დავეხმაროთ ერთმანეთს
- 4 სადილის კოვზ სელის თესლს უნდა დაასხათ 1 ლიტრი წყალი და ადუღოთ 10-15 წუთით. თავდახურული ჭურჭელი გადმოდგით ცეცხლიდან და 1 საათი დადგით თბილ ადგილას. შემდეგ გადაწურეთ. გემოს გასაკეთილშობილებლად შეგიძლიათ ნახარშში ლიმონის წვენი დაამატოთ. ნახარში უნდა მიიღოთ ცხელი, ნახევარი ჭიქის ოდენობით, 3-4-ჯერ დღეში.
- ამავე მიზნისთვის კარგია შავბალახას ნაყენისა და თირკმლის ჩაის დალევა. ამ ორი მცენარის ნაყენი შესანიშნავად დევნის ორგანიზმიდან ჭარბ სითხეს, აქრობს შეშუპებას და ამშვიდებს გულს. მის მოსამზადებლად აიღეთ ამ ორი მცენარის ნარევი 5 გრამის ოდენობით და დაასხით ნახევარი ჭიქა ადუღებული წყალი, შეათბეთ 5 წუთით წყლის ორთქლის აბაზანაზე, გააჩერეთ 4 საათი თერმოსში. მიღებული ნაყენი უნდა დალიოთ 2-3-ჯერ დღეში ჭამამდე.
კურსი 2 კვირიდან ორი თვეა.
ლამარა თავაძე, სამტრედია
ტროპიკულ წყლულს კალანქოე მოგირჩენთ
კალანქოეს ფოთლების წვენი ტროფიკული წყლულის მკურნალია. ამაში დარწმუნდებით, თუკი ტროფიკულ წყლულებს ერთი კვირის განმავლობაში აქტიურად დაიმუშავებთ მისი ფოთლებისგან გამოწურული წვენით.
- აიღეთ რამდენიმე დიდი ზომის კალანქოეს ფოთოლი და გამოწურეთ წვენი, წვენი გაწურეთ დოლბანდით, შემდეგ დაასველეთ მასში ბამბის ტამპონი და თანაბრად დაიდეთ წყლულებზე. ჭრილობა ღიად დატოვეთ, ნუ შეიხვევთ, ვიდრე თავად არ შეშრება. პროცედურა გაიმეორეთ დღეში 3-ჯერ.
- კალანქოე სასარგებლოა ღრძილების ანთების ჩასაქრობადაც. ამისთვის საკმარისია მისი ფოთლებით რეგულარულად გაიწმინდოთ ღრძილები და შეიზილოთ წვენი. ანთება 2-3 კვირაში გაივლის.
ნინო კირკიტაძე, თბილისი