სამკურნალო წერილები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სამკურნალო წერილები

;

როგორ მოვიშოროთ პირიდან უსიამოვნო სუნი?

თვითონაც იცით, რა შემაწუხებელია ისეთ ადამიანთან ურთიერთობა, ვისაც პირიდან უსიამოვნო სუნი ამოსდის. ღმერთმა სწორედ ეს განსაცდელი გამომიგზავნა - დიაბეტის ფონზე მთელი ორგანიზმი დამისუსტდა. კბილებიც გამიფუჭდა. ვამჩნევდი, თანამოსაუბრეები ხშირად პირს იბრუნებდნენ ხოლმე. გავგიჟდი კაცი! მხსნელად მეზობელი სტომატოლოგი მომევლინა, რომელმაც შესანიშნავი ხალხური საშუალებები მასწავლა, მაგრამ გაფრთხილებთ: მათ გამოყენებამდე სტომატოლოგთან მკურნალობა აუცილებელია, რათა ანთებითი კერები ჩაიცხროთ. აი ეს რეცეპტები:

  • ანთებითი პროცესის დროს პირში თბილი წყლის გამოვლება ვერ გვიშველით. საკმაოდ ცხელი წყალია საჭირო, მაგრამ არც ისეთი ცხელი, რომ დაგწვათ. არ არის საჭირო მისი ბუყბუყი და მთელ პირის ღრუში გადაადგილება, რადგან აქედან არავითარი სარგებელი არ არის. გამოსავლები ნაყენი უნდა ჩაიგუბოთ პირში და დაავადებული კბილის მხარეს გააჩეროთ 30-40 წამის განმავლობაში, შემდეგ გადმოაფურთხოთ და ყველაფერი თავიდან გაიმეოროთ.

პროცედურები უნდა გაიმეოროთ 10-15-ჯერ. მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნება შედეგი. გამოვლება უნდა გაიმეოროთ ყოველ 2 საათში ერთხელ. უმჯობესია ერთ ჭიქა ცხელ წყალში ჩაყაროთ 1 ჩ/კ მარილი და 1 ჩ/კ სოდა, 5 წვეთი იოდი.

კარგი ეფექტი აქვს კრაზანას, მუხის ქერქის, არყის ფოთლების ნაყენს, გამოსავლებად კარგია აგრეთვე მწვანე ჩაიც.

  • აიღეთ 1 სუფრის კოვზი რომელიმე ბალახი და დაასხით მას ერთი ჭიქა ადუღებული წყალი. დააყენეთ 30 წუთის განმავლობაში, გაწურეთ და გამოივლეთ ცხელი.
  • თუ კბილი ამოგიღეს, მაშინ ხსნარი უნდა იყოს აუცილებლად თბილი - სხეულის ტემპერატურის. ამ დროს გირჩევთ: ანტისეპტიკური (კრაზანა, გვირილა, ვარდის ფურცლები, მწვანე ჩაი) ხსნარების გამოვლებას. გამოვლების კურსი გააგრძელეთ 2-3 დღე.
  • აიღეთ 3 სუფრის კოვზი კრაზანა, დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე და ასე დატოვეთ 2 საათით. დამზადებული ხსნარი გამოივლეთ პირში ღრძილების გამაგრებისა და უსიამოვნო სუნისათვის დღეში სამჯერ.

მე ამ სავლებებმა საკმაოდ მიშველა. იქნებ თქვენც დაგეხმაროთ.

იმკურნალეთ გემრიელად

მინდა, გასწავლოთ ჩემი საყვარელი ხალხური რეცეპტი, რომელიც აქვეითებს მაღალ წნევას და ამასთანავე ორგანიზმს ვიტამინებითა და მიკროელემენტებით ამარაგებს. ეს რეცეპტი ბებიაჩემისგან ვისწავლე. ის ძალიან ადვილად მზადდება:

ერთმანეთში აურიეთ 200 გ წითელი ჭარხლის წვენი, თაფლი, დაამატეთ 100 გ შტოშის წვენი და 100 მლ სამედიცინო სპირტი. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

ამ ნაყენს არავითარი უკუჩვენება არ აქვს, ამიტომ მისი მიღება ხანგრძლივად შეიძლება. თუ წნევა ნორმას დაუბრუნდა და მისი უეცარი აწევ-დაწევა აღარ გაწუხებთ, შეგიძლიათ, ნაყენის მიღება შეწყვიტოთ. მე ერთდროულად ორმაგ დოზას ვამზადებ, ვინახავ მაცივარში და 3-3-კვირიანი კურსის სახით ვიღებ. შემდეგ 10-12 დღეს ვისვენებ და კვლავ ვიღებ ნაყენს.

პიელონეფრიტი

ჩემს შვილს ქრონიკული პიელონეფრიტი აქვს. ყველაფერი ასე დაიწყო: ზამთრის ერთ სუსხიან დღეს იგი სკოლიდან შეციებული დაბრუნდა. სიცივე მთელ ტანში ჰქონდა გამჯდარი. დავალევინე ცაცხვის ჩაი, ფეხები თბილ აბაზანაში ჩავაყოფინე, დავზილე, მაგრამ არაფერმა უშველა. საღამო ხანს სიცხემ თითქმის 39,5-ს მიაღწია. შემცივნებას წელის ძლიერი ტკივილიც დაერთო. მეორე დილით თვალებიც შეუშუპდა. გამოვიძახე უბნის პედიატრი. მან მწვავე პიელონეფრიტის დიაგნოზით საავადმყოფოში გაგვგზავნა. იქ ჩემს ვაჟს კარგა ხანს უმკურნალეს ანტიბიოტიკებით, გაუკეთეს გადასხმებიც. ამის შემდეგ პერიოდულად ვუტარებდით მკურნალობის კურსს, მაგრამ ქრონიკული ნეფრიტი მაინც ჩამოუყალიბდა. ექიმის დანიშნულებასთან ერთად (მისივე რჩევით) დროდადრო ბალახეულ პრეპარატებსაც ვაძლევდი, რომლებმაც მართლაც ძალიან არგო ჩემს ბიჭუნას. მსურს, მათი რეცეპტი თქვენც გაგანდოთ:

  • ერთ ჭიქა ადუღებულ წყალს დაასხით 1 სუფრის კოვზი დათვისყურა (დათვისკენკრა), დააყენეთ 30 წუთის განმავლობაში. დალიეთ 4-5-ჯერ დღეში 1 ს/კ ჭამიდან 30 წუთის შემდეგ. დათვისყურა ნაჩვენებია გლომერულონეფრიტების და ორსულობის დროსაც.
  • მეორე მეთოდი: აიღეთ 1 ს/კ დათვისყურა და დაასხით მას სამი ჭიქა ცივი წყალი, დადგით ცეცხლზე, მიიყვანეთ ადუღებამდე და გედგათ ნელ ცეცხლზე, სანამ მისი 1/3 არ აორთქლდება. მიღებული სითხე დალიეთ დღის განმავლობაში სამ მიღებაზე.
  • 30-50 გ მინდვრის შვიტას დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი, ადუღეთ ნელ ცეცხლზე 15 წუთის განმავლობაში და გაწურეთ. მიიღეთ 3 ს/კ დღეში 3-4-ჯერ. პარალელურად იკეთეთ ამავე ბალახის აბაზანები.
  • 1 ს/კ დაქუცმაცებულ სამყურას დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე 1 საათით, გაწურეთ და მიიღეთ 1/ჭიქა დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

გამოიყენება მწვავე და ქრონიკული ნეფრიტების, თირკმელების გაგანიერების (ჰიდრონეფროზი), ცისტიტის დროს.

ჰაიმორიტის წინააღმდეგ

რაც თავი მახსოვს, მუდამ სურდო მაწუხებდა. გამოგიტყდებით, არც კბილები მქონდა წესრიგში. ბავშვობაში ამას ყურადღებას არ ვაქცევდი, მაგრამ რომ წამოვიზარდე, უსიამოვნებებმა მთელი სიმწვავით იჩინა თავი: ოდნავი გაციება და შუბლის მიდამოში მეწყებოდა საშინელი ტკივილი, რომელსაც თან სდევდა ხან ლორწოვანი, ხან ჩირქოვანი გამონადენი მარჯვენა ნესტოდან. ამ მხარეს ყნოსვის შეგრძნება დამეკარგა, გამუდმებით სიმძიმეს ვგრძნობდი. შუბლისა და ლოყის მიდამოში ტკივილი თანდათან აუტანელი გახდა. ზოგჯერ კბილი და საფეთქელიც მტკივდებოდა, ტემპერატურაც მიწევდა. გადამიღეს რენტგენი და ქრონიკული ფრონტიტის დიაგნოზი დამისვეს. მკურნალობამ წარმატებით ჩაიარა, მაგრამ როგორც კი გაციების ნიშნებს შევამჩნევ, მაშინვე ვიტარებ პროფილაქტიკურ თერაპიას და სატკივარს მანამდე ვუმკლავდები, ვიდრე ძალას მოიკრებს. ეს რეცეპტები ჩემმა ექიმმა მასწავლა. მინდა, "ოჯახის მკურნალის" მეშვეობით მათ ფართო მკითხველიც გაეცნოს, რადგან კარგად ვიცი, რამდენ ხალხს აწამებს ეს სატკივარი.

  • მოხარშეთ კარტოფილი ქერქიანად, წყალი გადაღვარეთ, სახე ქვაბთან მიიტანეთ, თავზე პირსახოცი გადაიფარეთ და ცხვირით ისუნთქეთ კარტოფილის ორთქლი.
  • აადუღეთ წყალი, ჩაასხით 1/2 ჩაის კოვზი დინდგელის სპირტიანი ნაყენი, თავზე პირსახოცი გადაიფარეთ და ორთქლი ცხვირით ისუნთქეთ.
  • აიღეთ მშრალი მენთოლი, გახსენით ადუღებულ წყალში, თავზე პირსახოცი გადაიფარეთ და ორთქლი ცხვირით ისუნთქეთ. პროცედურა მანამდე გრძელდება, ვიდრე ქვაბიდან ორთქლი ამოდის.
  • მოხარშეთ ორი კვერცხი, ცხელ-ცხელი შეახვიეთ პირსახოცში, აქეთ-იქიდან მიიდეთ ცხვირზე და გაცივებამდე დაიტოვეთ. ეს პროცედურა ჩაიტარეთ ღამით.
  • პირშუშხას ფესვი კარგად გარეცხეთ, მოაცალეთ ზედა შრე და გახეხეთ. აიღეთ 1/3 ჭიქა და შეურიეთ 2-3 ლიმონის წვენი. მიიღებთ საკმაოდ სქელ, არაჟნისმაგვარი კონსისტენციის ნარევს. მიიღეთ 1/2 ჩაის კოვზი ყოველ დილით, ჭამიდან 20-25 წუთის შემდეგ. მკურნალობის კურსია 3-თვე. ორკვირიანი შესვენების შემდეგ გაიმეორეთ კურსი. კურსი ჩაიტარეთ წელიწადში ორჯერ - გაზაფხულსა და შემოდგომაზე. დაავადების გამწვავებას არ დაელოდოთ. ორი წლის შემდეგ შეტევები შეწყდება.

ბოლოკმა ფეხი თავიდან ამადგმევინა

დღეს, როცა ასე ჭირს ექიმთან მისვლა, 90 წელს მიღწეული ქალი თქვენი ჟურნალიდან ამოკითხული რჩევებით ვიხანგრძლივებ სიცოცხლეს. ძალიან მომწონს, მკითხველთა მიერ გამოგზავნილ რეცეპტებს რომ გვაცნობთ. მეც მინდა, ერთი უებარი საშუალება გასწავლოთ. 2 წლის წინ მუხლის სახსარი ამტკივდა, მერე გამიწითლდა და გამისივდა. რამდენიმე თვეში ლოგინად ჩავვარდი. რაღაც ნემსები და მალამოები დამინიშნეს - არაფერმა მიშველა. მერე ვიღაცამ ერთი უებარი საშუალება მასწავლა, რომლის წყალობითაც ხელახლა ავიდგი ფეხი.

აიღეთ 1/2 ჭიქა ბოლოკი და თაფლი, 0,5 ლ არაყი, 1 ს/კ წმინდა მარილი და გულდასმით აურიეთ ერთმანეთში. ყოველ საღამოს, ძილის წინ, ამ ნარევით დაიზილეთ მტკივანი სახსარი, შემდეგ შალის ნაჭრით გადაიხვიეთ და მთელი ღამით დაიტოვეთ. მკურნალობა მდგომარეობის გაუმჯობესებამდე განაგრძეთ. ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ.

კრაზანას ზეთი დამწვრობას და ჭრილობებს მოგიშუშებთ

კრაზანას ზეთი შინ ყველას უნდა ჰქონდეს. ის აშუშებს დამწვრობას და ჭრილობის შეხორცებას უწყობს ხელს.

20-25 გ ნედლ, დაქუცმაცებულ ყვავილს დაასხით 200-250 გ ზეთისხილის ან მზესუმზირას ზეთი, 2-3 კვირით დადგით სითბოში და დროდადრო ურიეთ. შემდეგ 2-3 ფენა დოლბანდში გაფილტრეთ და სიბნელეში შეინახეთ. გამოიყენეთ დამწვრობისა და ჭრილობების დასამუშავებლად.

გრიპს ნივრით დაამარცხებთ

ზამთარი გრიპის სეზონია, გრიპი კი გადამდები ინფექციაა, ამიტომ გვირჩევენ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სიარულისგან თავი შევიკავოთ. მაგრამ რა იღონოს მოსამსახურემ - სამსახურში არ წავიდეს? რა ქნას მოსწავლემ - სკოლა გააცდინოს? დამეთანხმებით, ეს შეუძლებელია, მაგრამ გამოსავალი არსებობს: გრიპისგან თავის დაცვა ნივრით შეიძლება. მე და ჩემი ოჯახი წლების განმავლობაში ასე ვიქცევით და გრიპი რა არის, არ ვიცით.

ნივრისგან წამლის მომზადება ძალიან ადვილია: 1 ს/კ ნივრის წვენს შეურიეთ ამავე რაოდენობის თაფლი და უზმოზე მიირთვით.

მრავალძარღვა ბევრ რამეს შველის

მრავალძარღვა მართლაც საოცარი მცენარეა: ყველგან ხარობს, მოვლა არ სჭირდება და უამრავ დაავადებას შველის. მინდა, მისგან რამდენიმე წამლის მომზადება გასწავლოთ:

  • გასტრიტისა და წყლულის სამკურნალოდ: 2 ს/კ გამომშრალი, დაქუცმაცებული მრავალძარღვა ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ ცხელი წყალი, თავზე დაახურეთ და 30 წუთს ადუღეთ წყლის აბაზანაზე. როცა შეგრილდება, გადაწურეთ, შემდეგ საწყის მოცულობამდე შეავსეთ ანადუღარი წყლით და მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 10-15 წუთით ადრე.
  • 300 გ გამომშრალ, დაქუცმაცებულ მრავალძარღვას დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი. მიიღეთ 1-2 ს/კ, როგორც ამოსახველებელი საშუალება ბრონქიტისა და ყივანახველას დროს.
  • ქრონიკული შეკრულობისას: 2 ს/კ მრავალძარღვას თესლს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და მთელი ღამით დააყენეთ. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 3-4-ჯერ.
  • ჩირქოვან ჭრილობებსა და ძირმაგარებზე დაიფინეთ მრავალძარღვას კარგად გარეცხილი ფოთლის კომპრესი.

ბედნიერებაა, როცა არ გტკივა

შაკიკი - ასეთი დიაგნოზი დამისვეს ექიმებმა. ვიცოდი, რომ ეს დაავადება საშიში არ იყო, მაგრამ სიცოცხლეს კი მიმწარებდა. თავის ტკივილისგან ზოგჯერ ხმამაღლა ვტიროდი. გამაყუჩებელი მცირედ შვებას თუ მგვრიდა. არ დამიტოვებია ექიმი თუ ექიმბაში, მაგრამ... რა უცნაურიც არ უნდა მოგეჩვენოთ, ბარამბოსა და ძიძოს ნაყენმა მიშველა. ეს რეცეპტი მეზობელმა მასწავლა. ბარამბო და ძიძო აფთიაქში ვიყიდე და ნაყენი ასე მოვამზადე:

  • 5 ს/კ ბარამბოს ვასხამთ არაყს, ვაჩერებთ 3 დღეს, ვფილტრავთ. 20 წვეთს 1/ჭიქა წყალში ვაზავებთ და ვიღებთ დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ.
  • ნახევარლიტრიან ბოთლში მესამედზე ვყრით ძიძოს ბალახს და ვავსებთ არყით, ვტოვებთ სიბნელეში 2 კვირით, შემდეგ ვფილტრავთ. ვიყენებთ საფეთქლების დასაზელად შეტევითი ტკივილის დროს. ვმკურნალობთ გამოჯანმრთელებამდე.

მოიშორეთ პიგმენტური ლაქები!

