დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

ზამთარმა უენერგიოდ რომ არ დაგტოვოთ, ეს საშუალებები დაიხმარეთ:

  • 1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ბაბუაწვერას ფესვებს, ღეროებსა და ფოთლებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი, ადუღეთ 15 წუთით, 45 წუთი გააცივეთ და გადაწურეთ. ენერგიის აღსადგენად უნდა დალიოთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე, დაახლოებით 2-3 კვირის განმავლობაში.
  • აიღეთ 1 სადილის კოვზი ბაბუაწვერას ფესვები და დაასხით 1 ჩაის ჭიქა არაყი ან სპირტი, გააჩერეთ 2 კვირა, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 30 წვეთი წყალთან ერთად, დღეში 3-ჯერ, ჭამამდე.
ენერგიის მოსამატებლად კარგია კაკლის ფოთლის ნაყენიც:

  • 10 გრამ კაკლის მშრალ ფოთოლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი, ადუღეთ 15 წუთით, 45 წუთი გააცივეთ და გადაწურეთ. მიიღეთ 1 სადილის კოვზი 3-ჯერ დღეში.
  • 2 სუფრის კოვზ მშრალ, დაქუცმაცებულ ნიახურის ფოთოლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა ანადუღარი წყალი, გააჩერეთ 2 საათით და გადაწურეთ. მიიღეთ 1/3 ჭიქა 3-ჯერ დღეში.
ილონა ვასაძე, რუსთავი

ხეჭრელმა მრავალწლიანი ქრონიკული ყაბზობისგან მიხსნა

ბავშვობაში გადატანილი დისბაქტერიოზის გამო ჩემი ნაწლავები დახმარების გარეშე ვერ მოქმედებდა. ყოველი ახალი მედიკამენტი საწყის ეტაპზე თითქოს მრგებდა, მოგვიანებით კი ვეჩვეოდი და კვლავ ახალი წამლის ძებნას ვიწყებდი.

ასეთ მდგომარეობაში მყოფმა აღმოვაჩინე ხეჭრელის ჩაის რეცეპტი, რომელიც ასე მზადდება:

  • აიღეთ 50 გრამი ხეჭრელის დაქუცმაცებული ქერქი და დაასხით მას 50 მლ 30%-იანი სპირტი, დააყენეთ 5-6 დღე, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 20-40 წვეთი ჭამამდე, დღეში ერთხელ. მოქმედება ნაყენის მიღებიდან 8-10 საათის შემდეგ იწყება.

გასწავლით მეორე რეცეპტსაც:

  • აიღეთ 3 წილი ხეჭრელის ქერქი, 2 წილი ჭინჭრის ფოთოლი და 1 წილი ფარსმანდუკის ბალახი. ამ მცენარეთა 1 სადილის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჩ.ჭ. მდუღარე, ადუღეთ 15 წუთით, გააცივეთ და მიიღეთ 1/2 ჩაის ჭიქა ძილის წინ როგორც ქრონიკული შეკრულობის, ისე სხვადასხვა სახის კოლიტისა და ენტეროკოლიტისას.

ამ მცენარის ხანგრძლივი მიღება არ შეიძლება ორსულთათვის, სხვა საშუალებათა მსგავსად, ის იწვევს შეჩვევას, ამიტომ 1 თვის შემდგომ სხვა წამლით შეცვალეთ.

რამაზ ჯანგირაძე, ოზურგეთი