დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

წნევის დაწევა ბუნებრივი საშუალებითაც შეიძლება

გაზაფხულზე არასტაბილური ამინდები ჩემს წნევაზე ძალიან მოქმედებს. ამ დროს მივმართავ ექსპრესსაშუალებას, რომელიც სწრაფად და დიდი ხნით მიქვეითებს წნევას:

  • 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალში ჩაყარეთ 0,5 ჩ/კ დარიჩინი და 1 ს/კ თაფლი. კარგად აურიეთ. ნარევი დალიეთ ნახევარი საათის შემდეგ.

ნათელა დადუნაშვილი, თელავი

სისხლძარღვებისა და სისხლის გაწმენდა ამ ხალხური საშუალებითაა შესაძლებელი

40 წლის ასაკში უკვე ვგრძნობთ, რომ სისხლძარღვები და სისხლი გენერალურ დასუფთავებას საჭიროებს. ამის საჭიროებას მიგვითითებს დაღლილობა, თავის ტკივილი, ქოშინი, წნევის მატება, გულის ტკივილი. ნარევი, რომლის რეცეპტსაც გაგიზიარებთ, ძალიან ეფექტურია - ასუფთავებს სისხლსა და სისხლძარღვებს, აახალგაზრდავებს ორგანიზმს, აუმჯობესებს მის ზოგად მდგომარეობას. მისი მიღების შემდეგ ძალების მოზღვავება ვიგრძენი:

  • 1 ჩაის ჭიქა შავ ღვინოს დაუმატეთ 15 კბილი ნივრის წვენი, 1 ჩაის ჭიქა სტაფილოს წვენი, ამდენივე ჭარხლის წვენი, 200 მლ ლიმონისა და ბოლოკის წვენი და 1 ჩაის ჭიქა თაფლი. ყველაფერი კარგად აურიეთ. მიიღეთ ამ ნარევის 1 სუფრის კოვზი 3-ჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

მაია ჯიბლაძე, ბათუმი