ჰერპესის სამკურნალო მალამო
მაგრამ თურმე სხვა, უფრო სერიოზული ფორმებიც არსებობს. ძველად გამოსაჩენი ადგილებიდან არასასიამოვნო, ზოგჯერ მტკივნეული გამონაყარის გასაქრობად სპეციალურ კრემს იყენებდნენ", - გვწერს "მკურნალი.გე"-ს მკითხველი და სასწაულმოქმედი მალამო რეცეპტს გვიზიარებს:
აიღეთ 1 სუფრის კოვზი ოროვანდის ნედლი ფოთოლი და 1/2 სუფრის კოვზი სამფერა იის ნედლი ყვავილი. ეს მცენარეები დასრისეთ და აურიეთ ერთმანეთში ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ დაასხით 0,5 ლ მცენარეული ზეთი, გადაიღეთ მინის ბოთლში და დადგით სიბნელესა და სიგრილეში, თან დროდადრო შეანჯღრიეთ. ორი კვირის თავზე ჩადგით მდუღარე წყლის აბაზანაში და წამოადუღეთ, შემდეგ შეფუთეთ და 1 საათით ასე დატოვეთ. ბოლოს გაფილტრეთ. წაისვით გამონაყარზე. ეფექტურია არამხოლოდ ჰერპესის დროს.
კრემი უნდა მოამზადოთ მცენარეების ყვავილობის დასაწყისში. თუ გრილ, ბნელ ადგილას შეინახავთ, მთელი წელი არ გაფუჭდება.