სამკურნალო წერილები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

სამკურნალო წერილები

ჭვავის რქის ნაყენი თირკმელებისთვის სასარგებლოა დიდი ხანია, მაწუხებს თირკმელები. დამისვეს პიელონეფრიტის დიაგნოზი. რამდენიმეჯერ საავადმყოფოშიც მოვხვდი. კლინიკაში, ცხადია, შეტევებს მიხსნიდნენ, მაგრამ სხვა შედეგი მკურნალობამ ვერ გამოიღო. ბოლოს გადავწყვიტე, მეგობრის ბებიის რჩევა მეღო ყურად და მისი ნასწავლები წამალი გამომეყენებინა. ჭვავის რქის მიწისზედა ნაწილი კარგად გავრეცხოთ და გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, დავასხათ მდუღარე წყალი და გადავწუროთ. მივიღოთ თბილი, 1/4-1/2 ჩაის ჭიქა, დღეში 3-ჯერ.მალე თავი უკეთ ვიგრძენი, მაგრამ ამ ნაყენს კიდევ რამდენიმე თვეს ვსვამდი და აი, უკვე რამდენი წელია, თირკმელებს აღარ შევუწუხებივარ.
ცისტიტის მკურნალობის რამდენიმე მეთოდი რამდენიმე წლის წინათ, გაზაფხულის დამდეგს, მე და ჩემს მეუღლეს გულმა ბუნებისკენ გაგვიწია. ხასხასა ბალახმა, ჩიტების ჟღურტულმა, წყლის ლივლივმა თავი დაგვავიწყა და ტბაში გადავეშვით... ფილტვების ანთებას კი გადავურჩი, მაგრამ ცისტიტს ვეღარ დავუძვერი. იმ ღამეს სიცხემ ამიწია, ტკივილმა ლამის კედელზე გამიყვანა... კიდევ კარგი, ჩემს ტანჯვას ჩემი და შეესწრო და ხალხური რეცეპტები მომაშველა. მინდა, ისინი თქვენს მკითხველსაც ვასწავლო. აიღეთ თანაბარი რაოდენობის ძირტკბილას ფესვი, სიმინდის ულვაში, ჭანგას, არყისა და დათვისკენკრას ფოთოლი. 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჭიქა ცივი წყალი, 6 საათით დააყენეთ, შემდეგ შედგით ნელ ცეცხლზე, 15 წუთს ადუღეთ და გაწურეთ. მიიღეთ დღის განმავლობაში რამდენიმე ულუფად. მკურნალობა დაავადების ჩაც­ხრობამდე გააგრძელეთ. თუ შედეგი რამდენიმე დღეში ვერ შეამჩნიეთ, ექიმს მიმართეთ. აიღეთ 15 გ მინდვრის შვიტას ბალახი და 20 გ მრავალძარღვას ფოთოლი, 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი. შეფუთეთ, დატოვეთ 1 საათს და გადაწურეთ. მიიღეთ თბილი, 1 ჭიქა დღეში ერთხელ, საღამოს.
დავამარცხოთ ყაბზობაპროფესიით ეკონომისტი ვარ, ფირმაში ვმუშაობ და დილიდან სააღამომდე მაგიდასთან მიწევს ჯდომა. ბავშვობიდან ყაბზობისკენ ვიყავი მიდრეკილი, ცხოვრების ასეთმა წესმა კი პრობლემა კიდევ უფრო გამიმწვავა. მშვენივრად ვიცი, რომ საფაღარათო მედიკამენტების უსასრულო მიღება არ შეიძლება, ამიტომ ძალიან გამიხარდა, როდესაც ყაბზობის საწინაა-ღმდეგო ვარჯიშისა და მცენარეული საშუალებების შესახებ შევიტყვე. მათი წყალობით, შეიძლება ითქვას, შვებით ამოვი-სუნთქე. ყაბზობა, მართალია, ახალი დაავადება არ არის, მაგრამ ცხოვრების თანამედროვე წესმა ის მილიონობით ადამიანის პრობლემად აქცია, ამიტომ მინდა, ეს საშუალებები სხვებსაც გავაცნო.
როგორ განვიკურნოთ ოფლიანობისგან ამ ერთი შეხედვით უმნიშვნელო, მაგრამ მეტად უხერხული პრობლემისგან გიხსნით მუხის ქერქი. აიღეთ 1 სუფრის კოვზი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა რძე და ნახევარი საათით შედგით ძალიან დაბალ ცეცხლზე. შემდეგ გადაწურეთ, დაუმატეთ ნახევარი ლიტრი წყალი და ხელები დაიორთქლეთ. პროცედურა ჩაიტარეთ ყოველდღე, ვიდრე შედეგს არ დაინახავთ. ზაფხულის ცხელ დღეებში განსაკუთრებით შემაწუხებელია ფეხების ოფლიანობა. მისგან გათავისუფლებაც მარტივი პროცედურის საშუალებით შეიძლება. ყოველ საღამოს დაიბანეთ ფეხები, გაიხეხეთ პემზით, რათა მკვდარი, გარქოვანებული ქსოვილები მოაცილოთ, შემდეგ ისევ დაიბანეთ, გაიმშრალეთ, ღვინის ძმრით გაიწმინდეთ და ზედვე შეიშრეთ. გარდა ამისა, შიგნიდან კარგად გაწმინდეთ ფეხსაცმელი. ზოგჯერ ოთხი პროცედურაც საკმარისია.
ნაჩვენებია მე-38 გვერ 40 - დან
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად