დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

დილა ლიმონით დაიწყეთ

რამდენიმე წლის წინ ასეთი ჩვევა გამოვიმუშავე: ყოველ დილით, უზმოზე, ვსვამდი ლიმონის ახალგამოწურულ წვენს, გახსნილს ერთ დიდ ჭიქა წყალში. ეს ერთმა ნაცნობმა მასწავლა. ალბათ გაინტერესებთ, რითაა სასარგებლო ლიმონიანი წვენი უზმოზე. ლიმონი საკმაოდ დიდი რაოდენობით შეიცავს ასკორბინის მჟავას, რომელსაც ორგანიზმი ადვილად ითვისებს, ის კი სხვა არაფერია, თუ არა ჩ ვიტამინი, რომელიც შესანიშნავი საშუალებაა ორგანიზმის მოსამაგრებლად და იმუნიტეტის მოსაძლიერებლად. ლიმონიანი წყალი რგებს მთელ ორგანიზმს, უპირველეს ყოვლისა - კანს: ხელს უშლის ნაოჭების და პიგმენტური ლაქების გაჩენას. გარდა ამისა, ლიმონში არსებული სასარგებლო ნივთიერებები აძლიერებენ ცილა კოლაგენის სინთეზს, რომელზეც კანის ელასტიკურობაა დამოკიდებული. ლიმონიანი წყალი უხდება ღვიძლსაც.

  • ეს ნაქები საშუალება ასე უნდა მოამზადოთ: გამოწურეთ ნახევარი ლიმონი და დაასხით 500 მლ წყალი, სურვილისამებრ, დაამატეთ ყინული და დალიეთ დილით, უზმოზე, საუზმემდე 30 წუთით ადრე, ერთბაშად და არა ყლუპებით.

გემოს გასამრავალფეროვნებლად შეგიძლიათ დაამატოთ პიტნა ან ვანილი. მერწმუნეთ, ეს ახალგაზრდობის ნამდვილი ელექსირია. სიფრთხილე გმართებთ, თუ გაქვთ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ანდა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის რომელიმე სხვა ქრონიკული დაავადება. ამ შემთხვევაში უმჯობესია ნებართვა მკურნალი ექიმისგან აიღოთ. ნატო ცაავა, ზუგდიდი

მათთვის, ვისაც მაღალი წნევა პრობლემად ექცა

დიდი ხანია მაქვს მაღალი წნევა. მინდა, მათ, ვისაც იგივე პრობლემა აწუხებს, ჩემი გამოცდილება გავუზიარო.  მკურნალობა ეფექტური რომ იყოს, რაციონი უნდა გავამდიდროთ კალიუმითა და მაგნიუმით მდიდარი საკვებით. ასეთია გარგარი და მისი ჩირი, ქიშმიში, ბანანი, ბადრიჯანი, ასკილი, წიწიბურა, შვრია, რძის და ზღვის პროდუქტები, ჭარხალი და მისი წვენი (შეიძლება, წვენს თაფლიც დავუმატოთ), ოხრახუში, კამა, ნიახური, ვაშლი.

  • მაღალ წნევას უხდება კუნელიც. 1 სუფრის კოვზ ყვავილს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ნახევარი საათის შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ 1/4 ჩაის ჭიქა დღეში 4-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. შეიძლება ასევე, 2 სუფრის კოვზ კუნელის წვრილად დაჭრილ ნაყოფს დავასხათ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გავაჩეროთ 15 წუთი ორთქლის აბაზანაზე, შემდეგ გადავწუროთ და მივიღოთ 1/3 ჭიქა დღეში 4-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
ნელი ქარქაშაძე, ტყიბული


გაციების, გრიპის, ჰაიმორიტის, სინუსიტის დროს ჯანჯაფილი გიშველით

ზამთრობით პრობლემებს თავს ვერ ვაღწევდი, გაციება ხშირად მირთულდებოდა ჰაიმორიტით ან სინუსიტით. მეზობელმა ჯანჯაფილი მირჩია. მე ეს მცენარე წონის საკორექციო საშუალება მეგონა, მაგრამ გაციების დროსაც ეფექტური აღმოჩნდა.

  • ნ 1 ჩაის კოვზ ჯანჯაფილის დაფხვნილ ფესვს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 10 წუთი, გადაწურეთ, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და გემოვნებისამებრ - ლიმონის წვენი. ნახევარი ჩაის ჭიქა მიიღეთ დილით, უზმოზე, საუზმემდე ნახევარი საათით ადრე, ხოლო მეორე ნახევარი - მცირე ყლუპებით მთელი დღის განმავლობაში, კვებათა შორის.
  • ნ ჯანჯაფილის ჩაი ათბობს, ამხნევებს, ააქტიურებს ორგანიზმის დამცველობით ფუნქციებს და აუმჯობესებს განწყობას. 10-20 გრამ ჯანჯაფილის ფესვის ბურბუშელას დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, დაამატეთ მწიკვი პიტნა, ბარამბო, ფარსმანდუკის და დიდგულას ყვავილი, ცოტა ლიმონის წვენი, გააჩერეთ 10-15 წუთი, გადაწურეთ და დალიეთ.
მირანდა ჭეიშვილი, წყალტუბო

სასწაულმოქმედი  თიხა

ხალხური მედიცინა ყოველთვის მიტაცებდა. ვშიმშილობდი სხვადასხვა მეთოდით, რეგულარულად ვიწმენდდი ორგანიზმს, ვიტარებდი სუნთქვით ვარჯიშებს. ამით ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მრავალი პრობლემა მოვიგვარე. ორიოდე წელია, თიხით და მისი სამკურნალო თვისებებით დავინტერესდი, გამოვცადე და დღეს ეს საოცარი საშუალება პირველი წამალია ჩემთვის. გარეგანი მოხმარებისთვის ჩვეულებრივი თიხის გამოყენებაც შეიძლება, შინაგანად მისაღებად კი უმჯობესია იგი აფთიაქში შეიძინოთ. სამკურნალო მიზნით თიხა უნდა ჩადოთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხათ ცივი წყალი და დადგათ მზეზე. პერიოდულად მოურიოთ და მოზილოთ ისე, რომ მან საჭირო რაოდენობით ტენი შეიწოვოს. მასამ უნდა მოგაგონოთ სქელი ცომი. ვიყენებთ მხოლოდ ცივ თიხას.

  • ანგინის დროს 1 ჩაის კოვზი თიხა გახსენით 1 ჭიქა თბილ წყალში და დღეში რამდენჯერმე გამოივლეთ ყელში.
  • ტრავმის, დაჟეჟილობის, სისხლჩაქცევის დროს აიღეთ თიხის ნაჭერი და დაიდეთ ნატკენ ადგილას, დაიმაგრეთ დოლბანდით. რამდენიმე საათის შემდეგ შეშუპება გაქრება და ტკივილიც დაიკლებს.
  • თიხის კომპრესები შვებას ჰგვრის ქვედა კიდურებს გაგანიერებული, ვარიკოზული ვენების დროს. უხდება დამწვრობასაც.

თიხის კომპრესებმა უფრო ეფექტიანად რომ იმოქმედოს, გამოყენების წინ ახალმომზადებულ თიხას უნდა დაამატოთ 2-3 სადილის კოვზი ვაშლის ძმარი და კარგად მოურიოთ. ნიკოლოზ რამიშვილი, რუსთავი

ზომიერი კვება დღეგრძელობის საწინდარია

მეტი იმოძრავეთ და ცოტა ჭამეთ! ეს მოწოდება ყველას გაგვიგონია, ასე რომ, ახალს ვერაფერს გეტყვით, უბრალოდ, მინდა გირჩიოთ ერთი შესანიშნავი საშუალება, რომელიც განსაკუთრებით გამოგადგებათ ახალი წლის შემდეგ. ის ერთი თვის მანძილზე უნდა მიიღოთ. ამ ხნის განმავლობაში ორგანიზმი თავად მიეჩვევა ზომიერ კვებას. ყოველი ჭამის შემდეგ კუჭი გამოგიგზავნით სიგნალს ავსების თაობაზე და ჭარბი წონის პრობლემასაც გაცილებით იოლად მოაგვარებთ.

  • აიღეთ 1,5 ლ წყალი, 1 ჭიქა კანიანად დაფქული ხორბალი და 1 ჭიქა შავი მოცხარი, 5 ჩაის კოვზი თაფლი, ნახევარი ლიმონი, 5 გრამი საფუარი. მოცხარი გარეცხეთ, გასრისეთ და

გაწურეთ. რაც დაგრჩებათ, იმას დაასხით ცოტაოდენი წყალი - იმდენი, რომ დაფაროს, ერთი წამოადუღეთ და ისიც გამოწურულ წვენს შეურიეთ.

  • დაფქული ხორბალი ცალკე ჩაყარეთ ჭურჭელში, დაასხით 1,5 ლ წყალი და წამოადუღეთ. ერთი საათით გააჩერეთ და გაწურეთ. გამონაწურს, რომელიც 22-25 გრადუსი ტემპერატურისა უნდა იყოს, დაუმატეთ საფუარი და თაფლი და დადგით ოთახის ტემპერატურაზე. 2-3 საათის შემდეგ, დუღილს რომ დაიწყებს, დაუმატეთ შავი მოცხარისა და ლიმონის წვენი, კარგად აურიეთ, გადაიღეთ მინის ქილაში, მჭიდროდ მოუკარით პირი და შედგით მაცივარში.

24 საათის შემდეგ ნაზავი მზადაა. ის ძალიან უხდება ორგანიზმს - კვებავს მას, წმენდს და ენერგიით მუხტავს. სასურველი შედეგის მისაღებად უნდა დალიოთ 2-3 სადილის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. ქეთევან რეხვიაშვილი, თელავი