News
- თანაბარი რაოდენობით შეურიეთ კულმუხოსა და ტუხტის ფესვები. დაასხით ამ ნარევის 1 სუფრის კოვზს 200 მლ მდუღარე წყალი, დაახურეთ სარქველი, დადგით ორთქლის აბაზანაზე 30 წუთით. ამის შემდეგ გააჩერეთ 10 წუთი, გადაწურეთ, ნალექიც გაწურეთ და მომზადებული ნაყენი დღის განმავლობაში მიიღეთ ყოველ ორ საათში 1 ს/კ.
ნათელა აბულაშვილი, წნორი
ათეროსკლეროზს ამ მცენარეული ნაყენით გაუმკლავდებით
ათეროსკლეროზი ძალზე ვერაგი დაავადებაა, რომელმაც სიცოცხლისთვის საშიში გართულებები შეიძლება გამოიწვიოს. ამიტომ უმნიშვენლოვანესია მისი დროული მიხედვა და შეძლებისდაგვარად სრული განკურნება.
- ნახევარლიტრიან ბოთლში მოცულობის 2/3 აავსეთ ასკილით, ბოლომდე შეავსეთ არყით. 2 კვირა გააჩერეთ ბნელ ადგილას, ყოველდღიურად შეანჯღრიეთ. გადაწურეთ და მიიღეთ ნაყენის 20 წვეთი დღეში ერთხელ.
ნინა ლომთაძე, თბილისი