დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020

დავეხმაროთ ერთმანეთს

დავეხმაროთ ერთმანეთს
ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის პრობლემების დროს კარტოფ ილის ნახარში მიიღეთ

ათი წლის წინ მარჯვენა გვერდში სიმძიმისა და ტკივილის შეგრძნება გამიჩნდა.
ქოლეცისტიტის დიაგნოზი დამისვეს. ჩემმა მეგობარმა, რომელიც კარგად ერკვევა მცენარეებსა და მათ სამკურნალო თვისებებში, ერთი რეცეპტი მასწავლა, რომლითაც კმაყოფილი დავრჩი:

  • აიღეთ 1 კგ კარტოფილი, კარგად გარეცხეთ (არ გაფცქვნათ), დაასხით 6 ლიტრი წყალი, დაახურეთ სარქველი და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 4 საათის განმავლობაში. დაუმატეთ ცოტა მარილი, ნახარში არ გადაღვაროთ და ჩაჭყლიტეთ. გამოგივათ ძალიან თხელი, თითქმის თხევადი პიურე. ქვაბი რამდენიმე საათით დატოვეთ, რომ პიურე
    ქვემოთ დაილექოს. ზემოდან წარმოიქმნება გამჭვირვალე სითხე, სწორედ ის გვჭირდება წამლად.

ფრთხილად გადაწურეთ და მიიღეთ 2 სუფრის კოვზი სამჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, ერთი თვის განმავლობაში. კარტოფილის ასეთი თერაპია განაახლებს ღვიძლს, გამოდევნის ორგანიზმიდან ზედმეტ სითხეს და მოაწესრიგებს ქოლეცისტიტით გამოწვეულ დისკომფორტს.

ლეილა დოლიძე, ჩოხატაური


ნივრისა და
თაფ ლის ნარევი - უებარი სამკურნალო, პროფ ილაქტიკური და ანტისეპტიკური საშუალება


ამ ნარევს იყენებენ როგორც დაავადების სამკურნალოდ, ისე პროფილაქტიკისთვის. ნივრიანი თაფლი გამოიყენება ორგანიზმის გასაძლიერებლად სუფთა სახითაც და წყალში გახსნილი ლიმონის წვენთან, ვაშლის ძმართან ან რძესთან ერთად. ამ საშუალებით შესაძლებელია ნაკბენების, ჭრილობის, ნაკაწრის მკურნალობაც.

  • აიღეთ საშუალო ზომის 2 თავი ნიორი და 450 გრამი თაფლი. ნიორი დანაყეთ ან გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. ამ მასას დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი თაფლი და გააგრძელეთ დანაყვა ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ასე თანდათანობით დაუმატეთ თაფლის მთელი მასა. კარგად აურიეთ და გადაიტანეთ ქილაში. დაავადების პროფილაქტიკისთვის (გაციება, გრიპი) მატონიზებელ საშუალებად მიიღეთ ნახევარი ჩაის კოვზი დღეში ერთხელ, დაავადების დროს კი - ნახევარი ჩაის კოვზი 3-6-ჯერ დღეში.

ნათელა დობორჯგინიძე, ქუთაისი
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
აფლატოქსინები ორგანული ნაერთებია, რომელთაც სოკოები გამოყოფს, მათ მიკოტოქსინებსაც უწოდებენ.
21-12-2018
სიმსუქნე - ეს არის პრობლემა როგორც ფიზიოლოგიური, ისე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით.
07-11-2018
რკინა ერთ-ერთი სტიმულატორია, რომელსაც შეიცავს ბროწეული, მწვანე ვაშლი, წიწიბურა, შავი პური, პარკოსნები
23-08-2018
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
კატეგორიის სხვა სტატიები
ვიცი, ბევრს ვერ გავაკვირვებ, მაგრამ 25 წლის ასაკში თმის ცვენა ჩემი ცხოვრების უმთავრეს პრობლემად იქცა.
ბავშვობიდანვე პრობლემური მქონდა ნუშურები, მაგრამ რატომღაც ოპერაცია არ გამიკეთეს.
ქრონიკული ჰიპერტონიკი არ ვარ, მაგრამ პერიოდულად წნევის მატებას მაინც ვუჩივი,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად