დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

ამიტომ შევიტყვე თუ არა ამ რეცეპტის შესახებ, ბევრი აღარ მიფიქრია და მის გამოცდას შევუდექი.

  • ავიღე ერთნაირი რაოდენობით მრავალძარღვასა და სალბის ბალახი. წვრილად დავჭერი და ერთმანეთში ავურიე. 1 სადილის კოვზ მცენარეთა ნარევს დავასხი 2 ჭიქა ადუღებული წყალი და ვადუღე 5 წუთით, შემდეგ ეს ნაყენი 1 საათით გავაჩერე და მზად არის. გაზაფხულის დადგომისთანავე, როცა დაავადების გამწვავების რისკი ჩნდება, ვსვამ ნახევარ ჭიქა ნაყენს ერთხელ დღეში და ამას ვაგრძელებ 10 დღის მანძილზე.

შემოდგომით, როცა გამწვავების ალბათობა მატულობს, იმავე ნაყენს კვლავ 10 დღის განმავლობაში ვღებულობ, ოღონდ შედარებით გაზრდილი დოზებით - ნახევარი ჭიქის ოდენობით დღეში სამჯერ.

მხოლოდ მრავალძარღვასგან დამზადებული წამლისათვის საჭიროა მოაგროვოთ გაკვეული რაოდენობით მრავალძარღვას ფოთოლი, გარეცხოთ ცივ წყალში, როცა გაშრება დაასხათ ადუღებული წყალი და მაშინვე ამოიღოთ, დადოთ ვარცლზე და მალევე გაატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში.

მიღებული მასიდან უნდა გამოწუროთ წვენი.

როდესაც მრავალძარღვა ცხელ ამინდებშია მოკრეფილი, მას უფრო სქელი წვენი აქვს, თუ სქელი და წელვადი წვენი მიიღეთ, ნუ შეშინდებით, დაასხით მას იმავე რაოდენობით წყალი და კარგად შეანჯღრიეთ.

გამოწურული წვენი უნდა ადუღოთ 1 წუთის განმავლობაში.

მისი მიღების წესი კი ასეთია: 4-ჯერ დღეში, 1 სადილის კოვზის ოდენობით ჭამამდე 15-20 წუთით ადრე.

ვალერიან გაფრინდაშვილი, ოზურგეთი

ჰაიმორიტი ნუ შეგაშინებთ

ჰაიმორის ღრუს გამოსარეცხად მეტად სასარგებლო ყოფილა მცენარეთა ასეთი ნაკრებისგან მომზადებული ნაყენი:

  • 3 სუფრის კოვზი მრავალძარღვა, 1 სუფრის კოვზი კაკლის ფოთოლი, 2 სადილის კოვზი ფარსმანდუკი დააქუცმაცეთ და აურიეთ ერთმანეთში. 3 სუფრის კოვზ ნაკრებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე, გააჩერეთ 1 საათით. ამ ნაყენით დღეში ორჯერ უნდა გამოირეცხოთ ჰაიმორის ღრუ ცხვირის ნესტოებიდან შესრუტვით.
ქეთი მდინარაძე, თბილისი