დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

აბაზანები ტვინისთვის

ასეთი აბაზანა განსაკუთრებით ახალგაზრდა, გონებრივად მომუშავე ადამიანებს სჭირდებათ.

* აიღეთ თანაბარი რაოდენობით ჭინჭარი, გვირილა, არყის ხის ფოთლები, ოროვანდის ფესვი და ორკბილა. დააქუცმაცეთ და ერთმანეთში აურიეთ. 500 გრამ ნარევს დაასხით 5 ლიტრი ადუღებული წყალი და 5-7 წუთი ხარშეთ ნელ ცეცხლზე. დააყენეთ ნახევარი საათის განმავლობაში, გაწურეთ და წყლით ნახევრად სავსე აბაზანაში ჩაასხით.

წყლის ტემპერატურა 35-37 გრადუსი უნდა იყოს, პროცედურის ხანგრძლივობა _ 10-15 წუთი. ასეთი აბაზანა აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს ძალ-ღონის აღდგენას გონებრივი და ფიზიკური დატვირთვის შემდეგ.

თუ ზღვამ ქერტლით დაგასაჩუქრათ

თუ ზღვაზე დასვენების შემდეგ თმის ცვენა დაგეწყოთ და ქერტლი გაგიჩნდათ, გირჩევთ, ღვიის გირჩის ლოსიონი მოიშველიოთ, რომელიც ასე მზადდება:

* 4 სადილის კოვზ დაფქულ ღვიას დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ ერთი საათით, გაწურეთ, შეურიეთ 1 სადილის კოვზი გლიცერინი და 100 მლ 70%-იანი სპირტი. ამ ლოსიონით გაიწმინდეთ კანი დღეში 1-2-ჯერ 3-4 კვირის განმავლობაში.

გამონაყარის დროს კი კარგია ღვიის აბაზანები:

* აიღეთ ღვიის დაქუცმაცებული ტოტი (200-300 გრამი), დაასხით 10 ლ ცივი წყალი, დააყენეთ 2 საათის განმავლობაში, მერე 20 წუთი ადუღეთ დაბალ ცეცხლზე, გაწურეთ და ჩაასხით აბაზანაში (36-370ჩ).

აბაზანები უმჯობესია მიიღოთ ძილის წინ. მკურნალობის კურსი 10-12 პროცედურას მოიცავს, რომლებიც დღეგამოშვებით უნდა ჩაიტაროთ.

თვალებს ფიჭვი და შავი მოცხარი უხდება

* აიღეთ ახალგაზრდა, ერთწლიანი ფიჭვის დაქუცმაცებული წიწვი - 4-5 სადილის კოვზი, ასკილის დაქუცმაცებული ნაყოფი - 2 სადილის კოვზი და ხახვის დაქუცმაცებული ნაფცქვენი - 4-5 სადილის კოვზი. მოათავსეთ ლიტრიან ჭურჭელში, ჭურჭელი პირამდე აავსეთ წყლით, წამოადუღეთ, თბილად შეფუთეთ და მთელი ღამით დააყენეთ. დილით გაწურეთ და სვით დღის განმავლობაში წყლის მაგივრად, დღეში 0,5 ლ-მდე.

მკურნალობის კურსი 4 თვეა. მოცხარისგან კი მხედველობის წამალი ასე მზადდება:

* აიღეთ 1 კგ შავი მოცხარი, ჩაყარეთ მინის ქილაში და დააყარეთ 1200 გრამი შაქარი. ქილა შედგით მაცივარში, გააჩერეთ ერთი დღე-ღამე და როდესაც მოცხარი წვენს გამოუშვებს, კარგად მოურიეთ.

მიირთვით ყოველდღე, დღეში ორჯერ, 50 გრამი.

თუ ტერფის სოკო დაგესხათ თავს...

გასწავლით, როგორ დაიცვათ მისგან თავი.

* ნახევარლიტრიან ქილაში ჩაასხით 50 გრამი 90%-იანი ძმრის ესენცია, ჩააგდეთ შიგ 1 ცალი ქათმის კვერცხი. კარგად აურიეთ, თავზე დაახურეთ და სიგრილეში დადგით. არ შედგათ მაცივარში!

24 საათის შემდეგ დაუმატეთ 200 გრამი ნაღების კარაქი, კარგად აურიეთ და კიდევ 24 საათი გააჩერეთ იმავე ადგილას. ამის შემდეგ მალამო მზად არის. თხლად წაისვით სოკოთი დაზიანებულ კანის უბნებზე. გექნებათ წვის შეგრძნება, მაგრამ ცოტა უნდა მოითმინოთ და არ ჩამოიბანოთ. ასე გაიმეორეთ 3-4 დღე, მერე დაიბანეთ ფეხები და დააკვირდით - თუ სოკოს ნიშნებს ჯერ კიდევ ამჩნევთ, 3-4-დღიანი კურსი კიდევ ერთხელ გაიმეორეთ. გასწავლით მეორე ხერხსაც:

* წვრილად დაჭერით 1-2 თავი ნიორი, მოათავსეთ დიდ ჭურჭელში, დაამატეთ 3/4 ჩაის ჭიქა ზეითუნის ან მზესუმზირას ზეთი და დადგით მზის სინათლეზე 10 დღის განმავლობაში. მოურიეთ დღეში 2-3-ჯერ. მეთერთმეტე დღეს გაფილტრეთ, დაამატეთ 2-3 წვეთი ევკალიპტის ზეთი ან გლიცერინი, გადაასხით მინის მუქ ბოთლში, მჭიდროდ დაახურეთ თავზე და შედგით მაცივარში 1 თვით.

ამის შემდეგ წამალი მზად არის. უკვე შეგიძლიათ, სოკოთი დაზიანებულ ადგილებზე წაისვათ. თუ წამლის მომზადება ვერ მოასწარით, ინფექცია კი უკვე შეგეყარათ, შეგიძლიათ, დაზიანებულ ადგილებზე წაისვათ ლიმონის წვენი ან გახეხილი ნივრისა და ნაღების კარაქის ნარევი, თანაფარდობით 1:1.

დავამარცხოთ ფილტვების ტუბერკულოზი

24 წლის ასაკში დამისვეს ფილტვების ტუბერკულოზის დიაგნოზი, რომელიც ჩემთვის სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი იყო, რადგან ამ დაავადებით გარდაიცვალა დედაჩემი. მაშინ 19 წლის ვიყავი და საკუთარი თვალით ვხედავდი, როგორ გამოხრა ამ სენმა. სიცოცხლე აღარ მინდოდა, მაგრამ მკურნალმა ექიმმა დამამშვიდა, რომ თუ დავიცავდი მის ყველა მითითებას, რეგულარულად მივიღებდი დანიშნულ წამლებს, არ გავცივდებოდი, არ გადავიღლებოდი, კარგად გამოვიკვებებოდი - ავადმყოფობას მოვერეოდი და ღრმა სიბერემდე ვიცოცხლებდი. რამდენიმე წლის განმავლობაში ზედმიწევნით ვიცავდი ექიმის რეკომენდაციებს, 4 თვე აბასთუმანშიც ვიმკურნალე. 10 კგ მოვიმატე, ძალ-ღონეც დამიბრუნდა. 5 წლის შემდეგ აღრიცხვიდან მომხსნეს, თუმცა რეგულარულად გავდიოდი სამედიცინო შემოწმებას. ახლა 75 წლის ვარ და ამ ხნის განმავლობაში ტუბერკულოზს მართლაც აღარ შეუხსენებია თავი. საავადმყოფოში წოლისას ვიღებდი ნარევს, რომელიც ასე მზადდება:

* ორლიტრიან ქილაში ჩააწყვეთ კარგად გარეცხილი 10 ცალი კვერცხი. 10 ცალი ლიმონი გათალეთ, გამოაცალეთ კურკები და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. ჩაასხით ქილაში (კვერცხები უნდა დაიფაროს) და ქილა 2 კვირით შედგით მაცივარში. ამ ხნის განმავლობაში კვერცხის ნაჭუჭი უნდა გაიხსნას. აიღეთ 3 წლის ალოეს ფოთლები, კარგად გარეცხეთ, ეკლები დააჭერით და ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ. გაწურეთ და წვენი კვერცხიან ქილაში ჩაასხით. დაამატეთ 150 გრამი თაფლი, 150 გრამი კონიაკი და გააჩერეთ კიდევ 3 დღე.

მიღების წინ ნარევს კარგად ამოურიეთ, რადგან კვერცხის ნაჭუჭი ფსკერზე ილექება. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ. შეინახეთ მაცივარში.