დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

  • გაციების დროს: 1 ჩაის კოვზ სალბის დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე, გადმოდგით ცეცხლიდან და გააჩერეთ 30 წუთი, გაფილტრეთ. მიიღეთ 1/2-1/2 ჭიქა თბილი ნაყენი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. მკურნალობა განაგრძეთ სრულ გამოჯანმრთელებამდე.
  • ბრონქიტისა და ფილტვების ანთების დროს (დამატებითი მკურნალობის სახით): 1 სუფრის კოვზ სალბის დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხით 1 ჭიქა რძე, მიიყვანეთ ადუღებამდე, გადმოიღეთ ცეცხლიდან და დადგით 10 წუთი, შემდეგ გაფილტრეთ. მიიღეთ ცხელი ძილის წინ. მკურნალობის კურსია 10-14 დღე.
  • დაბალი მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტისა და აირების დაგროვების დროს: 2 სუფრის კოვზ სალბის დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დადგით 1 საათი, გაფილტრეთ. მიიღეთ 2-2 სუფრის კოვზი ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი 10-14 დღეა.
  • კლიმაქსის დროს ძლიერი სისხლდენის შემთხვევაში: 1 სუფრის კოვზ სალბის დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე, გადმოდგით ცეცხლიდან და გააჩერეთ 2 საათი, შემდეგ გაფილტრეთ. მიიღეთ 1/4-1/4 ჭიქა ნაყენი დღეში 4-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
  • პაროდონტოზის, სტომატიტის, გინგივიტი, აგრეთვე ანგინის, ლარინგიტისა და ფარინგიტის დროს (დამატებითი მკურნალობის სახით): 1 ჩაის კოვზ სალბის დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დადგით 30 წუთი, შემდეგ გაფილტრეთ. გამოივლეთ თბილი ნაყენი პირის ღრუში (ან ყელში) დღეში 3-4-ჯერ.

კესარია ზანდუკელი, თბილისი

დამწვარ კანს ჭინჭარი მოგიშუშებთ

დღეს აფთიაქებში დამწვრობის საწინააღმდეგო იმდენი საშუალება იყიდება, რომ ფარმაკოლოგების დაუხმარებლად არჩევანის გაკეთება შეუძლებელია. სამწუხაროდ, მათი მცირე ნაწილი თუ აშუშებს დამწვრობას ისე, რომ კანზე ნაწიბურები არ დარჩეს. ხალხური მედიცინის წიაღში კი მოიპოვება უნიკალური მალამო, რომელიც თანამედროვე საშუალებებზე არანაკლებ ახერხებს დამწვარი კანის აღდგენას. ეს მალამოები ჭინჭრისა და კრაზანასგან მზადდება. გთავაზობთ რეცეპტს:

  • ჭინჭრის ფოთლების ნახარშს შეურიეთ 100 გრამი ნაძვის წიწვი, 100 გრამი ღორის მუცლის ქონი, 100 გრამი თაფლის სანთელი და ადუღეთ. შემდეგ გაისუფთავეთ ჭრილობა კირიანი წყლით (1 სუფრის კოვზი დამწვარი კირი 1 ლიტრ წყალში გახსენით) და დაიფინეთ მალამოთი გაჟღენთილი საფენი. მძიმე დამწვრობის დროსაც კი 3-4 პროცედურა საკმარისია.
  • აიღეთ 1 სუფრის კოვზი კრაზანას ყვავილი და დაასხით 1 ჩაის ჭიქა მზესუმზურას ზეთი, დააყენეთ 14 დღე, დროდადრო ურიეთ. გამოყენებამდე აურიეთ  და ისე დაიდეთ ჭრილობაზე.

ქეთევან რუსია, სამტრედია

პიტნა თვალისჩინს შეგინარჩუნებთ

პიტნას უხსოვარი დროიდან იყენებენ მხედველობადაქვეითებული თვალების სამკურნალოდ. გამოწურეთ ფოთლები, დაუმატეთ წვენს იმავე რაოდენობის წყალი და ნატურალური თაფლი, კარგად აურიეთ. ჩაიწვეთეთ ყოველ დილა-საღამოს ორივე თვალში 2-2 წვეთი. კურსის ხანგრძლივობა 2 თვეა.

  • კარგია მცენარეებისგან მომზადებული ჩაიც: აიღეთ ერთი წლის ფიჭვის დაქუცმაცებული წიწვები - 4,5 სუფრის კოვზი, ასკილის დაქუცმაცებული ნაყოფი - 2 სუფრის კოვზი და ხახვის დაქუცმაცებული ნაფცქვენი - 4-5 სუფრის კოვზი; ჩაყარეთ ყველაფერი ეს ლიტრიან ჭურჭელში, დაასხით იმდენი წყალი, რომ ჭურჭელი პირამდე აივსოს, მიიყვანეთ დუღილამდე, შემდეგ შეფუთეთ და მთელი ღამე გააჩერეთ. დილით გაწურეთ და სვით სურვილისამებრ, 0,5 ლ-მდე დღეში. მკურნალობის კურსი 4 თვეა.

ნინო მანჯგალაძე, რუსთავი

კაკლის ფოთლის ნაყენი მხნეობას შეგმატებთ

დღეს, როდესაც ცხოვრების ტემპი ისე აჩქარდა, სულს ვერ მოითქვამ, დიდი თუ პატარა მუდმივ სისუსტეს, დაღლილობასა და ენერგიის დეფიციტს უჩივის. სწორედ ასეთ ადამიანებს მინდა შევთავაზო სამკურნალო საშუალება, რომელიც ენით აუწერელი მხნეობით აგავსებთ.

  • 10 გრამ კაკლის მშრალ ფოთოლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი, ადუღეთ 15 წუთი, 45 წუთი ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ და გადაწურეთ. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ.
  • 2 სუფრის კოვზ მშრალ დაქუცმაცებულ ნიახურის ფოთოლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა ანადუღარი წყალი, გააჩერეთ 2 საათი და გადაწურეთ. მიიღეთ 1/3 ჭიქა დღეში 3-ჯერ.

არ დაიზაროთ, მოამზადეთ, გამოსცადეთ და დარწმუნდებით, რომ მართლაც უებარია.

ლია კაჭარავა, ზუგდიდი

მრავალძარღვა მხოლოდ ჭრილობებს როდი აშუშებს

ის საუკეთესო საშუალებაა თამბაქოს წევისთვის თავის დასანებებლად. მისი მეშვეობით ჩემმა რამდენიმე ნაცნობმა უკვე დაძლია ეს მეტად მავნე ჩვევა. ნეტავ სხვებმაც მიბაძონ მათ...

  • აიღეთ მრავალძარღვას ახალგაზრდა ფოთლები, მოათავსეთ მინის ჭიქაში, დაასხით არაყი, დაახურეთ შუშა და დადგით მზეზე.
  • 2 კვირის შემდეგ ნაყენი ჭურჭელში გადაასხით. ეს ჭურჭელი მუდამ თან იქონიეთ ნატეხ შაქართან ერთად. მოწევის სურვილს იგრძნობთ თუ არა, შაქარს ნაყენი დააწვეთეთ და მოწუწნეთ.

რამდენიმე ხნის შემდეგ მოწევის სურვილი გაქრება, ხოლო სიგარეტის კვამლი უსიამოვნო გრძნობას და გულისრევასაც კი გამოიწვევს.

თენგიზ ლაბაძე, თბილისი


მცენარეები ანემიასაც მოერევა

დროდადრო, უმეტესად გაზაფხულობით, მაწუხებდა სისუსტე, თავბრუხვევა და მუდმივი დაღლილობა. ეს ვერაფრით ამეხსნა. ბოლოს სისხლის ანალიზი გავიკეთე და ანემია აღმომაჩნდა. რა თქმა უნდა, დამინიშნეს წამლები, თუმცა მათთან ერთად წარმატებით ვხმარობ ამ მცენარეულ ნარევს, რომელიც რკინისა და С ვიტამინის წყაროა:

  • კარგად დანაყილ 40 გრამ ასკილს შეურიეთ 30 გრამი ჭინჭრის ფოთოლი, ამდენივე მარწყვის ფოთოლი, ყვავილი და ნაყოფი. 2 სუფრის კოვზი ნარევი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 400 მლ წყალი, გააჩერეთ მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წუთი,  შემდეგ ოთახის ტემპერატურაზე 1 საათი, გადაწურეთ და მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ.

ნატალია კაკულია, ხობი

ართროზის მცენარეული წამალი

ამ ბოლო ხანს სახსრების ტკივილმა შემაწუხა. მივედი ექიმთან. აღმოჩნდა, რომ სახსრების ტკივილს სხვაც ბევრი უჩივის. თურმე ეს ართროზის დასაწყისია. ეს დაავადება სახსრების დეფორმაციას იწვევს. ერთმა ნაცნობმა მასწავლა მცენარეული საშუალება, რომელმაც მართლაც მომცა შვება და, შეიძლება ითქვას, ართროზის განვითარება შეაჩერა. მალამო მზადდება მანანისგან (вереск). აქვს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და გამაგრილებელი ეფექტი.

  • მანანის ახალდაკრეფილი ფოთლები და ყვავილები გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, დავამატოთ იმავე მოცულობის ღორის მუცლის ქონი, კარგად ავურიოთ და ერთი დღე-ღამე გავაჩეროთ სითბოში.

ძილის წინ მალამო თხლად წავისვათ მტკივან სახსრებზე, დავიფაროთ ცელოფანი, თბილად შევიხვიოთ და დილამდე დავიტოვოთ. ასე განვაგრძოთ, ვიდრე უკეთესობას არ ვიგრძნობთ. ამ მალამოს საფენები ეფექტურია რადიკულიტის, პოდაგრის, იშიასის დროსაც.

ნუგზარ მამამთავრიშვილი, თელავი

დავიცვათ ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი

სადღაც წამიკითხავს: ძველ ჩინეთში სწამდათ, ადამიანის სული ღვიძლში ბუდობდაო. ამისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ღვიძლის ნორმალური მუშაობის გარეშე ჯანმრთელობაზე ლაპარაკიც რომ ზედმეტია, კარგად ვიცი. ამიტომაც არის მისი დაცვა და დროული მკურნალობა ასე მნიშვნელოვანი. ორგანიზმში ღვიძლს მრავალმხრივი ფუნქცია აკისრია: ის გამოიმუშავებს ნაღველს, წმენდს სისხლს, მონაწილეობს სისხლის წარმოქმნაში, პასუხისმგებელია იმუნიტეტზე... მისი ნორმალური მუშაობა რომ დაირღვეს, სულაც არ არის აუცილებელი, დავავადდეთ ჰეპატიტით, ციროზით... ხშირად უნებლიეთ ვვნებთ ამ ორგანოს. მაგალითად, არასწორად ვიკვებებით, ღამით ვნაყრდებით, ვეტანებით სპირტიან სასმელს, მერე კი ღვიძლს ვუჩივით. ჩემს მეუღლეს ქრონიკული ჰეპატიტი დაუდგინეს. მედიკამენტებით მკურნალობის შემდეგ გადავწყვიტე, კარგად შემესწავლა ღვიძლის როლი ჩვენს ორგანიზმში, რათა მეუღლეს ამ მძიმე დაავადებასთან გამკლავებაში დავხმარებოდი. წლების განმავლობაში ვსწავლობდი და ვეცნობოდი ხალხურ რეცეპტებს. თურმე ხალხურ მედიცინას უამრავი წამალი აქვს ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების საპროფილაქტიკოდ. მინდა, თქვენი ჟურნალის საშუალებით მკითხველს გავაცნო ყველაზე მარტივი და ადვილად მოსამზადებელი წამლები, რომლებიც გამოაჯანსაღებს, გაწმენდს და გააკაჟებს ღვიძლსა და ნაღვლის ბუშტს.

  • აიღეთ ერთი ჭიქა კანგაუცლელი შვრიის მარცვალი, გარეცხეთ თბილი წყლით და ჩაყარეთ ხუთლიტრიან ქვაბში. დაამატეთ 2 სუფრის კოვზი გამომშრალი, დაქუცმაცებული წითელი მოცვის ფოთოლი, 2 სუფრის კოვზი არყის ხის ფოთოლი ან კვირტი. დაასხით 4 ლიტრი წყალი და დადგით სიგრილეში. მეორე ქვაბში ჩაყარეთ 1 ჭიქა დაქუცმაცებული ასკილის ნაყოფი და დაასხით 1 ლიტრი წყალი. ადუღეთ 10 წუთი. ერთი დღის შემდეგ პირველი ქვაბი (რომელშიც შვრიაა) მიიყვანეთ ადუღებამდე, დაამატეთ 2 სუფრის კოვზი სიმინდის ულვაში, 2 სუფრის კოვზი მატიტელა და ადუღეთ 15 წუთი, შემდეგ 45 წუთი დააყენეთ. ორივე ქვაბის შიგთავსი აურიეთ ერთმანეთში, გაფილტრეთ და შედგით მაცივარში. ეს ნაყენი უნდა მიიღოთ თბილ-თბილი, დღეში ერთხელ, ჭამამდე, პირველ დღეს - 50 გ, მეორე დღეს - 100 გ, მესამე დღიდან მოყოლებული კი ყოველდღიურად 150-150 გ. კურსი 10-დღიანია. ორკვირიანი შესვენების შემდეგ გაიმეორეთ.
  • 3 სუფრის კოვზი ნეგოს ყვავილედი, 2 სუფრის კოვზი შვიტა, 3 სუფრის კოვზი ვარდკაჭაჭას ყვავილი და 3 სუფრის კოვზი ფარსმანდუკი აურიეთ ერთმანეთში. 1 სუფრის კოვზი ნარევი ჩაყარეთ თერმოსში, დაასხით 1,5 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 საათი. შემდეგ გაფილტრეთ და მიიღეთ მესამედი ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე, 3 კვირის განმავლობაში.
  • ინფექციური დაავადებების, ჰეპატიტის, მოწამვლის შემდეგ ღვიძლის აღმდგენ და გამწმენდ საუკეთესო საშუალებად მიჩნეულია ქრისტესისხლა. იგი შხამიანი მცენარეა, ამიტომ ყურადღება უნდა მიექცეს დოზირებას. 1 ჩაის კოვზ გამომშრალ, დაქუცმაცებულ ქრისტესისხლას დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში 1 საათი და მიიღეთ ყოველი ჭამის წინ პატარა ყლუპი.
  • ბაყაყურაც ძალიან სასარგებლოა ღვიძლისთვის - აწესრიგებს მის ფუნქციას, იცავს უჯრედებს, აქვს მსუბუქი ნაღველმდენი ეფექტი. 1 ჩაის კოვზ ბაყაყურას დაფქულ თესლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, თავდახურულ ჭურჭელში გააჩერეთ 15-20 წუთი, მერე გაფილტრეთ. მიიღეთ ცხელ-ცხელი, ყლუპ-ყლუპად, ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში სამჯერ, პირველად - უზმოზე, მეორედ - სადილობამდე 30 წუთით ადრე, მესამედ -  ძილის წინ. სვით 4-6 კვირა.
  • ღვიძლის დამცავ მცენარეებს შორის გამორჩეული ადგილი უჭირავს ყირღანს. მისი ნაყენი ასე მზადდება: მომინანქრებულ ქვაბში ჩაყარეთ 2 სუფრის კოვზი დაქუცმაცებული მცენარე, დაასხით 200 მლ ოთახის ტემპერეტურის წყალი, მჭიდროდ დაახურეთ თავზე, ჩადგით მდუღარე წყალის აბაზანაში 15 წუთით, შემდეგ გაფილტრეთ და შეავსეთ საწყის მოცულობამდე მდუღარე წყლით. მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ. ნაყენი ინახება მაცივარში, არა უმეტეს 2 დღისა. უნდა სვათ თვეზე მეტხანს.
  • ნაღვლის დენას ბაბუაწვერას ფესვების ნაყენიც არეგულირებს. 1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ფესვს (შეიძლება მთელი ბალახის გამოყენებაც) დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, თავზე დაახურეთ და ჩადგით ცხელი წყლის აბაზანაში, რომ ადუღდება, გააჩერეთ კიდევ 3 წუთი, მერე ცეცხლიდან გადმოდგით და თავდახურულ ჭურჭელშივე გააჩერეთ დაახლოებით 1 საათი. გაფილტრეთ და გადადუღებული წყლით საწყის მოცულებამდე შეავსეთ. მიიღეთ 1/3 ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე. რეკომენდებულია შემოდგომასა და გაზაფხულზე თითო 6-8-კვირიანი კურსის ჩატარება.
  • თუ გრძნობთ, რომ ნაღვლის ბუშტი თავის მოვალეობას ვერ ასრულებს, სვით არყის ხის ფოთლებისა და კვირტების ნაყენი - ის კარგი ნაღველმდენი საშუალებაა. 1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ არყის ხის ფოთოლს და 1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ არყის ხის კვირტს დაასხით 0,5 ლირტი მდუღარე წყალი, დაამატეთ დანის წვერით საჭმელი სოდა და ერთი საათით გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში, შემდეგ გაფილტრეთ და მიიღეთ 1/4-1/4 ჭიქა ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ.
  • თუ ნაღვლის დენა შეფერხდა არასაკმარისი ფიზიკური აქტივობისა და არასწორი ცხოვრების რიტმის გამო, ეს ნაყენი დაგეხმარებათ. აურიეთ ერთმანეთში 5-5 სუფრის კოვზი დაქუცმაცებული ცისკარას თესლი, ფითრის ფოთოლი და ყლორტი და ვარდკაჭაჭა, 4-4 სუფრის კოვზი წყლის სამყურა და ნაღველას დაქუცმაცებული ფესვი. 3 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი, დაახურეთ თავზე და გააჩერეთ 10 წუთი. ამის შემდეგ გაფილტრეთ. მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა ჭამამდე 15 წუთით ადრე და ჭამის შემდეგ. ნაყენის მიღების შემდეგ 5-ჯერ დაიხარეთ წინ და შეასრულეთ წრიული მოძრაობები.
  • სამკურნალო ბარისპირას მრავალი სამკურნალო თვისება აქვს. ის მხოლოდ ღვიძლს კი არა,  თირკმელებსაც უხდება, აქვეითებს წნევას, ამშვიდებს და სხვა. ღვიძლის ანთებითი დაავადებების დროს ძალიან ეფექტურია ასეთი ნაყენი: დაასხით 1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ბარისპირას ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, 30 წუთი გააჩერეთ (მეტი არა!) შეფუთული, მერე გაფილტრეთ და მიიღეთ 1/3-1/3 ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე  20 წუთით ადრე.

პატივისცემით დოდო კანთელაძე

პოდაგრის დროს შვებას მოგგვრით 

პოდაგრა რომ უმძიმესი დაავადებაა, ადრეც გამეგონა, მაგრამ რაც ჩემს დედამთილს დაემართა, მთელი სისრულით გამოვცადე მისი სივერაგე. მედიკამენტურ და დიეტურ მკურნლობასთან ერთად ექიმმა გვირჩია ფეხის აბაზანებიც.  კარად შევისწავლე ეს საკითხი და მინდა, თქვენი ჟურნალის მკითხველსაც გავაცნო ერთი რეცეპტი, რომელიც უთუოდ გამოადგებათ ნიკრისის ქარით დაავადებულებს.

  • აიღეთ 1 კილოგრამი ჭინჭრის მშრალი ფესვი, დააქუცმაცეთ და დაასხით 2 ლიტრი ადუღებული წყალი, შედგით ნელ ცეცხლზე და გააჩერეთ 3 საათი. 2 ჭიქა ნახარშს დაასხით 6 ლიტრი ცხელი წყალი, გააგრილეთ 40 გრადუსამდე და მიიღეთ ფეხის (თუ ხელი გაწუხებთ - ხელისაც) აბაზანა. პროცედურის ხანგრძლივობაა 30 წუთი. აბაზანის შემდეგ მტკივანი კიდური არ გაიმშრალოთ, ისე შეიხვიეთ შემთბარი შალის ქსოვილით, ჩაწექით საწოლში, კარგად ჩათბით და დალიეთ მეოთხედი ჭიქა ჭინჭრის გაუზავებელი ნახარში. პროცედურა უნდა ჩაიტაროთ ძილის წინ. გარდა ამისა, დღეში სამჯერ უნდა მიიღოთ 1 ჩაის კოვზი ნახარში, გაზავებული 1 ჭიქა წყალში. ასე გააგრძელეთ სამი თვის განმავლობაში.

ლელა არაბული, თიანეთი