დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2019

კითხვა-პასუხი

დავეხმაროთ ერთმანეთს

დავეხმაროთ ერთმანეთს
კბილის ტკივილის დროს სალბი გიშველით ვისაც ერთხელ მაინც გამოუცდია კბილის ტკივილი, იცის, რა მტანჯველი რამ არის. ამიტომ ჩემი გამოცდილება მინდა სხვებსაც გავუზიარო.

59 წლის ვარ და მთელი ცხოვრება კბილების სათანადოდ მოვლას ვცდილობდი, მაგრამ ერთხელ კბილი მაინც ამტკივდა და კოშმარი განმაცდევინა. ტკივილი თავში, ყურში, თვალსა და ყელშიც კი ვრცელდებოდა, ამ მდგომარეობას სალბის ნაყენით გავუმკლავდი:

  • 2 სუფრის კოვზ სალბის ფოთლებს დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 საათით და თბილი ნაყენი გამოივლეთ პირის ღრუში.

ზაზა კვაღინიძე, ოზურგეთი


ქრიზანთემის ყვავილის ფურცლები დაგამშვიდებთ და განწყობილებას გაგიუმჯობესებთ

რამდენიმე ხნის წინ გადატანილი უსიამოვნებებისა და სტრესის შემდეგ გუნება-განწყობილება დამიქვეითდა, დამეწყო შფოთვა და ქოშინი. მეგობარმა ქრიზანთემის ყვავილის ფურცლების აბაზანები მირჩია:


დეა ჭოლოკავა, ზუგდიდი


ქერტლისა და თმის ცვენის სამკურნალო შამპუნი


ქერტლისა და თმის ცვენის სამკურნალო შამპუნის დასამზადებლად მოაგროვეთ ჭინჭარი, მრავალძარღვა, კრაზანა, ვირისტერფა და კულმუხო. ყველაფერი გარეცხეთ და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. შემდგომ კარგად გამოწურეთ წვენი.

დარჩენილ მცენარეებს დაასხით 3-4 ლიტრი წყალი და ნელ ცეცხლზე 10-15 წუთით გააჩერეთ, რომ კარგი ნახარში მიიღოთ.

  • გამოწურული წვენი უნდა შეიზილოთ თავის კანსა და თმაში, თავზე ცელოფნის პარკი დაიფარეთ, შემდეგ კი - თავსაფარი და გაიჩერეთ 2-3 საათი. შემდეგ თავი ამავე მცენარეების ნახარშის ნაწურით დაიბანეთ, ბოლოს კი, ჩვეულებრივად, თბილი წყალი გადაივლეთ.

ასე უნდა მოიქცეთ კვირაში 3-ჯერ, 3 კვირის შემდგომ თავის კანი სრულად გასუფთავდება როგორც ქერტლის, ისე ცხიმისაგან.

რომან ნ. ცხრაწყარო


დეპრესიისგან ნიორი გიხსნით

ნევრასთენია, დეპრესია, ფიზიკური და გონებრივი გამოფიტვა, ქრონიკული დაღლილობა - ეს ხომ თანამედროვე ცხოვრების თანმდევი მოვლენები გახდა, ხშირად ყოველივეს უძილობაც დაერთვის და ადამიანის ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად ქვეითდება.

ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, მეგობარმა ამ სიმპტომთაგან განსკურნებლად ნიორი რომ შემომთავაზა. ნიორს, სხვა მრავალ სასარგებლო თვისებასთან ერთად, მსგავსი პრობლემების მოგვარებაც შესძლებია:

  • კარგად გაატარეთ ნიორი ხორცსაკებ მანქანაში ან ნივრის საჭყლეტში. 0,5 ჭიქა გატარებულ ნიორს დაუმატეთ 1 ჭიქა ხახვის წვენი. აურიეთ კარგად და დაუმატეთ 1 ლიტრი ვაშლის ნატურალური ძმარი. დადგით ბნელსა და თბილ ადგილად 1 დღე-ღამე, დროდადრო ოდნავ მოურიეთ ან შეანჯღრიეთ. მომდევნო დღეს შეათბეთ 0,5 კგ ნატურალური თაფლი 30 წუთის განმავლობაში ისე, რომ არ აადუღოთ. თაფლის გათბობისას მის თავზე წარმოქმნილი ქაფი უნდა მოაცილოთ. თაფლი ოდნავ რომ გაცივდება, დაასხით ნივრისა და ხახვის წვენის ნარევს და დადგით 10 დღე. დროდადრო კვლავ ურიეთ. უნდა მიიღოთ 4-ჯერ დღეში 1 ჩაის კოვზით, ჭამიდან 1,5 საათის გასვლის შემდგომ. 1-თვიანი ასეთი მკურნალობის ეფექტიანობაში თავად დარწმუნდებით.

ტატიანა რ. გორი


ენტერიტთან გამკლავებაში გვირილა დამეხმარა

გვირილა დამეხმარა უამრავ დაავადებასთან გამკლავებაში, მათ შორის - ენტერიტთანაც, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში სიცოცხლეს მიმწარებდა. ენტერიტი წვრილი ნაწლავების დაავადებაა, რომელიც საჭმლის ნორმალურ მონელებას უშლის ხელს.

გვირილა კუჭსა და ნაწლავებს აცილებს დაზიანებულ ლორწოვან გარსს, აქრობს ანთებას და ტკივილსაც აამებს, ამცირებს ნაწლავებში დუღილის პროცესებს.

  • აიღეთ 2 სადილის კოვზი გვირილის დაქუცმაცებული ყვავილები, დაასხით 500 მლ მდუღარე წყალი და ჩაასხით თერმოსში. დადგით 1-2 საათი, გაწურეთ. მიღების წინ გახსენით მასში 50 გრამი თაფლი და დალიეთ 3-4 ჯერზე დღის განმავლობაში. მკურნალობის კურსი თვეა, აუცილებლობის შემთხვევაში, შეგიძლიათ ორკვირიანი შუალედის შემდგომ გაიმეოროთ. ორი კურსის შემდეგ განიკურნებით ენტერიტისგან და მისი მიღება შემდგომ უკვე წელიწადში ერთხელ მოგიწევთ პროფილაქტიკისთვის.

ქეთევან მ., ტაბახმელა


გამოჯანმრთელებას კრაზანას ვუმადლი

ორსულობისა და ცხოვრების არასწორი წესის გამო ახალგაზრდობაშივე დამეწყო ქვედა კიდურებთან დაკავშირებული პრობლემები და ლიმფოსტაზი განმივითარდა.

შესივებული კიდურები, გარდა იმისა, რომ არაესთეტიკური იყო პერიოდულად გაჩენილი ტროფიკული წყლულების გამო, ჯანმრთელობის პრობლემებსაც მიქმნიდა. ბოლოს მეგობარმა მირჩია კრაზანასგან დამზადებული საშუალება მეცადა, რადგან ის კარგად კურნავდა წყლულებს:

  • აიღეთ ამ მცენარის ახალი ფოთლები, გარეცხეთ და გააშრეთ ნაჭერზე, ჩრდილში და არა მზეზე. შემდეგ ჩადეთ სქელ ცელოფანში და კარგად დანაყეთ, ისე, რომ წვენი არ დაკარგოს და ამავე სახით დაიდეთ უშუალოდ წყლულებზე. ზემოდან შეგიძლიათ წყლული კომპრესის ქაღალდით დაფაროთ ან დოლბანდით მსუბუქად შეიხვიოთ. ნახვევი უნდა გამოიცვალოს 2-3 საათის შემდგომ, სასურველია, თუ დღეში მას 3-ჯერ გამოცვლით. შედეგი მე-3 დღეს დავინახე. იმ დღიდან კრაზანა მუდმივად არის ჩემს აფთიაქში და ძველებურად აღარც წყლულების გაჩენა მაშინებს.

ნინო ს. თბილისი
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
ნერვული სისტემის გაძლიერებისთვის -60აბი
ფასი: 22.9
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.9
მხედველობის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 44.9
დიეტოლოგია
მწვანე ჩაისა და სტაფილოში არსებულ ნაერთებს ალცჰაიმერის დაავადების განვითარების შეჩერების უნარი გააჩნია.
როდესაც დიეტაზე ხართ, ძირითადად, იცით, რა უნდა აირიდოთ თავიდან, მაგალითად, ტკბილეული, პური, ცხიმიანი
ათენის ნაციონალურ უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად საჭიროა რეგულარულად მივიღოთ
კატეგორიის სხვა სტატიები
ნიგოზის სარგებელი ყველასთვის ცნობილია, თუმცა, ორგანიზმზე ასევე დადებითად
ეს საშუალება სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ და იმუნიტეტის ასამაღლებლადაც შეიძლება გამოიყენოთ.
შუახნის ასაკში გული ასე დაიმშვიდეთ მთელი ცხოვრება 40 წლის მოახლოებისა მეშინოდა, რატომ - არ ვიცი.
დაფნის ფოთოლს უძველესი დროიდან იყენებენ ხალხურ მედიცინაში, რადგან მას კულინარიულის გარდა, სამკურნალო დანიშნულებაც აქვს.
გინდათ, თქვენს სამზარეულოში ჭურჭელი ახალივით გამოიყურებოდეს?
არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ განუცდია თავის ტკივილი. ეს უკანასკნელი აქვეითებს
გვესაუბრება ექიმ-რეანიმატოლოგი ნინო გრიშაშვილი. - ქალბატონო ნინო, რა არის მოწამვლა, რა ნიშნებით შეიძლება