დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

ფრჩხილებს სოკოთი გამოწვეული ცვლილებები რომ შევნიშნე, დროულად მივმართე სპეციალიტს, რომელმაც ეფექტიანი სამკურნალო საშუალება მასწავლა.

მინდა თქვენც გაგიზიაროთ ეს შედეგიანი მეთოდი:

  • წვრილად დაჭერით 1-2 თავი ნიორი, მოათავსეთ დიდ ჭურჭელში, ნელ-ნელა დაამატეთ 3/4 ჩაის ჭიქა ზეითუნის ან მზესუმზირას ზეთი და დადგით მზის სინათლეზე 10 დღის განმავლობაში. მოურიეთ დღეში 2-3-ჯერ. მეთერთმეტე დღეს გაფილტრეთ, დაამატეთ 2-3 წვეთი ევკალიპტის ზეთი ან გლიცერინი, გადაასხით მინის მუქ ბოთლში, კარგად დაახურეთ და დადგით მაცივარში 1 თვის განმავლობაში.

ერთი თვის შემდეგ წამალი მზად არის და მისი წასმა უკვე შეგიძლიათ სოკოთი დაზიანებულ ადგილებზე.

თუ წამლის დამზადება ვერ მოასწარით და უკვე დაინფიცირდით, შეგიძლიათ დაზიანებულ ადგილას ლიმონის წვენი წაისვათ, ან გახეხოთ ნიორი და შეურიოთ ნაღების კარაქს თანაფარდობით 1:1.

კახა ვაშაძე, რუსთავი

დეპრესიას ლიმონი და კვერცხი დაგამარცხებინებთ

პირად ცხოვრებაში არსებულმა პრობლემებმა საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ჩამაგდო დეპრესიაში.

ყველა რაღაცას მთავაზობდა. ფსიქიატრთან მისვლაზე თავიდანვე კატეგორიული უარი განვაცხადე და ბოლოს, ქალიშვილის თხოვნით, დამამშვიდებელი მცენარეული ნაყენის დალევა დავიწყე. ფიტოთერაპიიდან ორი კვირის შემდეგ სულიერად დავმშვიდდი და პრობლემებისადმი დამოკიდებულებაც შევცვალე, მომავალს იმედის თვალით დავუწყე ყურება.

ეს ძალიან ეფექტიანი საშუალებაა. მისი გამოყენება შეგიძლიათ შეუზღუდავად.

წამლის დასამზადებლად საჭიროა ერთი კვერცხი და 2 ლიმონი:

  • საღამოს კარგად გარეცხეთ ახალი კვერცხი, გამოწურეთ ორი დიდი ზომის ლიმონის წვენი და ნაჭუჭიანი კვერცხი ისე მოათავსეთ მასში, რომ კვერცხი მთლიანად დაიფაროს წვენით. ასე გააჩერეთ ღამის განმავლობაში. დილით ამოიღეთ კვერცხი ლიმონის წვენიდან, კარგად მოურიეთ სითხეს და დალიეთ უზმოზე. ნაყენის თეთრი ლაქები ნუ შეგაშინებთ, ლიმონის წვენს მონაცრისფრო ფერი უნდა დაჰკრავდეს. წვენიდან ამოღებული კვერცხი შეგიძლიათ ნებისმიერ საჭმელში ჩვეულებრივ გამოიყენოთ.

მკურნალობის ხანგრძლივობა 2-3 კვირაა.

მისი მიღება არ უნდა შეწყვიტოთ შედეგის გამოჩენისთანავე. თერაპიის შესაწყვეტად შედეგიდან ერთი კვირა მაინც უნდა გავიდეს.

ა. რაზმაძე, დმანისი