დავეხმაროთ ერთმანეთს
- 1 ჩ/კ ქრისტესისხლა, თითო სუფრის კოვზი გვირილისა და გულყვითელას ყვავილი. ნარევი საღამოს მოათავსეთ თერმოსში, დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ მთელი ღამე, დილით გადაწურეთ და მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა ნაყენი 3-ჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, ყოველდღიურად 1,5 თვის განმავლობაში.
ბევრი ქალისთვის ნაცნობია დილით შეშუპებული თვალებით, განსაკუთრებით ქვედა ქუთუთოს შეშუპებით გაღვიძება. ამ სიმპტომების აღსაკვეთად:
- 0,5 მდუღარე წყალი დაასხით 1 ჩ/კ სალბის დაქუცმაცებულ ხმელ ფოთოლს. გააჩერეთ 15-20 წუთი, გადაწურეთ, გაყავით ნაყენი 2 თანაბარ ნაწილად. ერთი გააცივეთ. თბილ ნაყენში დაასველეთ 2 ტამპონი და დაიდეთ 10 წუთით ქვედა ქუთუთოებზე. შემდგომ იგივე გაიმეორეთ ცივ ნაყენში დასველებული ტამპონებით. ეს პროცედურა გაიმეორეთ 2-ჯერ და ჩაიტარეთ ძილის წინ კვირაში 2-3-ჯერ. მკურნალობის კურსი 1 თვეა.
- ჭიქა-ნახევარ თალგამის წვენს დაუმატეთ 1 ჭიქა თაფლი, ნახევარი ჭიქა არაყი და 1 სადილის კოვზი მსხვილი მარილი. ეს ყველაფერი კარგად აურიეთ ერთგვარი მასის მიღებამდე და დღეში 2-ჯერ შეიზილეთ მტკივნეულ სახსრებში.
რევმატიზმს ნიახურის ფესვების წვენიც შველის:
- აიღეთ 1 სადილის კოვზი ახალდაქუცმაცებული ნიახურის ფესვები, დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი და შეფუთეთ 4 საათის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ და მიღებული ნაყენი დალიეთ 2 სადილის კოვზის ოდენობით 3-4-ჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
- შეგიძლიათ ნიახურის ფესვების ნაყენი ცივ წყალზეც მოამზადოთ, ოღონდ ასეთი მეთოდით დამზადებული წამალი უნდა დალიოთ მეოთხედი ჭიქის ოდენობით, 3-ჯერ დღეში, ჭამამდე.
ნივრის ზეთი პოდაგრას ამარცხებს
რამდენიმე წელია მაწუხებს პოდაგრა. პერიოდულად სხვადასხვა სახსარი მტკივა და მიშუპდება. მას შემდეგ, რაც ნივრის ზეთის მიღება დავიწყე, მდგომარეობა მნიშვნელოვნად გამიუმჯობესდა:
- 2 თავი ნიორი დანაყეთ ხის ქვასანაყში. ეს მასა გადაიტანეთ მინის ქილაში, რომელიც ნახევრად შევსებული იქნება ზეთით. კარგად გადაურიეთ და დადგით 10 დღე მზიან ადგილზე. დღეში 3-ჯერ აუცილებლად მოურიეთ. ამის შემდეგ გადაწურეთ, ჩაასხით ზეთი მუქ მინის ბოთლში, დაუმატეთ 1 წვეთი გლიცერინი და მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. მკურნალობის კურსი 1-3 თვეა, ერთთვიანი შესვენების შემდეგ კურსის გამეორება შეიძლება. ზეთი შეინახეთ მაცივარში, მჭიდროდ თავდახურულ ბოთლში.