თუ ზამთრის დეპრესია გტანჯავთ
მდგომარეობიდან გამოსვლაში ეს საშუალებები დაგეხმარებათ:
- 1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ბაბუაწვერას ფესვებს, ღეროებსა და ფოთლებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი, ადუღეთ 15 წუთი, გააცივეთ 45 წუთი და გადაწურეთ. ენერგიისათვის უნდა სვათ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ ჭამამდე, დაახლოებით 2-3 კვირის მანძილზე.
- აიღეთ 1 სადილის კოვზი ბაბუაწვერას ფესვები და დაასხით 1 ჩაის ჭიქა არაყი ან სპირტი, გააჩერეთ 2 კვირა, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 30 წვეთი წყალთან ერთად, დღეში 3-ჯერ ჭამამდე.
ენერგიისათვის კარგია კაკლის ფოთოლთა ნაყენიც:
- 10 გრამ კაკლის მშრალ ფოთოლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი, ადუღეთ 15 წუთი, გააცივეთ 45 წუთი და გადაწურეთ. მიიღეთ 1 სადილის კოვზი 3-ჯერ დღეში.
- 2 სუფრის კოვზ მშრალ დაქუცმაცებულ ნიახურის ფოთოლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა ანადუღარი წყალი, გააჩერეთ 2 საათი და გადაწურეთ. მიიღეთ 1/3 ჭიქა 3-ჯერ დღეში.
მანანა გ., ყვარელი