დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

ტყის ნობათი შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის

25 წლის წინ შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზი დამისვეს. გურიაში, ჩემს სოფელში, სათევზაოდ წასულმა რკო შევაგროვე, სულ - 20 ცალი. წამოვიღე თბილისში და დღეში 2 ცალის მიღება დავიწყე. საკმაოდ უსიამოვნო პროცედურაა, მაგრამ როდესაც პოლიკლინიკაში მივედი და ანალიზი გავიკეთე, ჩემსა და ექიმის გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა: შაქრის დონე სისხლში ნორმაზე დაბალი იყო. მას შემდეგ გლუკოზის დონე სისხლში აღარ ამწევია. რკო უნდა შეგროვდეს 24-30 აგვისტოს. ვისაც მაღალი აქვს სისხლში გლუკოზის დონე, სეზონზე 30 ცალი უნდა მიიღოს, ხოლო ვისაც შედარებით დაბალი - 10 ცალიც საკმარისია.

ბორის ჭკუასელი, თბილისი

ნევროზის სამკურნალო მცენარეული ნაყენი

ნევროზი საკმაოდ შემაწუხებელი და მძიმე დაავადებაა როგორც პაციენტის, ისე მისი ოჯახის წევრებისთვის. ნერვებს ამშვიდებს და ამ დაავადებას ეფექტურად უმკლავდება შემდეგი მცენარეული ნაყენი:

  • 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით 1 ს/კ წვრილად დაჭრილ სვიას. გააჩერეთ 20 წუთი, გადაწურეთ და მიიღეთ 0,5 ჩაის ჭიქა ნაყენი 3-ჯერ დღეში, ჭამის შემდეგ.

ლეილა კოპლატაძე, ჩოხატაური

ნიგვზის ნაყენი ტვინსაც უხდება

ასაკის მატებასთან ერთად ზოგჯერ მეხსიერების პრობლემები იჩენს თავს, რისი ერთ-ერთი მიზეზიც თავის ტვინის სისხლძარღვების პათოლოგიური მდგომარეობაა. ნიგვზის ნაყენი ასუფთავებს თავის ტვინის სისხლძარღვებს და აუმჯობესებს მეხსიერებას.

  • მინის ქილაში ჩაასხით 0,5 ლ არაყი და 1 ჩაის ჭიქა ნიგვზის უღელი. გააჩერეთ 2 კვირა ბნელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე, პერიოდულად ურიეთ. დღეში 3-ჯერ 1 ს/კ წყალში გახსენით 5-6 წვეთი მომზადებული ნაყენი და მიიღეთ ჭამის წინ. მკურნალობის კურსი 10 დღეა, აუცილებლობის შემთხვევაში ერთკვირიანი შესვენების შემდეგ კურსის გამეორება შესაძლებელია.

ნინო დარასელია, ზუგდიდი

როგორ გავუმკლავდეთ ტონზილიტს

ამ საშუალებით შეიძლება ნუშურა ჯირკვლების ანთების დამარცხება. გამოვცადე საკუთარ თავზე და ძალიან კმაყოფილი დავრჩი.

  • ავიღოთ 2 ს/კ წვრილ სახეხზე გახეხილი სტაფილო, 1 ს/კ თაფლი, 5-15 წვეთი პროპოლისის ნაყენი, 0,5 მლ 0,5%-იანი ასკორბინის მჟავა. კარად ავურიოთ, ჩაის კოვზით მოვათავსოთ ენაზე და ვწუწნოთ სრულ გაწოვამდე.

ნინო ყარალაშვილი, თელავი