დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

ნივთიერებათა ცვლის ტოქსიკური პროდუქტების ორგანიზმიდან დროული გამოდევნა, ყველასთვის მწვავე პრობლემაა.

მინდა ხანგრძლივი ძიების შედეგად მოპოვებული საშუალება შემოგთავაზოთ, რომელიც მართალია მარტივი დასამზადებელია, მაგრამ ძალზე მარგებელია:

  • 1 სადილის კოვზ დიდგულას ყვავილს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. 2 საათი შეფუთეთ და შემდეგ გაწურეთ. ნაყენი გაყავით 3 ნაწილად და დღეში მიიღეთ თითო ნაწილი 3-ჯერადი მიღებით. მეორე დღეს იგივე წამალი დაამზადეთ და ანალოგიურად მიიღეთ. მკურნალობის კურსი ერთკვირიანია.

ორგანიზმის გაწმენდას ემსახურება ეს საშუალებაც:

  • აიღეთ 1 ჩაის ჭიქა თაფლი, 1 ჩაის ჭიქა ვაშლის ძმარი და 1 საშუალო ზომის ნიორი. ნიორი გახეხეთ სახეხზე და შეურიეთ ძმარსა და თაფლს. ნარევი მოათავსეთ ქილაში, მჭიდროდ დაახურეთ თავსახური და დადგით მაცივარში არანაკლებ 5 დღე-ღამე. მეექვსე დღეს წამალი მზადაა. 1-2 ჩაის კოვზი ნარევი გააზავეთ 1 ჩაის ჭიქა წყალში ან წვენში და დალიეთ საუზმის წინ. მკურნალობის კურსი განაგრძეთ მანამ, ვიდრე სითხე გეყოფათ. ამგვარი თერაპია შეგიძლიათ ჩაიტაროთ წელიწადში ერთხელ.

ლ. ზარიძე, ლანჩხუთი

ჭარხალი მავნე ქოლესტერინს ამარცხებს

ჭარხალი ნატრიუმსა და კალციუმს უნიკალური თანაფარდობით, 10:1, შეიცავს, რის გამოც საუკეთესო საშუალებაა ცხიმოვანი ცვლის მოსაწესრიგებლად და შესაბამისად, ჭარბი წონის მოსაცილებლადაც.

გარდა ამისა, მასში დიდი რაოდენობითაა იოდი, ბოსტნეულს შორის ამ მიკროელემენტის შემცველობით ის მოწინავეა.

ჭარხალში უხვადაა მაგნიუმიც, რომელიც არეგულირებს სისხლძარღვთა ტონუსს და ეწინააღმდეგება თრომბების წარმოქმნას.

ქარხალში არსებულ უჯრედისს და პექტინებს ორგანიზმიდან სწრაფად გამოაქვს მავნე ქოლესტერინი.

  • ასე რომ, ორგანიზმის მავნე ქოლესტერინისა და ათეროსკლეროზისგან დასაცავად ყოველდღიურად უნდა მიიღოთ 0,5 კგ-დან 1 კგ-მდე მოხარშული ჭარხალი უყველაფროდ, რომელიც უნდა გაანაწილოთ 3 ნაწილად და ყოველი ჭამის შემდეგ დააყოლოთ ძირითად ულუფას. ამ მიზნით ჭარხალი 15 დღიდან 30 დღემდე მიიღეთ.

ე. გამრეკელი, თბილისი