დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

  • ნ  აიღეთ 300 გრამი ჟოლოს ფოთოლი და ნაყოფი, ამდენივე მაყვლის ფოთოლი და ნაყოფი, 100 გრამი შავი მოცხარის ფოთოლი და ნაყოფი და ამდენივე თავშავა. აურიეთ ერთმანეთში. 50 გრამ ნარევს დაასხით 250 მლ ცივი წყალი, შემოდგით ცეცხლზე და მიიყვანეთ დუღილამდე. გადმოდგით, გააჩერეთ 1 საათი, მერე კი სვით ჩაისავით თითო ფინჯანი დღეში 2-3-ჯერ.

ამ მცენარეების ჩაი ორგანიზმიდან გამოდევნის უვარგის ნარჩენებს და აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, განსაკუთრებით კი ცხიმოვან ცვლას უხდება. სასარგებლოა კუჭქვეშა ჯირკვლის ქრონიკული ანთების დროსაც.

  • შეგიძლიათ, ასეთი რეცეპტიც სცადოთ: აიღეთ 15-15 გრამი კამის თესლი, გვირილისა და ცაცხვის ყვავილი, 25 გრამი პიტნის ფოთოლი, აურიეთ ერთმანეთში, შემდეგ აიღეთ 3 სადილის კოვზი ნარევი და დაასხით 1 ლიტრი ადუღებული წყალი, დააყენეთ ჩაისავით, გადაწურეთ და სვით თითო ჭიქა დღეში 2-3-ჯერ.
  • ყველასთვის, ვისაც ჭარბი წონა აწუხებს, ძალიან სასარგებლოა ყაბაყისა და ბადრიჯნის ჭამა.
  • მადას მშვენივრად აქვეითებს სიმინდის ულვაშის ნაყენი: 1 სადილის კოვზს უნდა დაასხათ 1 ჭიქა ადუღებული წყალი, ცოტა ხანს დააყენოთ და დალიოთ ყოველი ჭამის წინ.

ნინო ლომიძე, თბილისი

წელის ტკივილი ვერაფერს დაგაკლებთ

ამ ორიოდე თვის წინ ნაკვეთში ვსაქმიანობდი. შვებულება მიმთავრდებოდა და ვცდილობდი, რაც შეიძლება მეტი საქმე მომესწრო. ძლიერ გაოფლიანებულმა ნახევარი დღე ვიმუშავე და უგუნური საქციელისთვის მწარედაც დავისაჯე - გამიცივდა ნერვი და მეორე დილას წელის ძლიერი ტკივილის გამო საწოლიდან წამოდგომაც კი გამიჭირდა. მედიკამენტური თერაპიის შემდეგ ტკივილი ოდნავ დამიამდა, მაგრამ მაინც დარჩა. მეც ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ ხალხური რეცეპტები გადავათვალიერე და ერთ საოცარ საშუალებას მივაგენი.

  • წამლის მოსამზადებლად საჭიროა 0,5 ლ მაისის თაფლი, 400 გრამი ალოეს ფოთოლი (მცენარე 3 წლისა მაინც უნდა იყოს), 0,7 ლიტრი მაგარი წითელი ღვინო.
  • ალოეს ფოთლები ჩააწყვეთ პოლიეთილენის ცელოფანში და შედეთ მაცივარში. 7 დღის შემდეგ გამოიღეთ, წვრილად დაკეპეთ და თაფლსა და ღვინოში ჩაყარეთ. ნარევი გადაასხით მინის ჭურჭელში და ბნელსა და ცივ ადგილას 5 დღით დადგით.

ამის შემდეგ წამალი უკვე მზად არის. უნდა სვათ ასეთი წესით:

  • 1 თვის განმავლობაში - თითო ჩაის კოვზი დილით, შუადღისას და საღამოს, ჭამამდე 1 საათით ადრე.
  • 1 თვის შემდეგ - თითო სადილის კოვზი დღეში 3-ჯერ, ასევე ჭამამდე 1 საათით ადრე.

გურანდა რუხაძე


ძალ-ღონეს ჭარხალი დაგიბრუნებთ

ხალხურ მედიცინას ძლიერ დასუსტებულთათვის უამრავი წამალი მოეპოვება, რომლებიც აფთიაქში შეძენილ მედიკამენტებზე არანაკლებ აღადგენს ძალ-ღონეს. წამალი, რომელსაც ახლა გთავაზობთ, განსაკუთრებით უხდება წლების განმავლობაში მწოლიარე და სიმსივნური დაავადებებით დასუსტებულ ადამიანებს.

  • აიღეთ 50-50 გრამი ალოე, წითელი ჭარხალი, სტაფილო, თალგამი, შავი მოცხარი, კრაზანას მიწისზედა ნაწილი, ასევე - 10 ლიმონის წვენი, 200 მლ სამედიცინო სპირტი, 500 გრამი თაფლი. ეს ყველაფერი საგულდაგულოდ აურიეთ და მოათავსეთ მუქ ჭურჭელში 3 კვირით. დროდადრო მოურიეთ. შემდეგ გაწურეთ დოლბანდში და მიიღეთ 30 გრამი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

ლაურა კირტია, ზუგდიდი

დალურჯებულ ადგილებს მოგიშუშებთ

როგორც არ უნდა ეცადოთ, ფიზიკური მუშაობისას აუცილებლად დაიშავებთ რამეს - გაიჭრით, გაიკაწრავთ ან დაიჟეჟავთ. გაგანდობთ რამდენიმე საიდუმლოს, რათა სწრაფად მოიშუშოთ დაჟეჟილი ადგილები. მთავარია, იმოქმედოთ ოპერატიულად:

1. მაშინვე დაიდეთ დაშავებულ ადგილზე ყინული. კარგი იქნება, თუ ყოველი შემთხვევისთვის საყინულეში წინასწარ გეწყობათ გაყინული კუბიკები.

2. ვიდრე ყინული თავის საქმეს აკეთებს, აიღეთ რამდენიმე ღერი ოხრახუში და კარგად დანაყეთ, შემდეგ ყინულით გაცივებულ ადგილზე დაიდეთ და კარგად შეიხვიეთ. ოხრახუში ამცირებს ტკივილს, აცხრობს ანთებასა და შეშუპებას.

3. არანაკლებ კარგია ჩვეულებრივი ძმარი ან ძმრის ესენციაც. უნდა აიღოთ დოლბანდი (ან სუფთა ქსოვილის ნაჭერი), დაასველოთ ძმარში, კარგად გაწუროთ და დაშავებულ ადგილზე დაიდოთ. ანთება მალე ჩაქრება.

ლალი კაკიტელაშვილი, გორი

საავადმყოფოს გზა დამავიწყდა

თქვენი ჟურნალის უერთგულესი მკითხველი ვარ, სამკურნალო წერილებს ენციკლოპედიასავით ვკინძავ. რამდენიმე თვის წინ წავიკითხე წერილი შვრიის სასარგებლო თვისებების შესახებ. განსაკუთრებით მომეწონა მისი კისელით მკურნალობა, თუმცა ოდნავ რთული მეჩვენა, ახლახან კი თავად გადავაწყდი, ჩემი აზრით, უფრო უკეთეს საშუალებას. სწორედ მისი რეცეპტი მინდა შემოგთავაზოთ.

  • აიღეთ ლიტრიანი ქილა და სანახევროდ აავსეთ ჩვეულებრივი შვრიის ფანტელით (ჰერკულესს რომ ეძახიან). დაასხით 1 ჭიქა კეფირი და ბოლომდე შეავსეთ ანადუღარი წყლით. მოურიეთ კარგად და მთელი ღამით დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე. დილით აიღეთ, გადაასხით სხვა ჭურჭელში თავზე მომდგარი წყალი, ამოიღეთ ქილიდან 1 ჭიქა გაჯირჯვებული შვრიის ფანტელი, სითხე კი კვლავ ქილაში ჩააბრუნეთ.
  • აიღეთ ქვაბი, ჩაასხით შიგ ქილიდან ამოღებული ჰერკულესი, დაამატეთ 1 ჭიქა მდუღარე და მოხარშეთ ფაფა. შეაზავეთ 1 ჩაის კოვზი შაქრითა და ცოტა მარილით, თან განუწყვეტლივ ურიეთ გასქელებამდე, დაახლოებით 3-5 წუთი. ასე მიიღებთ შვრიის კისელს.

ქილაში დარჩენილი მასა მაცივარში შეინახეთ, მისგან კიდევ 2-3 ულუფა კისელი მოიხარშება. ამგვარი მკურნალობით 2 კვირაში კუჭის ტკივილი სრულიად გადამავიწყდა, აღარც მუცელი მებერება და არც მეტეორიზმი მაწუხებს. ნორა კანდელაკი

ბაყაყურა ქოლეცისტიტის წამალია

ბაყაყურა მრავალი დაავადების სამკურნალოდ შეიძლება გამოვიყენოთ. მე მისი მეშვეობით ნაღვლის ბუშტის ანთებას ვმკურნალობ. ეს დაავადება წლებია მაწუხებს. როგორც კი რამე ცხიმიანს ან შემწვარ-მოხრაკულს შევჭამ, მაშინვე შეტევა მეწყება. ასეთ დროს ვიმზადებ ბაყაყურას ნაყენს:

  • 1 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ბაყაყურას ფესვი ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, ჭურჭელს თავზე დაახურეთ და ნახევარი საათი გააჩერეთ ორთქლის აბაზანაში. ცხელი ნახარში გადაწურეთ სამფა დოლბანდში, მიიყვანეთ მდუღარე წყლით თავდაპირველ მოცულობამდე და მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე.

ლეილა ჭოჭუა, ხაშური