12 წლის წინ, ორსულობისას, სახეზე (უმთავრესად - შუბლსა და ღაწვებზე) მოყავისფრო ლაქები გამიჩნდა. ვერაფრით მოვიშორე. ასე გავიდა 12 წელი. ერთხელ დასასვენებლად მთელი ოჯახი ბორჯომში წავედით. ღვთისნიერი დიასახლისი შეგვხვდა, გამხმარი ქრისტესისხლა თვითონვე მომცა და პირობა ჩამომართვა, რომ მის რჩევას ყურს მივუგდებდი. თბილისში დავბრუნდით თუ არა, ნაყენი მოვამზადე და ვიმკურნალე. შედეგმაც არ დააყოვნა - ლაქები ისე გამიფერმკრთალდა, რომ უცხო თვალი ვერც კი შეამჩნევს. აი ეს რეცეპტი:

ქრისტესისხლას გამომშრალი ფოთლები აურიეთ არაყში (პროპორციით 1:5), 1 თვით დადგით სითბოში და გაწურეთ. დაასველეთ ნაყენში ბამბის პატარა ტამპონი, დაიდეთ პიგმენტურ ლაქაზე და შეიხვიეთ. კომპრესი 15-20 წუთის შემდეგ მოიხსენით და სახეზე გრილი წყალი შეისხით. პროცედურა გაიმეორეთ კვირაში 2-3-ჯერ, დადებითი ეფექტის მიღებამდე.

სასმელი ზოგჯერ წამალია

ალკოჰოლი ადამიანის მტერი არ არის. სპირტიანი სასმელი უამრავი სამკურნალო საშუალების შემადგენლობაში შედის. ფრანგი ექიმები პაციენტებს გულის გასამაგრებლად ღვინოს უნიშნავენ, სისხლძარღვთა გასაფართოებლად - კონიაკს. გერმანიის ზოგიერთ კოსმეტიკურ კლინიკაში ლუდის აბაზანებს იღებენ, რადგან ამ სასმელს კანის დაავადებათა სამკურნალო იდეალურ საშუალებად მიიჩნევენ. დიდი ხანია, სპირტიან სასმელებს მეც წამლად ვიყენებ. მინდა, ორი-სამი რეცეპტი ჩემი საყვარელი ჟურნალის მკითხველსაც შევთავაზო:

  • ასთმის შეტევების თავიდან ასაცილებლად: ვირისტერფას 40 ფოთოლს დაასხით 0,5 ლ არაყი. დააყენეთ მთელი ღამით. ყოველ ღამე ამოიღეთ ქილიდან და დაიფინეთ გულმკერდზე იმდენი ფოთოლი, რამდენიც დაგეტევათ. მკურნალობა განაგრძეთ, ვიდრე ფოთლები არ გამოილევა. სასურველია, კურსი 3 თვეში ერთხელ გაიმეოროთ.

ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის: ნახევარლიტრიანი ბოთლი მესამედამდე შეავსეთ დაჭრილი ნივრით, აავსეთ არყით, 2 კვირით სიბნელეში დადგით და ყოველდღე ანჯღრიეთ. შემდეგ გაფილტრეთ. 4-5 წვეთი 1 ს/კ ანადუღარ ცივ წყალში გააზავეთ და მიიღეთ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე. კურსი 4-6 კვირაა. დაავადების სიმძიმის კვალობაზე, მისი გავლა წელიწადში 2-4-ჯერ არის საჭირო.

  • არითმიისა და ტაქიკარდიის დროს: 1 ჩ/კ დაქუცმაცებულ წითელ კუნელს დაასხით არაყი, 7 დღეს გააჩერეთ სიბნელეში, შემდეგ გაფილტრეთ. მიიღეთ 20-30 წვეთი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე. მკურნალობის კურსი 10-1დღეა.
  • მაღალი სიცხით მიმდინარე გაციებისას: აიღეთ ერთი ბოთლი მაგარი, მუქი ლუდი, 300ც-მდე შეათბეთ წყლის აბაზანაზე, დალიეთ, ჩაწექით ლოგინში და თბილი საბანი დაიხურეთ.
  • ბრონქიტისა და ძლიერი ხველის დროს: 2 ცალი ლიმონი გათალეთ, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაუმატეთ 1/2 ჭიქა ლუდი, 1 ჭიქა შაქარი, 2 ს/კ ძირტკბილას დაქუცმაცებული ფესვი და 1 ჩ/კ ანისულის ფოთოლი, 1 საათით დადგით წყლის აბაზანაზე, შემდეგ გაფილტრეთ და გააცივეთ. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ.