მოსამზადებელია, შედგება ნატურალური კომპონენტებისგან, რომლებსაც სამზარეულოში მოიძიებთ. რაც მთავარია, არ იწვევს საშიშ გართულებებს და არ აქვს უკუჩვენებები.

  • აიღეთ 1 საშუალო ზომის წითელი ხახვი, დაჭერით წვრილად, დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი თაფლი, 200 გრამი შაქარი. ამ ყველაფერს დაასხით 1 ლიტრი წყალი, დადგით დაბალ ცეცხლზე და ხარშეთ 3 საათს. ნარევი გადაწურეთ და გააცივეთ. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 4-6-ჯერ. დალევის წინ სასურველია შეათბოთ.

 

ლიქენისგან შტოშის წვენი გაგათავისუფლებთ

რამდენიმე ათეული წლის წინ, ჯერ კიდევ კომუნისტების პერიოდში, ტანსა და თავზე დამეწყო კანის აქერცვლა, გამიჩნდა მსხვილი ქერტლი. იმხანად რუსეთის ერთ პროვინციულ ქალაქში ვცხოვრობდი. მივედი ექიმთან, დამაწვინეს საავადმყოფოში, გამჭყიპეს ანტიბიოტიკებით,  მაგრამ, ცხადია, უშედეგოდ. დავბრუნდი თუ არა შინ, ჩემმა მეზობელმა, უბრალო რუსის ქალმა, შემომხედა და მაშინვე მიხვდა, რომ ლიქენი მჭირდა. შტოშის წვენის წასმაც მანვე მირჩია. მაშინვე გავქანდი, ვიყიდე ნახევარი კილო შტოში, გამოვწურე წვენი და დავიწყე წასმა კანის დაზიანებულ უბნებზე. როგორც კი გაშრებოდა, ხელმეორედ ვისვამდი. ეფექტი სამი დღის შემდეგ შევამჩნიე, ორ კვირაში კი სულ მთლად მოვრჩი.

 

სალბი და ბარამბო პირის ღრუს მოგიწესრიგებთ

რამდენიმე წელია, მაწუხებს პირის ღრუს მდგომარეობა - ჯაგრისით კბილების ხეხვისას მეწყება ღრძილებიდან სისხლის დენა, ღრძილები მიწითლდება და ოდნავ მისივდება. დისკომფორტს რომ თავი დავანებოთ, დამეთანხმებით, გაღიმებისას დაწითლებული, არაჯანსაღი ღრძილების გამოჩენა არავის ესიამოვნება. ამ პრობლემას მე სალბისა და ბარამბოს ნაყენით ვშველი და მინდა, თქვენც გასწავლოთ:

  • აიღეთ 1 ჩაის კოვზი სალბი და ამდენივე ბარამბო, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 1 საათის განმავლობაში, გადაწურეთ და გამოივლეთ პირის ღრუში ყოველ 10-15 წუთში ერთხელ. თითო გამოვლების ხანგრძლივობა სასურველია იყოს 5 წუთი, ხოლო მკურნალობის კურსი 14 დღეს შეადგენს.

 

მცენარეული ნარევი კუჭის წყლულის წამალია

რამდენიმე წლის წინ დამჩემდა ტკივილი მუცლის არეში, რომელიც დიდხანს გრძელდებოდა, თან ახლდა ღებინების შეგრძნება და გულძმარვა. გაზაფხულსა და შემოდგომაზე ტკივილები მიმწვავდებოდა. ჩავიტარე გამოკვლევები და კუჭის წყლულის დიაგნოზი დამისვეს. აბა რა მომივიდოდა - წლების განმავლობაში არასწორად ვიკვებებოდი, არც ალკოჰოლსა და თამბაქოსთან ვიყავი მწყრალად. დამინიშნეს მედიკამენტები, რომლებმაც მდგომარეობა შემიმსუბუქა, მომიწესრიგა საჭმლის მონელება და ტკივილებიც შემიწყდა. მაგრამ მუდამ წამლებზე ხომ არ ვიქნებოდი? გარდა მათი სიძვირისა, მოსალოდნელი გვერდითი ეფექტებისაც მეშინოდა. ამიტომ მოვიძიე მცენარეული რეცეპტები და ამ საშუალებებით გავაგრძელე მკურნალობა. თავდაპირველად ყველას მინდა ვურჩიო, მოიწესრიგოს კვების რეჟიმი, საკვები მიიღოს ხშირად და მცირე ულუფებით, უარი თქვას ალკოჰოლსა და სიგარეტზე. სამკურნალო ნახარში კი ასე მზადდება:

  • აიღეთ თითო ჩაის კოვზი გვირილა, პიტნის ფოთოლი და ცაცხვის ყვავილი, დაასხით 1,5 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, დადგით ნელ ცეცხლზე და ადუღეთ 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ დააყენეთ 2 საათით. ნახარში გადაწურეთ და მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ. მკურნალობის კურსი 1 თვეა.

 

ნიორი კუჭის დაბალი მჟავიანობის დროს დაგეხმარებათ

ჩემი სამსახურის გამო კვების რეჟიმის დაცვას ვერ ვახერხებ, ხშირად მიწევს სახელდახელოდ წახემსება მშრალი საკვებით, რამაც ჩემს კუჭ-ნაწლავს ძალიან ავნო - დამეწყო მუცლის შებერილობა, ყაბზობა. მივედი ექიმთან, ჩავიტარე გამოკვლევები და აღმომაჩნდა ქრონიკული გასტრიტი კუჭის წვენის დაბალი მჟავიანობით. ჩემმა მეგობარმა მირჩია, ეს წამალი მომემზადებინა და მიმეღო. დავუჯერე მას და თქვენც გიზიარებთ ამ რეცეპტს, რადგან მართლაც შედეგიანი აღმოჩნდა.

  • აიღეთ 2 თავი ახალი ნიორი, დაჭერით წვრილად, მოათავსეთ მინის ქილაში და დაასხით 2 ჩაის ჭიქა არარაფინირებული ზეთი. ერთი დღე-ღამის შემდეგ ამ ნარევს დაამატეთ 2 ლიმონის წვენი. ამის შემდეგ ქილას მჭიდროდ დაახურეთ თავსახური და მოათავსეთ ბნელ, გრილ ადგილას. 1 კვირის შემდეგ ნაყენი მზადაა. გემო, რასაკვირველია, სპეციფიკური აქვს. სამაგიეროდ, მაღლა სწევს მჟავიანობას და გაგათავისუფლებთ ყაბზობისგან. მიიღეთ 1 ჩაის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. შეგიძლიათ, 3 თვე მიიღოთ, შემდეგ 1 თვე შეისვენოთ, მერე კი სურვილის შემთხვევაში გააგრძელოთ.

 

კალანჰოეს სპირტხსნარი ვენების პრობლემას მოგიგვარებთ

თუ ვენებთან დაკავშირებული პრობლემები შეგექმნათ, პანიკაში არ ჩავარდეთ, უბრალოდ, დაიწყეთ მოქმედება. პირველ რიგში კვების რაციონში შეიტანეთ ზღვის პროდუქტები, მჟავე კომბოსტო, ვაშლი, ბადრიჯანი, ბოლოკი, ახალი ტყემალი, ლიმონი, ბრინჯი, ჭარხალი. სწორედ ასე მოვიქეცი, როდესაც მუცლის ღრუზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ თავი იჩინა ვენების პრობლემამ. დამეწყო ფეხების შეშუპება, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ფეხის კუნთებზე მძიმე ტვირთი დამკიდესო. მედიკამენტური საშუალებებიც გამოვიყენე, მალამოებიც ვისვი, მაგრამ უპირატესობა მაინც ბუნებრივ საშუალებას მივანიჭე და არც შევმცდარვარ.

  • აიღეთ კალანჰოეს ფოთლები, გარეცხეთ, გააშრეთ, დაჭერით წვრილად, ჩაყარეთ ნახევარლიტრიან ქილაში (ნახევრამდე) და ქილა შეავსეთ სპირტით ან არყით, დაახურეთ მჭიდრო თავსახური და მოათავსეთ ბნელ გრილ ადგილას 1 კვირით, პერიოდულად შეაჯანჯღარეთ. შემდეგ გაფილტრეთ. ეს ნაყენი ძილის წინ შეიზილეთ ფეხებზე, ტერფიდან მუხლამდე და უფრო ზევითაც. ნაყენი სწრაფად გაგათავისუფლებთ ვენების ვარიკოზული გაგანიერებით გამოწვეული ტკივილებისგან. მცირე ვენების ლურჯი ბადის მოსაშორებლად ეს პროცედურა 3-4 თვის განმავლობაში ყოველდღიურად ჩაიტარეთ.