დავეხმაროთ ერთმანეთს
თვითნებურად ნუ შეცვლით. თუმცა ექიმთან კონსულტაციის შედეგ, ძირითადი მკურნალობის ეფექტის გაძლიერების მიზნით, შეგიძლიათ ხალხური მედიცინის რეცეპტების გამოყენებაც.
-
დაზიანებულ ღვიძლს ასკილი უხდება
რამდენიმე წლის წინ ვირუსული ჰეპატიტი გადავიტანე. ცხადია, დავიცავი დიეტა, ვიმკურნალე, მაგრამ ყურადღება ამ დაავადების შემდეგ ღვიძლს მაინც სჭირდება. მეც მას პერიოდულად ასკილის ნაყენს ვაშველებ.*
-
- 1 ჩაის ჭიქა წვრილად დაჭრილ ასკილის ნაყოფს დაამატეთ 1 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი, დაასხით 3 ჩაის ჭიქა 70%-იანი სპირტი და 5 დღით დადგით მზის გულზე. მეექვსე დღეს კიდევ 2-3 ჭიქა სპირტი დაუმატეთ და 5 დღით დატოვეთ მზეზე. მეათე დღეს გადაწურეთ. სპირტით გაჟღენთილი ასკილიც გამოწურეთ. მიიღეთ 20 მლ დღეში 2-ჯერ, ჭამის შემდეგ.
-
ჭარხალი ყაბზობის წამალია
ასაკთან ერთად კუჭის მოქმედება უფრო და უფრო გამიუარესდა. საბოლოოდ საქმე შეუპოვარ ყაბზობამდე მივიდა. ვიცავ დიეტას, ვცდილობ, მეტი ხილი და ბოსტნეული ვჭამო, მაგრამ სპეციალური საშუალებების გარეშე ამ პრობლემას მაინც ვერ ვაგვარებ. ერთხელ ჩემმა რძალმა უებარი წამლის რეცეპტი მიშოვა და შვებით ამოვისუნთქე:
-
- 5 ლიტრ მდუღარე წყალში ჩაყარეთ ნახევარი კილო გაფცქვნილი, გარეცხილი, დაჭრილი ჭარხალი, დაახურეთ თავზე და 3 საათი გააჩერეთ. შემდეგ ნაყენი გადაწურეთ, დაამატეთ 150 გრამი შაქარი და 1 ჩაის კოვზი საფუარი, ისევ დაახურეთ თავზე და 1 დღე-ღამე დააყენეთ. ნაყენი შეგიძლიათ სვათ შეუზღუდავად, ყოველდღე.
-
ფურაცილინი, თაფლი და მდოგვი რადიკულიტის წამალია
სამსახურში ორპირ ქარში მოვხვდი, გავცივდი და წელი გამიკავდა. ყოველი მოძრაობა აუტანელ ტკივილს მაყენებდა. ვეღარც ვმუშაობდი და ვეღარც საწოლში ვპოულობდი ადგილს. მეგობარმა გამიკეთა მდოგვის საფენი, რომელმაც მეორე დღესვე ფეხზე დამაყენა. გთავაზობთ რეცეპტს, იმედი მაქვს, სხვებსაც გამოადგებათ:
-
- 50 მლ წყალში გახსენით 1/4 აბი ფურაცილინი და წამოადუღეთ. წამალი სრულად რომ გაიხსნება, დაამატეთ 1 ს. კ. თაფლი და კარგად აურიეთ. აიღეთ ჩვეულებრივი მდოგვის საფენი, ჩაუშვით ფურაცილინის თაფლიან ხსნარში და დაიდეთ წელზე. 5-6 წუთის შემდეგ მოიშორეთ, კანზე დარჩენილი ხსნარი არ მოიწმინდოთ - დაიფარეთ პოლიეთილენის ნაჭერი, შემოიხვიეთ შალის ღაზლი და მთელი ღამით დაიტოვეთ. დილით შეგიძლიათ მოიხსნათ.