სამკურნალო წერილები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2019

კითხვა-პასუხი

სამკურნალო წერილები

ნიკრისის ქარს უხდებარამდენიმე წლის წინ ნიკრისის ქარმა შემომიტია და ჩემი ცხოვრება სხვა რელსებზე გადაიყვანა, სადაც მხოლოდ წამლები, დიეტა და ტკივილისგან გათანგული სახეებია. თავი მუდამ ძლიერ პიროვნებად მიმაჩნდა, ამ სატკივარს კი დიდხანს ვერაფერი მოვუხერხე. ექიმების მიერ დანიშნულ მედიკამენტებთან ერთად მკურნალობის საკუთარ გზებსაც ვეძებდი. ძიება წლობით გაგრძელდა და ბოლოს ხალხურ მედიცინამდე მიმიყვანა. ვიპოვე რამდენიმე უებარი საშუალება და სიცოცხლეც სიცოცხლეს დაემსგავსა, კაცი ფეხზე წამოვდექი და შვილებსა და შვილიშვილებს მხარში ამოვუდექი. მინდა, გამოცდილება გაგიზიაროთ, იქნებ ჩემი რეცეპტები ვინმე ჩემსავით გაჭირვებულს წამლად დაედოს. თავს ბედნიერად ჩავთვლი, რომ თუნდაც ერთ ადამიანს დახმარების ხელი გავუწოდე.
თავშეუკავებლობის შედეგებს ყოველთვის ვიმკითერთი დიდი სისუსტე მაქვს - ჭამა მიყვარს, თუმცა სულაც არ ვარ მსუქანი. ალბათ იმიტომ, რომ ჩემი ორგანიზმი ზედმეტ კალორიებს ადვილად წვავს. ამ რამდენიმე ხნის წინ ამ ჩემმა მავნე გატაცებამ ნიშანი მომცა - დამეწყო კუჭის წვა, რომელიც თითქოს ასატანი იყო, მაგრამ მაინც ძალიან მაწუხებდა. თავდაპირველად ყველა რეკლამირებული წამალი ვსინჯე. ვიფიქრე, რაკი ამდენს აქებენ, ალბათ მართლა შველის-მეთქი, მაგრამ როგორსაც ველოდი, ისეთი შედეგი არ გამოიღო - კუჭის წვაზე მეტად საფულე შემიმსუბუქა. ასევე, ვსვამდი ბევრ რძეს, პიტნის ნახარშს, მაგრამ უშედეგოდ. შემდეგ მივეტანე ბორჯომს, დღეში ერთ ბოთლს მაინც ვცლიდი. შვება ვიგრძენი, მაგრამ წვის შეგრძნებამ საბოლოოდ მაინც არ გამიარა. არ მოვეშვი და ძიება განვაგრძე. უამრავი საშუალება ვცადე და რამდენიმე თვეში მივაგენი კიდეც საჭირო რეცეპტს. გულით გირჩევთ, ჩაიწეროთ და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოთ. დარწმუნებული ვარ, გიშველით.
პირშუშხა მარილების დაგროვებას შველისჩემს მეუღლეს წლების განმავლობაში სტკიოდა სახსრები, ტკივილისგან ღამეებს თეთრად ათენებდა. მრავალი საშუალება ვცადეთ, მაგრამ უშედეგოდ. თუ ავადმყოფობას არ დაემორჩილები და ჯიუტად განაგრძობ გამოსავლის ძიებას, აუცილებლად იპოვი. ჩვენს შემთხვევაშიც ასე მოხდა - ათასგვარი საშუალება ვცადეთ და ბოლოს და ბოლოს ერთ-ერთმა შედეგი გამოიღო.საჭიროა ჩვეულებრივი პირშუშხა. ფოთლებს გადაავლეთ მდუღარე და მტკივან სახსარზე დაიწყვეთ. რაკი ჩემს მეუღლეს უმთავრესად მუხლის სახსარი აწუხებდა, ფოთლები ამ ადგილას დავაწყვე, ზემოდან დავადე პერგამენტი, დავაფინე სელის ქსოვილის ნაჭერი და შემოვახვიე თბილი შალი.
ნაჩვენებია მე-32 გვერ 38 - დან
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად