სამკურნალო წერილები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2019

კითხვა-პასუხი

სამკურნალო წერილები

გაიკაჟეთ ორგანიზმი ალოეთი და თაფლითგაგიკვირდებათ, მაგრამ ჩემს ბავშობაში დედა და ბებია ყველა დაავადებას - პოდაგრასაც და ხველასაც - ერთი და იმავე საშუალებით ებრძოდნენ. გულსაც ამით მკურნალობდნენ და სახსრებსაც. მეც ხშირად ვიყენებ ამ ნარევს იმუნიტეტის აღსადგენად.* აიღეთ სამი წლის ალოეს 3 მსხვილი ფოთოლი (ფოთლების მოჭრამდე მცენარე 1 კვირა არ მორწყოთ!). გარეცხეთ, ეკლები დააჭერით, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და გაწურეთ. გამონაწური 300 გ მაინც უნდა იყოს. შეურიეთ 1/2 კგ ნატურალურ თაფლში და დაამატეთ 1 ბოთლი კაგორი (სადესერტო წითელი ღვინო). შემდეგ 1 კვირით სიბნელეში დადგით. პირველი 5 დღის განმავლობაში მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში ერთხელ, შემდეგ - თითო სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი 10 დღიდან 2 თვემდეა. მე წელიწადში ერთხელ ვიტარებ და, მადლობა ღმერთს, თავს მშვენივრად ვგრძნობ.  
ნევროზი ვეღარაფერს დაგაკლებთ27 წლის მამაკაცი ვარ. თავადაც არ ვიცი, ნევროზმა როდის დამრია ხელი. სოფლად ვცხოვრობ და როდესაც ვინმეს ჩემი მდგომარეობის შესახებ ვუამბობდი, გაკვირვებას ვერ მალავდნენ, სოფლელ კაცს ნევროზი როგორ მოგერიაო. არადა როგორც კი ავღელდებოდი, ხელების კანკალს ვინ ჩივის, ენაც კი მიკანკალებდა. დიდი ძიების შემდეგ მივაგენი ამ საშუალებას და მინდა, ის სხვებსაც ვასწავლო: აიღეთ 1 სუფრის კოვზი კუნელის დანაყილი ნაყოფი და დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. შეფუთეთ და გააჩერეთ 2 საათი, შემდეგ გაწურეთ. მიიღეთ 1-2 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ ჭამის წინ. კუნელისგან ნერვების დამაწყნარებელი მეორე საშუალებაც მზადდება: აურიეთ ერთმანეთში წითელი კუნელის ყვავილი და ნაყოფი, 2 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 3 ჩაის ჭიქა მდუღარე, გააჩერეთ თერმოსში 2 საათის განმავლობაში. სვით ნახევარი ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
ხელების ტკივილი დაფნამ გამიქრომთელი ცხოვრება ერთ-ერთი ქარხნის ცხელ საამქროში ვმუშაობდი, სადაც არახელსაყრელ შრომით პირობებს ჰაერში ქიმიურ ნივთიერებათა ცხელი ორთქლის მაღალი კონცენტრაციაც ემატებოდა. პენსიაზე გასვლის შემდეგ ხელებთან დაკავშირებული პრობლემები დამეწყო (ალერგია მუშაობის პერიოდშივე მაწუხებდა). დამერღვა ნივთიერებათა ცვლა, რადგან ორგანიზმი ცხელი საამქროს პირობებში ვიტამინების ძლიერ უკმარისობას განიცდიდა. ყოველივე ამან მხრის სახსრის ართროზის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. დაავადება დღითი დღე პროგრესირებდა. დილაობით სახსარში შებოჭილობას, მოძრაობის შეზღუდვას ვგრძნობდი, ამიტომ ძლიერ დატვირთვას ვერიდებოდი, ვცდილობდი, მძიმე ტვირთი არ ამეწია.
ქოლესტერინს აქვეითებსდღეს ყველამ იცის, რომ სისხლში ქოლესტერინის მომატებას ნაადრევ სიბერემდე, ათეროსკლეროზის ჩამოყალიბებამდე და მრავალ სხვა უსიამოვნებამდე მივყავართ. მიუხედავად ამისა, არავინ მისდევს ცხოვრების ჯანსაღ წესს, არავინ იცავს კვების ჯანსაღ რეჟიმს, რომელიც ორგანიზმში მის ბალანსირებას მოახდენდა. მეც მათ რიცხვს ვეკუთვნი. ამაზე პირველად მაშინ დავფიქრდი, როცა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა კატასტროფულად გაუარესდა. გადავწყვიტე, საკუთარი თავისთვის თავადვე მიმეხედა. გადავიკითხე ხალხური რეცეპტები, ავირჩიე რამდენიმე და დავიწყე მათი გამოცდა. ზოგიერთი მართლაც მომიხდა. აი ერთი მათგანი:
ნაჩვენებია მე-31 გვერ 38 - დან
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად