მაღალ წნევას ქრისტესისხლა დაგირეგულირებთ
. ავტორი აღნიშნავს, რომ რეცეპტი ერთ-ერთმა კარდიოლოგმა ასწავლა, რომელსაც კურორტის კლინიკაში მუშაობის დიდი გამოცდილება ჰქონდა. გთავაზობთ რეცეპტს: მომინანქრებულ ჭურჭელში ჩაასხით 1 ლიტრი ცივი წყალი და წამოადუღეთ, ჩაყარეთ შიგ 1 სუფრის კოვზი ქრისტესისხლა და ადუღეთ 5 წუთი. გადმოდგით, გააცივეთ და გაწურეთ. ნახარში გადაასხით მინის ჭურჭელში და შედგით მაცივარში.მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი 30 დღეა. პერიოდულად იზომეთ წნევა.
"მკურნალობის ეფექტი 2-2,5 წელიწადს გასტანს, ოღონდ ამ ხნის განმავლობაში არ უნდა გაეკაროთ სასმელს. უკვე 87 წლის ვარ და წნევა ჯერჯერობით კვლავ ნორმის ფარგლებში მაქვს", - აღნიშნავს მკითხველი.
იხილეთ აგრეთვე
ქრისტესისხლას ნაყენი მეტასტაზების ზრდა-განვითარებას აფერხებს