დავეხმაროთ ერთმანეთს
თვითნებურად ნუ შეცვლით. თუმცა ექიმთან კონსულტაციის შედეგ, ძირითადი მკურნალობის ეფექტის გაძლიერების მიზნით, შეგიძლიათ ხალხური მედიცინის რეცეპტების გამოყენებაც.
-
იოდი გაციების წამალიც ყოფილა
ამა თუ იმ დაავადებისგან სწრაფად განკურნება ზოგჯერ უბრალო საშუალებებითაც შესაძლებელია. ასეთია იოდის სპირტხსნარი. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ იოდი ამდენი რამისთვის არის სასარგებლო. ვიცოდი, რომ იოდით ამუშავებენ ჭრილობებს, რომ მტკივან ადგილას კეთდება იოდის ბადე, ასევე ისიც, რომ თუ გინდა განსაზღვრო, გაქვს თუ არა იოდის დეფიციტი, უნდა დააკვირდე, რამდენად სწრაფად ქრება იოდი კანიდან: თუ სწრაფად გაქრა, მაშასადამე, ორგანიზმში იოდის დეფიციტია... მაგრამ იმაზე, რომ იოდი ორგანიზმის იმუნურ სისტემას აძლიერებს, არაფერი გამეგონა.
ერთხელ მე და ჩემი მეგობრები რამდენიმე დღით ლაშქრობაში წავედით. გზად საშინელმა წვიმამ მოგვისწრო და გვარიანად გავცივდი. "საველე აფთიაქში" აღმოგვაჩნდა ტაბლეტები მუცლისა და თავის ტკივილისთვის, საგულე საშუალებები, კალიუმის პერმანგანატი და იოდი - მეტი არაფერი. არადა, ყელში მფხაჭნიდა, მაცემინებდა, ჩემი ცხვირი კი "წყალდიდობის" მიჯნაზე იყო. ამ დროს ერთმა ჩემმა მეგობარმა აიღო იოდის ბოთლი, ფეხზე გამახდევინა და ქუსლებზე იოდი წამისვა. წავედი დასაძინებლად, დილით კი გაციებისა აღარაფერი მეტყობოდა. ჩემს მეგობარს ვკითხე, საიდან იცოდა, რომ იოდი მიშველიდა. აღმოჩნდა, რომ ჯერ კიდევ ომის დროს ამ ნივთიერებას ორგანიზმის ბრძოლისუნარობის გასაძლიერებლად იყენებდნენ. მოგვიანებით ეს მეთოდი კიდევ რამდენჯერმე გამოვიყენე დიდი წარმატებით და მიმაჩნია, რომ ყველამ უნდა იცოდეს ეს მარტივი და სანდო წამალი.
-
ძირმაგარა
მართალია, დღეს აფთიაქებში ათასნაირი მალამო იყიდება ძირმაგარის მოსამწიფებლად, მაგრამ მაინც მინდა, ერთი შინაური წამალი გასწავლოთ. ეს მართლაც სასწაულმოქმედი საშუალებაა, მე პირადად ერთი დადება მყოფნის, რომ ძირმაგარა მომწიფდეს და ძირფესვიანად ამოვარდეს. ადვილადაც მზადდება და ძალიან იაფიც ჯდება.
-
- აურიეთ ერთმანეთში ერთი კვერცხის გული, ერთი სუფრის კოვზი თაფლი და მჭადის ფქვილი, რასაც შეიზელს. ამ მასისგან გააკეთეთ პატარა ბურთულა, მიიწებეთ ძირმაგარაზე, შეიხვიეთ დოლბანდით და ორი დღე გაიჩერეთ. მეორე დღეს ძირმაგარას ადვილად ამოაგდებთ. თუ ბოლომდე ვერ ამოვარდა, კიდევ ერთხელ მიიწებეთ და აუცილებლად გიშველით.
ეს საშუალება ბებიამ მასწავლა და ისიც მითხრა, ნებისმიერ ჩირქგროვას (მათ შორის - დაჩირქებულ სარძევე ჯირკვალსაც) უხდებაო. მე ჯერჯერობით მხოლოდ ძირმაგარაზე ვცადე და მართლაც კმაყოფილი ვარ.