დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

  • რამდენიმე საშუალო ზომის თალგამი გახეხეთ ყველაზე წვრილ სახეხზე, მიღებულ ფაფისმაგვარ მასას გამოადინეთ წვენი და დაამატეთ თაფლი, 1 ჭიქა წვენზე 100 გრამი თაფლია საჭირო. მიღებული წვენი უნდა დალიოთ 2 სადილის კოვზით, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე, დღეში 3-4-ჯერ. თუ ხველა მხოლოდ საღამოს იწყება და დაძინების საშუალებას არ გაძლევთ, ასეთ დროს იოდიც დაგჭირდებათ.
  • აიღეთ ადუღებული წყალი და ჩაასხით მასში 3 წვეთი იოდი, ხსნარი დალიეთ ნელ-ნელა, პატარ-პატარა ყლუპებით ძილის წინ.
უჩა რ., ჩოხატაური

ნაწოლების მოვლისას ზეთი და კვერცხი დაიხმარეთ

ქრონიკულად მწოლ პაციენტებს ხშირად უჩნდებათ ნაწოლები, რომელთა მოვლა არც ისე ადვილია. ხალხური მედიცინა ამ დროსაც გვეხმარება და ნაწოლების მოვლას ზეთითა და კვერცხით გვირჩევს. ამ წამლის გამოყენებისას ზუსტად 3-4 დღეში უკეთესობა თვალსაჩინო იქნება.

წამლის დასამზადებლად მზესუმზირას ზეთი და კვერცხის ცილაა საჭირო:

  • აიღეთ ნახევარი ჭიქა ზეთი და ადუღეთ კარგად, შემდეგ გააცივეთ. მასში დაამატეთ 1 ცალი კვერცხის ცილა და მიქსერით კარგად ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. სწორედ ამ მასაში უნდა დაასველოთ ბამბის ტამპონი და წაუსვათ პაციენტს კანის დაწყლულებულ უბნებზე დღეში 3-ჯერ.

შალვა გ. მცხეთა