სამკურნალო წერილები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2019

კითხვა-პასუხი

სამკურნალო წერილები

კუჭუკანა ჯირკვლის გაწმენდა დაფნის ფოთლით შეიძლებაკუჭუკანა ჯირკვალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცხიმოვანი და ნახშირწყლოვანი ცვლის რეგულაციაში. ეს ორგანო საჭიროებს გასუფთავებას, რაც ზაფხულის ბოლოს ჯობს. ამისთვის კი ძალიან კარგია დაფნის ფოთოლი. თერმოსში მოათავსეთ 10 ც დაფნის ფოთოლი, დაასხით 300 მლ მდუღარე წყალი, დაახურეთ სარქველი და გააჩერეთ მთელი ღამე. ამის შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 50 გ-ის ოდენობით, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, ორი კვირის განმავლობაში. მკურნალობა უფრო წარმატებული იქნება, თუ დაიცავთ დიეტასაც - მინიმუმამდე შეამცირეთ ნახშირწყლებისა და ცხიმების შემცველი საკვების მიღება. ლატავრა ჯავახიშვილი, მცხეთა
ნაწოლებმა რომ არ შეგაწუხოთნაწოლები ყველა მწოლიარე ავადმყოფის პრობლემაა, ამიტომ გადავწყვიტე, ეს რეცეპტი თქვენთვისაც გამეცნო. მინის ქილაში მოათავსეთ 100 გრამი კრაზანას ხმელი, დაქუცმაცებული ყვავილი, დაასხით 200 მლ ზეითუნის ზეთი, თავზე დაახურეთ და დააყენეთ სინათლეზე ორი კვირის განმავლობაში. ამის შემდეგ ნაყენი გაწურეთ და თავდახურული ჭურჭლით დადგით სიბნელეში. შეგიძლიათ გამოიყენოთ ნაწოლებით დაზიანებული კანის კომპრესებისა და სახვევებისთვის. შეგიძლიათ, ასეთი წამალიც სცადოთ: აურიეთ ერთმანეთში 1 ჩაის კოვზი ხახვის წვენი, სარეცხის საპონი, თაფლი და რძე, გამოიყენეთ კომპრესებისთვის დღეში 2-3-ჯერ.
დეპრესია შეიძლება მცენარეული საშუალებებითაც დავამარცხოთჩვენს დროში, სამწუხაროდ, ბევრ ადამიანს, მათ შორის ახალგაზრდებსაც, აღენიშნება დეპრესიული მდგომარეობა. მინდა, მათ ჩემი რჩევით დავეხმარო. უპირველესად საკუთარი თავის იმედი იქონიონ, შეინარჩუნონ პიროვნულობა - ეს უმთავრესი ამოცანაა, რადგანაც დეპრესიული სინდრომი ფსიქიკის დათრგუნულობაზე მიგვანიშნებს. ამ მდგომარეობამდე კი ახალგაზრდები მიდიან კომპიუტერის ხანგრძლივი მოხმარებით, სხვადასხვა ენერგო და ფსიქოსტიმულატორებით, მატერიალური დაუკმაყოფილებლობით და ახლობლების უყურადღებობით.
ნაჩვენებია მე-7 გვერ 35 - დან
დიეტოლოგია
ზოგჯერ ისე ხდება, რომ არაერთი დიეტის დაცვის მიუხედავად ადამიანები წონის დაკლებას ვერ ახერხებენ. ამას
ადამიანები, რომლებიც სწრაფად ჭამენ, უფრო მეტს იწონიან მათთან შედარებით, ვინც უპირატესობას ნელა მირთმევას
მწვანე ჩაისა და სტაფილოში არსებულ ნაერთებს ალცჰაიმერის დაავადების განვითარების შეჩერების უნარი გააჩნია.
დაფნის ფოთოლს უძველესი დროიდან იყენებენ ხალხურ მედიცინაში, რადგან მას კულინარიულის გარდა, სამკურნალო დანიშნულებაც აქვს.
გინდათ, თქვენს სამზარეულოში ჭურჭელი ახალივით გამოიყურებოდეს?
არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ განუცდია თავის ტკივილი. ეს უკანასკნელი აქვეითებს
გვესაუბრება ექიმ-რეანიმატოლოგი ნინო გრიშაშვილი. - ქალბატონო ნინო, რა არის მოწამვლა, რა ნიშნებით შეიძლება