წერილები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

წერილები

საბოლოოდ გადავწყვიტე, მეგობრის ნასწავლები რეცეპტი მესინჯა. ნელ-ნელა ძილიც მომიწესრიგდა და განწყობაც გამომიკეთდა. დარწმუნებული ვარ, უძილობას საქართველოში მხოლოდ მე არ ვუჩივი, ამიტომ სიამოვნებით გასწავლით ამ წამალს, იქნებ თქვენც გამოგადგეთ.

  • ვიღებთ 50 გრამ კამის თესლს, ვასხამთ ნახევარ ლიტრ პორტვეინს და ვადუღებთ ნელ ცეცხლზე 15-20 წუთის განმავლობაში. ვფუთავთ, ვაჩერებთ 1 საათს და ვწურავთ. უნდა მივიღოთ 50-60 გრამი ძილის წინ.

 

თუ გრიპმა ხელი დაგრიათ

  • აიღეთ საშუალო ზომის ხახვი, გახეხეთ, მიღებული ფაფა მოათავსეთ ორფა დოლბანდზე და 10 წუთით დაიდეთ ცხვირზე (კანი რომ არ დაგწვათ, ცხვირზე წინასწარ წაისვით მცენარეული ზეთი). ეს პროცედურა დღე-ღამეში 3-ჯერ ჩაიტარეთ.

 

ბროწეული ჭიების უსაფრთხო და ეფექტური წამალია

2 შვილი და 3 შვილიშვილი მყავს. სამივე ჩემი გაზრდილია, ამიტომ ბავშვთა არც ერთი დაავადება ჩემთვის უცხო არ გახლავთ. თავის დროზე ნაწლავთა პარაზიტული დაავადებაც გადავიტანეთ. ამჟამად ჭიების საწინააღმდეგო უამრავი საშუალება არსებობს, მაგრამ ათიოდე წლის წინ ასე განებივრებულები არ ვიყავით, ამიტომ შინაურ, ნაცად და უვნებელ წამლებს ვიყენებდი. ერთ-ერთს თქვენც გასწავლით, ვინიცობაა, ქიმიას ხალხური საშუალებები გერჩიოთ:

  • აიღეთ ბროწეულის ნაყოფი, გახლიჩეთ ორად. ნახევარს (ქერქითურთ) დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, 5 წუთს ადუღეთ და 2 საათით დააყენეთ. მიეცით ბავშვს რამდენიმე ყლუპი დღეში 3-4-ჯერ. ჭიების მოსასპობად 3-4 ჩაის ჭიქა ნახარშის მიღება საკმარისია.

 

ცაცხვის ყვავილის ნახარში კბილებს ასუფთავებს

კბილის ქვა შესახედავადაც უსიამოვნოა და მინანქარსაც აზიანებს, მაგრამ კბილების გასაწმენდად სტომატოლოგთან სიარული ყველას არ შეუძლია - ზოგი ვერ იცლის, ზოგს ჯიბე არ აძლევს საშუალებას... სცადეთ ცაცხვის ყვავილის სავლები, რომელსაც მე დიდი ხანია წარმატებით ვიყენებ. აიღეთ 4 სუფრის კოვზი ცაცხვის ყვავილი და მზესუმზირას მშრალი, თესლამოცლილი კალათა, დაასხით 1 ლიტრი წყალი და ნახევარი საათი ადუღეთ. გაიხეხეთ კბილები და შემდეგ პირის ღრუში ეს ნახარში გამოივლეთ (სასურველია, ნახარში ცივი იყოს). ის ქვებს არბილებს და აშორებს.

 

სქესობრივი უძლურების დასამარცხებლად

საერთოდ, სიმორცხვით არ გამოვირჩევი, მაგრამ მამაკაცურ უძლურებაზე უცხოსთან, თუნდაც ექიმთან საუბარი მომერიდა, ამიტომ გადავწყვიტე, ამ პრობლემისთვის ძველი, ხალხური საშუალებებით მომევლო. სინჯეთ, იქნებ თქვენც მოგიხდეთ: აიღეთ თითო ჩაის ჭიქა დარჩეული ნიგოზი, ჭერმის ჩირი, შავქლიავის ჩირი, ქიშმიში და ორი ლიმონი. ეს ყველაფერი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაუმატეთ 1,5 ჩაის ჭიქა  თაფლი, კარგად აურიეთ და მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე. ერთი კურსისთვის 2 ასეთი ულუფაა საჭირო.