დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

მართლაც, მივაღწიე თუ არა შუახნის ასაკს, გულთან დაკავშირებულმა უსიამოვნო სიმპტომებმაც არ დააყოვნა, აჩქარებულმა მაჯამ და გულმკერდის არეში დისკომფორტმა კი ინფარქტის შიში გამიჩინა, რომელიც იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ღამღამობით დაძინებას ვერ ვახერხებდი.

ბოლოს ერთმა მეგობარმა, რომელსაც მსგავსი რამ საკუთარ თავზე გამოეცადა, ნერვული სისტემის დამამშვიდებელი ნაყენის სმა მირჩია.

  • უნდა აიღოთ 1 სადილის კოვზი გამომშრალი და დაქუცმაცებული მინდვრის პიტნის ფოთოლი და დაასხათ 1 ჩაის ჭიქა ადუღებული ცხელი წყალი. ჭიქა კარგად შეფუთეთ, გააჩერეთ 20 წუთი, გახსენით და გადაწურეთ.

მიღებული ნაყენი უნდა გაყოთ ორ ნაწილად, თითოეულ მათგანს დღეში ორჯერ, დილით და საღამოს, უნდა დაასხათ ადუღებული წყალი და ჩაისავით დალიოთ.

ნაყენის სმის პარალელურად აუცილებელია თამბაქოსა და ალკოჰოლურ სასმელებზე უარის თქმა.

ლონგინოზ ქამუშაძე, ბოლნისი

აკლიმატიზაცია ვეღარაფერს დაგაკლებთ

გულმკერდის არეში ტკივილის, უძილობის, უმიზეზო ფორიაქისა და აკლიმატიზაციისთვის ჩვეული სხვა უსიამოვნო სიმპტომებისგან გვირილის, კამის თესლის, პიტნისა და კატაბალახას ფესვების ნაყენი გიხსნით.

  • ნაყენის მოსამზადებლად თითოეული მცენარე თანაბარი რაოდენობით უნდა აიღოთ. მცენარეთა ნარევის 10 გრამს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი და წყლის აბაზანაზე გაათბეთ 30 წუთი, გააცივეთ და გადაწურეთ.

მიიღეთ ჭიქის მეოთხედი დილით და საღამოს, დაძინებამდე 30 წუთით ადრე.

სასურველია, ნაყენი 3-4 კვირა მაინც დალიოთ.

აჩქარებული გულისძგერა შეგიძლიათ კატაბალახას ფესვითა და შავბალახათი დაიწყნაროთ.

ამ ორი მცენარის 15-15 გრამს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი და გაათბეთ წყლის აბაზანაზე 15 წუთი, გააჩერეთ 45 წუთი და გაწურეთ.

3-4 კვირის განმავლობაში დალიეთ ჭიქის მეოთხედი 3-4-ჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

ეკატერინე გულუა, თბილისი