ენურეზს მაყვალი და მოცვი შველის - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

ენურეზს მაყვალი და მოცვი შველის

ენურეზს მაყვალი და მოცვი შველის

ჩემი შვილიშვილი დღენაკლული დაიბადა. რამდენიმე თვე ინკუბატორში იწვა და იქ ინაზღაურებდა იმ დროს, რაც დედის მუცელში დააკლდა. მისი შინ მოყვანის დღე ჩვენს ოჯახში დღესასწაულად იქცა, როგორც იქნა, გვეღირსა - ჩვენს სახლშიც გაისმა ჩვილის ტირილი. თავდაპირველად საგანგაშოს ვერაფერს ვამჩნევდით. გვიხაროდა კიდეც - დღენაკლულის კვალობაზე საკმაოდ ჯანმრთელი ჩანდა.

შემაშფოთებელმა ნიშნებმა ოთხი წლის ასაკში იჩინა თავი - პატარა კვლავ შარვალში ისველებდა, თანაც ისე, რომ ვერც კი გრძნობდა. კარგა ხანს გაგრძელდა ასე. არაფერი დაგვიკლია, მაგრამ მხოლოდ იმას მივაღწიეთ, რომ დღისით აღარ ისველებდა, ღამით კი ყველაფერი

უწინდებურად დარჩა... სკოლაში მივიყვანეთ თუ არა, პრობლემაც დაგვატყდა თავს: არ ვიცი, სხვა რამის გამო ნერვიულობდა თუ მასწავლებლისა ეშინოდა, უკვე დღისითაც დაეწყო უნებლიე შარდვა. თანაკლასელები დასცინოდნენ და ბავშვმაც სკოლაში სიარულზე უარი გამოგვიცხადა.


საგონებელში ჩავცვივდით, რამდენიმე დღე მართლაც აღარ გაგვიშვია სასწავლებელში. ჩვენი ამბავი მე-ზობლებმაც შეიტყვეს. რჩევები ნიაღვარივით

წამოვიდა. ზოგი რას გვთავაზობდა, ზოგი - რას. ერთ დღეს ქმრის ბიძაშვილი გვესტუმრა, რომელმაც გამიმხილა, ასეთი რამ ბავშვობაში ჩემს შვილსაც სჭირდაო, მას-წავლა კიდეც, როგორ დაგვეღწია ამისთვის თავი. არჩევანი რატომღაც სწორედ მის რეცეპტზე შევაჩერე. ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი, როგორც ჩემი ვარაუდი გამართლდა. რამდენიმე ხნის შემდეგ ჩემმა შვი-ლიშვილმა უნებლიე შარდვას არათუ დღისით, ღამითაც უკლო, სკოლაშიც თავისუფლად დადის და ჩვენც შვებით ამოვისუნთქეთ.

  • მკურნალობა მარტივია: უნდა აიღოთ 1 სუფრის კოვზი მრავალძარღვას დაქუცმაცებული ფოთოლი და დაასხათ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, შეფუთოთ, 1 საათი გააჩეროთ და გადაწუროთ. მიღების წესი კი ასეთია: 1 სუფრის კოვზი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე.

მკურნალობა 2 კვირა მაინც უნდა განაგრძოთ, თუმცა შედეგი 4-5 დღის შემდეგ გამოჩნდება. მთელი ამ ხნის განმავლობაში აუცილებელია, ბავშვმა ძილის წინ მიიღოს 1 ჩაის კოვზი თაფლი, რომელიც აძლიე-რებს ნერვული სისტემის ფუნქციებს და ძილის დროს ორგანიზმში სითხეს აკავებს. თუ მკურნალობას ზაფხულში გადაწყვეტთ, გამოგადგებათ მაყვალი და მოცვიც.

  • აიღეთ 1 სუფრის კოვზი ახალმოკრეფილი მაყვალი და ამდენივე მოცვი, დაასხით 500 მლ წყალი, 5-10 წუთი ადუღეთ, ერთხანს გააჩერეთ, შეფუთეთ და ასე დატოვეთ 30-40 წუთი. ასვით ბავშვს თითო ჭიქა დღეში 3-4-ჯერ.

მკურნალობა 2 კვირა მაინც უნდა გაგრძელდეს. თუ ამაზე მეტხანს განაგრძობთ, უფრო უკეთესი.

 

 

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
თმის ცვენა საკმაოდ ახალგაზრდას დამეწყო, ბევრი რამ ვცადე, მაგრამ მნიშვნელოვანი ეფექტი რომ ვერ ვნახე,
ახალი წლის დღესასწაულების კვალი საკმაოდ დიდხანს მიჰყვება ჩვენს ორგანიზმს, განსაკუთრებით კი საჭმლის მომნელებელ სისტემას.
გარკვეული მდგომარეობის გამო ანემია მქონდა. მეგობრის დედამ დამიმზადა ჰემოგლობინის ასაწევი ნაყენი:
რამდენიმე წლის წინ დამეწყო თმის ცვენა. მეგობარმა მასწავლა ნაყენის დამზადება, რომელიც ეფექტური აღმოჩნდა:
ევკალიპტის ყელის სავლები
თმის ცვენა საკმაოდ ახალგაზრდას დამეწყო, ბევრი რამ ვცადე, მაგრამ მნიშვნელოვანი ეფექტი რომ ვერ ვნახე,
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
Notice: Undefined variable: new_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 227 Notice: Undefined variable: old_prcie in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 235 Notice: Undefined variable: deffered_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 243
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად