დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2019

კითხვა-პასუხი

დავეხმაროთ ერთმანეთს

დავეხმაროთ ერთმანეთს
ფრჩხილის სოკოს ნივრის მალამო აქრობს მოგეხსენებათ, დღეს სოკოვანი ინფექციით დაინფიცირება ადვილია, მისგან განკურნება კი - ძნელი. ფრჩხილებს სოკოთი გამოწვეული ცვლილებები რომ შევნიშნე, დროულად მივმართე სპეციალიტს, რომელმაც ეფექტიანი სამკურნალო საშუალება მასწავლა.

მინდა თქვენც გაგიზიაროთ ეს შედეგიანი მეთოდი:

  • წვრილად დაჭერით 1-2 თავი ნიორი, მოათავსეთ დიდ ჭურჭელში, ნელ-ნელა დაამატეთ 3/4 ჩაის ჭიქა ზეითუნის ან მზესუმზირას ზეთი და დადგით მზის სინათლეზე 10 დღის განმავლობაში. მოურიეთ დღეში 2-3-ჯერ. მეთერთმეტე დღეს გაფილტრეთ, დაამატეთ 2-3 წვეთი ევკალიპტის ზეთი ან გლიცერინი, გადაასხით მინის მუქ ბოთლში, კარგად დაახურეთ და დადგით მაცივარში
    1 თვის განმავლობაში.

ერთი თვის შემდეგ წამალი მზად არის და მისი წასმა უკვე შეგიძლიათ სოკოთი დაზიანებულ ადგილებზე.

თუ წამლის დამზადება ვერ მოასწარით
და უკვე დაინფიცირდით, შეგიძლიათ დაზიანებულ ადგილას ლიმონის წვენი წაისვათ, ან გახეხოთ ნიორი და შეურიოთ ნაღების კარაქს თანაფარდობით 1:1.

კახა ვაშაძე, რუსთავი



დეპრესიას ლიმონი და კვერცხი დაგამარცხებინებთ

პირად ცხოვრებაში არსებულმა პრობლემებმა საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ჩამაგდო დეპრესიაში.

ყველა რაღაცას მთავაზობდა. ფსიქიატრთან მისვლაზე თავიდანვე კატეგორიული უარი განვაცხადე და ბოლოს, ქალიშვილის თხოვნით, დამამშვიდებელი მცენარეული ნაყენის დალევა დავიწყე. ფიტოთერაპიიდან ორი კვირის შემდეგ სულიერად დავმშვიდდი და პრობლემებისადმი დამოკიდებულებაც შევცვალე, მომავალს იმედის თვალით დავუწყე ყურება.

ეს ძალიან ეფექტიანი საშუალებაა. მისი გამოყენება შეგიძლიათ შეუზღუდავად.

წამლის დასამზადებლად საჭიროა ერთი კვერცხი და 2 ლიმონი:

  • საღამოს კარგად გარეცხეთ ახალი კვერცხი, გამოწურეთ ორი დიდი ზომის ლიმონის წვენი და ნაჭუჭიანი კვერცხი ისე მოათავსეთ მასში, რომ კვერცხი მთლიანად დაიფაროს წვენით. ასე გააჩერეთ ღამის განმავლობაში. დილით ამოიღეთ კვერცხი ლიმონის წვენიდან, კარგად მოურიეთ სითხეს და დალიეთ უზმოზე. ნაყენის თეთრი ლაქები ნუ შეგაშინებთ, ლიმონის წვენს მონაცრისფრო ფერი უნდა დაჰკრავდეს. წვენიდან ამოღებული კვერცხი შეგიძლიათ ნებისმიერ საჭმელში ჩვეულებრივ გამოიყენოთ.

მკურნალობის ხანგრძლივობა 2-3 კვირაა.

მისი მიღება არ უნდა შეწყვიტოთ შედეგის გამოჩენისთანავე. თერაპიის შესაწყვეტად შედეგიდან ერთი კვირა მაინც უნდა გავიდეს.

ა. რაზმაძე, დმანისი
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.9
ნერვული სისტემის გაძლიერებისთვის -60აბი
ფასი: 22.9
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
დიეტოლოგია
მაღალცხიმიანი და დაბალნახშირწყლოვანი დიეტა - LCHF: გახდომა სიამოვნებით - ეს დიეტა წვავს ცხიმებს.
ადამიანების დიდი ნაწილი ყოველდღიურად დიდი რაოდენობით ტკბილ, გაზიან, გამაგრილებელ სასმელს იღებს.
სპეციალისტებმა შეისწავლეს ეფექტი, რომელსაც ორგანიზმზე „დროში შეზღუდული“ კვება ახდენს, რაც იმას
კატეგორიის სხვა სტატიები
ნიგოზის სარგებელი ყველასთვის ცნობილია, თუმცა, ორგანიზმზე ასევე დადებითად
ხველას ეს მცენარეული საშუალება შეგიმსუბუქებთ
ეს საშუალება სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ და იმუნიტეტის ასამაღლებლადაც შეიძლება გამოიყენოთ.
ზურგის ტკივილის მკურნალობა ხალხური მეთოდითაც შესაძლებელია ზურგის ტკივილი ყველა დიასახლისისთვის ნაცნობია.
დიდგულა ორგანიზმს საიმედოდ გაგიწმენთ ეკოლოგიურად არცთუ სახარბიელო გარემოში ორგანიზმის გაწმენდა,
"ჩვენს სანათესაოში თითქმის ყველას ჰქონდა კენჭები, ზოგს - თირკმელში, ზოგს - ნაღვლის ბუშტში.
პაპილომა კანის უჯრედების კეთილთვისებიანი სიმსივნური წანაზარდია.
ანგინა ცხელებით, ინტოქსიკაციითა და ნუშურა ჯირკვლების გამოხატული ანთებით მიმდინარე მწვავე ინფექციური დაავადებაა.
ალბათ ბევრს აინტერესებს, რატომ იღებენ სისხლს ანალიზისთვის მაინცდამაინც უსახელო (მეოთხე) თითიდან?
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად