დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

მაგრამ ეს აბეზარი მწერები ზაფხულში მაინც არ გვასვენებენ.

ნუ შეუშინდებით კოღოებს, ბუზებს, კრაზანებსა და ბზიკებს. თუ სადმე გადაეყრებით და ისინი მაინც მოასწრებენ კბენას, არ დაიბნეთ:

  • დაასველეთ ბამბა ნივრის წვენში და დაიდეთ ნაკბენ ადგილას.

ნიორი სწრაფად დაამარცხებს ტკივილს და არც შეშუპებას მისცემს გასაქანს.

  • დაასველეთ ცოტაოდენი საჭმლის სოდა წყლით, გააკეთეთ მისგან მცირე ზომის ფირფიტა და დაიდეთ მტკივნეულ ადგილზე. აუცილებლად შეიხვიეთ სველი ნაჭრით.

ფირფიტა უნდა გამოიცვალოთ 3-4 საათის შემდეგ - ეს საშუალება სწრაფად აქრობს ქავილსა და ტკივილს.

ჭაბუა ფურცხვანიძე, ბათუმი

შეშუპებულ კიდურებს ასე დაიცხრობთ

ხალხური მედიცინა ზაფხულში და, საზოგადოდ, ცხელ ამინდებში ქვედა კიდურების შეშუპების დასაცხრობად სელის თესლის ნახარშის დალევას გვირჩევს.

წამალი ასე მზადდება:

  • 4 სადილის კოვზ სელის თესლს უნდა დაასხათ 1 ლიტრი წყალი და ადუღოთ 10-15 წუთი. თავდახურული ჭურჭელი გადმოდგით ცეცხლიდან და 1 საათი დადგით თბილ ადგილას. შემდეგ გადაწურეთ.

გემოს გასაუმჯობესებლად ნახარშს შეგიძლიათ ლიმონის წვენი დაამატოთ.

მიიღეთ ნახევარი ჭიქა ცხელი ნახარში 3-4-ჯერ დღეში.

ამავე მიზნით რეკომენდებულია შავბალახასა და თირკმლის ჩაის დალევა. ამ ორი მცენარის ნაყენი შესანიშნავად გამოდევნის ორგანიზმიდან ჭარბ სითხეს, აქრობს შეშუპებას და ამშვიდებს გულს.

  • მის მოსამზადებლად აიღეთ თითოეული მცენარე 5 გრამის ოდენობით და დაასხით ნახევარი ჭიქა ადუღებული წყალი, შეათბეთ 5 წუთი წყლის ორთქლის აბაზანაზე და გააჩერეთ 4 საათი თერმოსში.

მიღებული ნაყენი უნდა დალიოთ 2-3-ჯერ დღეში, ჭამამდე.

კურსი 2 კვირიდან ორ თვემდეა.

ნუნუ კერესელიძე, ონი