დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

  • 1 ჩ/კ ქრისტესისხლა, თითო სუფრის კოვზი გვირილისა და გულყვითელას ყვავილი. ნარევი საღამოს მოათავსეთ თერმოსში, დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ მთელი ღამე, დილით გადაწურეთ და მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა ნაყენი 3-ჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, ყოველდღიურად 1,5 თვის განმავლობაში.
ლელა ქუთათელაძე, სამტრედია

ქუთუთოების შეშუპებას სალბი მოგიხსნით

ბევრი ქალისთვის ნაცნობია დილით შეშუპებული თვალებით, განსაკუთრებით ქვედა ქუთუთოს შეშუპებით გაღვიძება. ამ სიმპტომების აღსაკვეთად:

  • 0,5 მდუღარე წყალი დაასხით 1 ჩ/კ სალბის დაქუცმაცებულ ხმელ ფოთოლს. გააჩერეთ 15-20 წუთი, გადაწურეთ, გაყავით ნაყენი 2 თანაბარ ნაწილად. ერთი გააცივეთ. თბილ ნაყენში დაასველეთ 2 ტამპონი და დაიდეთ 10 წუთით ქვედა ქუთუთოებზე. შემდგომ იგივე გაიმეორეთ ცივ ნაყენში დასველებული ტამპონებით. ეს პროცედურა გაიმეორეთ 2-ჯერ და ჩაიტარეთ ძილის წინ კვირაში 2-3-ჯერ. მკურნალობის კურსი 1 თვეა.
ნანა დალაქიშვილი, ბათუმი

რევმატიზმს არყისა და თაფლის ნარევით უწამლებთ

  • ჭიქა-ნახევარ თალგამის წვენს დაუმატეთ 1 ჭიქა თაფლი, ნახევარი ჭიქა არაყი და 1 სადილის კოვზი მსხვილი მარილი. ეს ყველაფერი კარგად აურიეთ ერთგვარი მასის მიღებამდე და დღეში 2-ჯერ შეიზილეთ მტკივნეულ სახსრებში.

რევმატიზმს ნიახურის ფესვების წვენიც შველის:

  • აიღეთ 1 სადილის კოვზი ახალდაქუცმაცებული ნიახურის ფესვები, დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი და შეფუთეთ 4 საათის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ და მიღებული ნაყენი დალიეთ 2 სადილის კოვზის ოდენობით 3-4-ჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
  • შეგიძლიათ ნიახურის ფესვების ნაყენი ცივ წყალზეც მოამზადოთ, ოღონდ ასეთი მეთოდით დამზადებული წამალი უნდა დალიოთ მეოთხედი ჭიქის ოდენობით, 3-ჯერ დღეში, ჭამამდე.
თათული ხარაძე, თბილისი

ნივრის ზეთი პოდაგრას ამარცხებს

რამდენიმე წელია მაწუხებს პოდაგრა. პერიოდულად სხვადასხვა სახსარი მტკივა და მიშუპდება. მას შემდეგ, რაც ნივრის ზეთის მიღება დავიწყე, მდგომარეობა მნიშვნელოვნად გამიუმჯობესდა:

  • 2 თავი ნიორი დანაყეთ ხის ქვასანაყში. ეს მასა გადაიტანეთ მინის ქილაში, რომელიც ნახევრად შევსებული იქნება ზეთით. კარგად გადაურიეთ და დადგით 10 დღე მზიან ადგილზე. დღეში 3-ჯერ აუცილებლად მოურიეთ. ამის შემდეგ გადაწურეთ, ჩაასხით ზეთი მუქ მინის ბოთლში, დაუმატეთ 1 წვეთი გლიცერინი და მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. მკურნალობის კურსი 1-3 თვეა, ერთთვიანი შესვენების შემდეგ კურსის გამეორება შეიძლება. ზეთი შეინახეთ მაცივარში, მჭიდროდ თავდახურულ ბოთლში.
ნოდარ კიკაჩეიშვილი, ქუთაისი