დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

იზრუნეთ სისხლძარღვების გაწმენდაზე

სისხლძარღვთა გაწმენდა შესაძლებელია დიდგულას ნაყოფების დახმარებით:

  • დიდგულას ნედლი კენკრა ფენებად ჩაალაგეთ 3-ლიტრიან ქილაში, ფენებს შორის მოაყარეთ შაქარი ისე, რომ კენკრისა და შაქრის ფენების სიმაღლე დაახლოებით 1,5 სმ იყოს. ქილა პირამდე შეავსეთ, დაახურეთ, დადგით ღია ადგილას ერთი დღე-ღამით, შემდეგ შედგით მაცივარში 6-8 დღე-ღამე.

თვალყური ადევნეთ, ქილის შიგთავსი არ დამჟავდეს და თავზე თეთრი ქაფი არ მოიგდოს. 6-8 დღე-ღამის შემდეგ გაწურეთ და მიღებული სიროფი ისევ შედგით მაცივარში.

მიიღეთ 1 დესერტის კოვზი 2-ჯერ დღეში - დილით და საღამოს - ჭამამდე 1 საათით ადრე, დააყოლეთ წყალი. სიროფს ყველა ერთნაირად ვერ იტანს, თუ მისი მიღების შემდეგ უსიამოვნო სიმპტომები 2-3 დღეში არ გაქრა, მაშინ წამლის მიღებაზე უარის თქმა მოგიწევთ.

უჩა მახარაძე, ლანჩხუთი

აბაზანა მოსწავლეების, აბიტურიენტებისა და სტუდენტებისთვის

ყველა მოსწავლეს, აბიტურიენტსა და სტუდენტს ვურჩევ, მეცადინეობითა და შრომით გადაღლილი ტვინი დაასვენონ და ძალების აღსადგენად სპეციალურელექსირიანი აბაზანა დაიხმარონ:

  • აიღეთ თანაბარი რაოდენობით ჭინჭარი, გვირილა, არყის ხის ფოთლები, ოროვანდის ფესვი და ორკბილა. 500 გრამ დაქუცმაცებულ ნედლეულს დაასხით 5 ლიტრი ადუღებული წყალი და ხარშეთ 5-7 წუთი ნელ ცეცხლზე, დააყენეთ ნახევარი საათით, გაწურეთ და გადაასხით წყლით ნახევრად სავსე აბაზანაში.

აბაზანა, რომელსაც ძალებისა და შრომის უნარის აღსადგენად იღებთ, უნდა იყოს 35-37 გრადუსის, პროცედურის ხანგრძლივობა 10-15 წუთია.

ეს სითხე აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, ეხმარება ძალების აღდგენას გონებრივი და ფიზიკური დატვირთვის შემდეგ, რაც აგრერიგად საჭირო და მნიშვნელოვანია გამოცდების პერიოდში.

ზურა შალვაძე, ახმეტა