დავეხმაროთ ერთმანეთს
- აიღეთ ერთი პეშვი შვრიის ფანტელი “ჰერკულესი”, შავი ქლიავი და უმი, მსხვილ სახეხზე გახეხილი ჭარხალი. დაასხით 2 ლიტრი მდუღარე წყალი და ადუღეთ 15 წუთის განმავლობაში ნელ ცეცხლზე. მიიღებთ კისელის მსგავს მასას, გადაწურეთ და დალიეთ დაძინებამდე 2 საათით ადრე.
ფარისებრი ჯირკვლის დარღვეულ ფუნქციას ეს ნარევი მოაწესრიგებს
ექოსკოპიის მიხედვით, გადიდებული მქონდა ფარისებრი ჯირკვალი. გადავწყვიტე შინაური საშუალებით მკურნალობა. ორი კურსის შემდეგ ჯირკვლის ზომა ნორმას დაუბრუნდა.
- მომინანქრებულ ქვაბში მოათავსეთ: თითო ჩაის ჭიქა დაფქული წიწიბურას ბურღული, გატარებული ნიგოზი და თაფლი. კარგად აურიეთ და გადაიტანეთ მინის ქილაში. კვირაში ერთი დღე მიიღეთ მხოლოდ ეს ნარევი და მეტი არავითარი საკვები, წყლის გარდა. გააკეთეთ ასე 6-ჯერ, ანუ 6 კვირის მანძილზე. შემდეგ ერთი თვე შეისვენეთ და ისევ გაიმეორეთ მკურნალობის კურსი.